ხა ხდ ხე ხი ხლ ხრ ხუ
ხილ

ხილულ-ი

Gk. ὁρατός
თვალით სახილველი
 
ხილულ არს წინამდებარე ხედვისაჲ, ესე იგი არს ხილული გუამი ანუ ფერი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133v); მის მიერ დაებადა ყოველივე, გინათუ ხილული, გინათუ არა-ხილული (ბას., ექუს., გ. ათ., 6, 16-17); კაცი ... საკრველი არს ხილულისა და უხილავისა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131r); შეერთებულნი და განუყოფელნი გუამნი და სივრცენი და ნესტუნი იპყრობენ ბუნებასა ხილულთასა (ბას., ექუს., გ. ათ., 3, 2-4); და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, ხილული და უხილავი, არარაჲსაგან არსად მომყვანებელად (მიქ., მრწ., ეფთ., 5, Jer. 151, 83v) // (თტე., მრწ., თეოფ., 5, Jer. 23, 340r); ყოვლისავე ხილულისა და უხილავისა დაბადებულთა ძალისა ზეშთააღმატებულ იქმნნეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); საცნაურებათაცა სრულებისათა, რომელ არს უხილავი და ხილული, მისვე და ერთისათჳს მეტყუელთაჲ (მქს., პიროს., გელ. 24,3) // სასწაულნიცა იგი სრულებისანი ქადაგნეს და ესრეთ თქუეს, ვითარმედ: ერთი ქრისტე ორითა ბუნებითა, იგივე თავადი ხილული და უხილავი (მქს., პიროს., ეფთ. 7,13); მაშინ ხილული ესე მისი ღმრთისგამოცხადებაჲ ყოვლად უბიწოჲთა ხედვითა აღესრულოს ჩუენ ზედა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); ვითარ-იგი უსიტყუობასაცა ვიტყჳთ ზეშთასიტყუაობისათჳს და უსრულობასა ზეშთასრულისათჳს და პირველითგან სრულისათჳს და შეუხლებლობასა და უხილავ-ნისლობასა ნათლისა შეუხებლისასა, რამეთუ ზეშთა-აღემატების იგი ხილულსა ამას ნათელსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); არ იგივე არს ნებაჲ მნებებელისაჲ და ნებებული, ვითარ-იგი არცა მხედველისა მხედველობითი და ხილული (მქს., პიროს., გელ., 19,38);ὁρώμενος ὁ – ხოლო საჴმარ არს ცნობად, ვითარმედ ხილულნი უხილავთა რათმე არიან სახე (ეკლსტ., გელ., 80. II); რამეთუ რომელთა-იგი არცაღა ხილულნი ჰრწმანდეს საკჳრველებანი (თტე, II სჯ. 34, გელ., A 1108, 131r); რომელმან ხილულითა მით ჴორცითა ჩუენი ცხორებაჲ განაგო (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r); რომელმან ხილულითა მით ჴორცითა განაგო ცხორებაჲ ჩემი (თტე., მრწ., თეოფ., 14, Jer. 23, 341v);αἴσθησις ἡ – რაოდენი-იგი არს ხილული და რაოდენი უაღრეს ხილულისა (ნაზ., ჰომ., ტბელ. 2,1);αἰσθητός – უხილავსა დაბადებულსა ზიარებაჲ შეერთებისაჲ ხილულთა მიმართ არა აქუნდა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 4);φαινόμενος – წარუძღუეს მათ ხილულთაგან უხილავთა მიმართ; (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 4); დაეჩჳოს სიწმიდით აღხილვად ხილულთა ამათ მიერ ზეშთასოფლისათა მათ მიმათთ აღმყვანებლობითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.5);ἀπεμφαίνων – ხილულთა ამათ უმსგავსოებათა მიმართ ღირსებით შთამოსლვითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3);ἐμφανής – ღმერთ არს მზე და, ვითარცა დამბადებელი ამის ყოვლისაჲ თჳთებით მოიხილავს ხილულსა ამას სოფელსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4);θεωρούμενος – რამეთუ არა აღრჩევითთა მისწრაფებათა, ანუ გონებითა წარმატებათათჳს იტყოდა პირველ ახალ ყოფასა, არამედ არსთა შორის ხილულთა ბუნებითთა მოძრაობათა და განწესებათათჳს (ეკლსტ., გელ., 34. I]); ხოლო საზოგადოდ ხილული ყოველთა შორის ბუნებასა დაჰხატავს მის-ქუეშეთა შორის განუკუეთელთა (მქს., პიროს., გელ. 26,27)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9