ხა ხდ ხე ხი ხლ ხრ ხუ
ხრო ხრწ

ხრწნილება-ჲ // ხრწნილობა-ჲ

Gk. φθορά ἡ
განადგურება
 
შობაჲ და ხრწნილებაჲ შეცვალება უკუე არიან (დამასკ., დიალ., ეფრ. 48,10); თავით თჳსით ვიდრემე ჰყოფს ქმნასა და ხრწნილებასა (დამასკ., დიალ., არს. 48,4); ხოლო მოძრავობა არიან ქმნაჲ და ხრწნილებაჲ და შეცვალებაჲ... (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); არსებისებრი ვიდრემე შეცვალებაჲ შეიქმს ქმნასა და ხრწნილებასა (ამონ., ტარიჭ., 86,21); ხრწნილებისა სახელი ორსა დაჰნიშნავს: რამეთუ დაჰნიშნავს შიმშილსა, წყურილსა და შრომასა, სამშჭუალთა განწონასა, სიკუდილსა, რომელ არს განყოფაჲ სულისაჲ ჴორცთაგან და ეგევითართა (დამასკ., გარდ., 221, არს.); ყოველნივე ქმნისაქუეშენი ხრწნილებისა მიმდგომ არიან შემდგომისაებრ ბუნებისა (დამასკ., გარდ., 85, არს.); სიკუდილსა და ხრწნილებასა შინა შთავარდა, და მონა განდგომილისა მის იქმნა (მიქ., მრწ., ეფთ., 6, Jer. 151, 84r) // (თტე., მრწ., თეოფ., 6, Jer. 23, 340v); ხოლო ჴორცთა მისთა არა იხილეს ხრწნილებაჲ, არამედ აღდგა მესამესა დღესა (მიქ., მრწ., ეფთ., 10, Jer. 151, 85v) // (მაქს., მრწ., ეფთ., 10, Q 34, 35r) // (თტე., მრწ., თეოფ., 10, Jer. 23, 340v); არა ხრწნილებაჲ მისცემს შობასა, არამედ ხრწნილებაჲ და ბოროტი განხრწნიან და განაბოროტებენ ოდენ, ხოლო ქმნაჲ და არსებაჲ სახიერებისათჳს იქმნებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); ვინაჲცა ხრწნილებისა მიერ ქმნილი შობაჲ არა ბოროტისა ძალისაჲ, არამედ უდარესისა კეთილისა მოსლვისაჲ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); და ესე-ვითარი იგი ხრწნილებაჲ თჳთ თავისაცა თჳსისა განხრწნა იყოს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23); არცა ცვალებასა გინა ხრწნილებასა გინა განყოფილებასა გინა მოკლებასა ანუ წარმდინარეობასა (არეოპ., საიდ., ეფრ., 4); და უმეცრებაჲ უსწავლელისა კაცისაჲ და ამის მიერი ხრწნილებაჲ გონებისა მისისაჲ განწმდეს (ლეონ., ეპ., არს., 6, S 1463, 219r); განიცადე უკუე ყოველი დაბადებული და იხილო ძალი ცეცხლისაჲ ყოველსა შინა გარდარეულად და შობასა და ხრწნილებასა (ბას., ექუს., გ. ათ., 34, 9-10); [განახლებულ-ყო] გუარი, რომელ არს თესლისა მიერ მიდგომილება და ხრწნილებისა მიერ შობაჲ (მქს., პიროს., გელ. 34,10); არამედ წესი იგი ვნებული ხრწნილებისაჲ არა თავს-იდვა (მქს., პიროს., ეფთ. 10,4); ხრწნილება ბუნებისა არს მოუძლურებაჲ და მოკლებაჲ ბუნებითთა ანაგებთა და მოქმედებათა და ძალთაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 232-233)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9