ჴბ ჴე ჴმ ჴო ჴს ჴუ
ჴელ

ჴელოვნება-ჲ

Gk. ἐπιστήμη ἡ
ცოდნა, ოსტატობა
 
საზღვარი და განჩინებაჲ კაცისაჲ არს, რაჲთა იყოს ცხოველ სიტყჳერ და მოკუდავ, შემწყნარებელ გონიერებისა და ჴელოვნებისა (დამასკ., დიალ., ეფრ. 9,2); წულილმოგონებისაგან წინაყოფისა თანააქუს ჴელოვნებაჲ (ამონ., ტარიჭ., 163,25); კაცი არს ცხოველი სიტყჳერი, გონებისა და ჴელოვნებისა შემწყნარებელობითი (ანასტ. სინ., არს., II,40); თჳს მისსა არიან გულისჴმისყოფაჲ გულისჴმის-საყოფელთაჲ და სათნოებაჲ და ჴელოვნებაჲ და სიტყუანი ჴელოვნებათანი (დამასკ., გარდ., 123, არს.); და ერთმან მან წინა-მდებარე იგი ნივთი წინა-უყო თჳნიერ ხატისა, ხოლო მეორესა – რამეთუ ხატთა გამოწერისა ჴელოვნებაჲ აქუნდა თჳნიერ ნივთისა, რაჲთა ორ-კერძოვე ნაკლულევანებაჲ თჳთოეულისა მიერ აღივსოს, რაჲთა შემოქმედსა აქუნდეს ნივთი, სადა-იგი ჴელოვნებაჲ თჳსი აჩუენოს, ხოლო ნივთსა – რაჲთა განაგდოს უსახურებაჲ და ნაკლულევანებაჲ ხატოვნებისაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 17, 25-30); საიდუმლოობითსა ჴელოვნებასა განკუთნვილ¬ნი და განმკუთნველნი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); და არცა გრძნობაჲ არს მისი, არცა ოცნებაჲ, არცა ნებაჲ, არცა სახელის-დებაჲ, არცა სიტყუაჲ, არცა შეხებაჲ, არცა ჴელოვნებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); არს მისი მოგონებაჲ და სიტყუაჲ და ჴელოვნებაჲ და შეხებაჲ და ნებაჲ და ოცნებაჲ და სახელი და სხუაჲ ყოველი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.3); სიწმიდით მიმღებელ ყოფად და მიმცემელ ყოფად განწმედასა შეურევნელსა და საღმრთოსა ნათელსა და განმასრულებელსა ჴელოვნებასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); ხოლო ვიეთნიმე უღონოთა მათ ცნობად თჳთ მის იესუჲსსა და ჩუენ თჳსისა მის მისისა ღმერთ-მოქმედებისა ჴელოვნებისა სწავლად მოქენეთა დაიმოწაფებენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3); უზეშთაესითა მით და ვითარ-იგი შეეტყუების ანგელოზთა შორის მყოფითა ჴელოვნებითა განმაღმრთობელობისაჲთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2);
ჴელოვნება მღდელთ-მთავრობითი – ἱεραρχικὴ ἐπιστήμη ἡ – ჯერ-არს პირველ სხუათასა ამისი სამღდელოდ გამოწერითა წინადადებაჲ საღმრთოჲსა მისგან მღდელთმთავრობითისა ჴელოვნებისა და წერილთა სიტყუებისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.I);θεαρχικὴ ἐπιστήμη ἡ – განწმედა არს და განათლება და სრულება თჳთ ღმერთმთავრობითისა მის ჴელოვნებისა იგი მიმღებელობაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3); ღმერთმთავრობითსა მას ჴელოვნებასა და მეცნიერებასა ჯეროვნებით მიმღებელ ქმნულ არს (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.4);
ჴელოვნება პირველმიცემული – πρωτόδοτος ἐπιστήμη ἡ – პირველ მიცემულისაგან მეცნიერებისა და ჴელოვნებისა მიმღებელობით სრულქმნილი (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3);
ჴელოვნება საღმრთოჲსა მიმართ – πρὸς τὸν θεῖον ἡ ἐπιστήμη – და საღმრთოჲსა მიმართ ჴელოვნებისა მისისა სურვილისა აღყვანებითთა მათ მიერ ძალთა მათთა ძალისაებრ ფრთოვან ქმნული (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.2);θεῖα ἐ···πιστήμη ἡ – რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს, ვერცა კმა-საყოფელად განისწავლნეს ჴელოვნებითა საღმთოჲთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.2);
ჴელოვნება ღმერთმოქმედებისა – θεουργικὴ ἐπιστήμη ἡ – ჩუენი ესე მღდელთმთავრობაჲ... და ღმერთმოქმედებისა ჴელოვნებისა და მოქმედებისა და სრულებისაჲ არს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1);
ჴელოვნება ღმერთმყოფელობითი – θεουργικὴ ἐπιστήμη ἡ – უქუემოესთა მათ ზეცისა არსებათა შემკულებასა უზეშთაესნი იგი კეთილად შემკულებით მასწავლელ ექმნებიან ღმერთმყოფელობითთა მათ ჴელოვნებათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3);
ჴელოვნებაჲ ღმრთის-მეტყუელებითი – θεολογικὴ ἐπιστήμη ἡ – ღმრთისმეტყუელებითი რაჲ ჴელოვნებაჲ... გამოუბრწყინდა პირველსა მას შემკობილებასა ღმერთ-მთავრობითისა სახიერებისაგან (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.4); უკუეთუ არა ეურვების ღმრთივ განბრძნობილთა სიტყუათა წერილისათა, ვითარ ჩუენი ეურვოს ღმრთისმეტყუელებითსა ჴელოვნებასა ჴელპყრობით შემყვანებელთა მისთა? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.2);
ჴელოვნება სამღდელო – τῶν ἱερῶν ἐπιστήμη ἡ – საღმრთოჲსა მიმართ წესისა სამღდელოჲსა ჴელოვნებისა მიერ კეთილად რწმუნებით აღყვანებული (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.1); ყოვლად წმიდითა მესაიდუმლოე ქმნითა მათ მიერ ხილულთა მათ სამღდელოთა ჴელოვნებათაჲთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.3); ხოლო პირ მღდელთ-მთავრობისა არს ღმრთისა მიმართი... მსგავსებაჲ და ერთობაჲ მისისა მქონებელობითა წინამძღურად ყოვლისავე სამღდელოჲსა ჴელოვნებისა და მოქმედებისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); ყოვლად ბრძენი სამღდელოთა ჴელოვნებაჲ პირველად უკუე დამსახველითა და ცხოველსმყოფელითა სიტყუათა შესაყვანებელითა საზრდელითა ზრდის კათაკუმეველთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.6);
ჴელოვნება სამსახურო – λειτουργικὴ ἐπιστήμη ἡ – და სამსახუროჲსა მისგან ჴელოვნებისა განისწავლნენ ჭეშმარიტად ნეტარყოფასა ქრისტესმიერისა აღსასრულისასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.3); მოასწავებენ საუკუნუნოსა მას მათსა და უცვალებელსა ყოვლითა მოსწრაფებითა და მადლობითა საღმრთოსა ჴელოვნებასა და ცნობასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.5);
ჴელოვნებაჲ სიტყუათა – τῶν λόγων ἐπιστήμη – ხოლო მათდა მიმართ მიმყვანებელთა სიტყუათა ჴელოვნებაჲ და სწავლულებით შემეცნებაჲ უდარესთაცა შეეტყუების სამღდელოდ განწმედილთა და მღდელ-ყოფად განჩინებულთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 3.2);
ჴელოვნება სიტყჳერებითი – λογικὴ ἐπιστήμη ἡ – სიტყჳერებითთა ჴელოვნებათა შინა მძლეობითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.3);
ჴელოვნება უსრულესი – τελεωτέρα ἐπιστήμη ἡ – განწმედა არს უდარესთა არსებათა ღმრთისა მიერი იგი გამობრწყინვებაჲ სრულიად უმეცართაჲ უსრულესად ჴელოვნებად მომყვანებელი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.6);
ჴელოვნება საღმრთოთა გამობრწყინვებათა – ὑπερτάτη τῶν θείων ἐλλάμψεων ἐπιστήμη ἡ – მეცნიერებაჲ უზეშთაესისა მის საღმრთოთა გამობრწყინვებათა ჴელოვნებისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3);
ჴელოვნება ზეშთა-სოფლისა – ὑπερκόσμιος ἐπιστήμη ἡ – რომელსამე ზეშთასოფლისათა მათსა ჴელოვნებასა უმეცარ ვიყვენით, უფროჲსღა თჳთ მათ ზედა ჩუენცა სხჳსა მესაიდუმლოე მყოფელისა მასწავლელისა მოქენე ვართ (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.9);τέχνη ἡ – ოსტატობა, საქმიანობა – ფილოსოფოსობაჲ არს ჴელოვნებაჲ ჴელოვნებათაჲ და ზედმიწევნულობაჲ ზედმიწევნულობათაჲ (ამონ., ტარიჭ., 8,16); ესე მიჩნს მე ჴელოვნებაჲ ჴელოვნებათა და მეცნიერება მეცნიერებათაჲ, ტჳრთვა კაცთაჲ (ნაზ., ჰომ., ტბელ. 2,16); ნამდჳლვე ესე მიჩნს მე ჴელოვნებად სადმე ჴელოვნებათად ყოფად და ზემდიწევნილებად ზედმიწევნილებათად, ძღუანვაჲ კაცთაჲ (ნაზ., ჰომ., ტბელ.2,11); ჴელოვნებათაცა რომელთამე ხუროვნებად ეწოდების და რომელთამე საქმედ და რომელთამე ხედვად (ბას., ექუს., გ. ათ., 8, 20-21); მეტნობასა ზედა უკუჱ ბუნებისასა ანუ ჴელოვნებასა მინდობილნიო კლვად განვსცნე (თტე., ამოს., გელ., 2.15-16, S 417, 104r); არცა სიმდიდრისა, არცა ძალისა, არცა ჴელოვნებისა მქონნი (თტე., ამოს., გელ., 2.15-16, S 417, 104r); რამეთუ ეგოდენი ძალ-უც ჴელოვნებასა, რაოდენი ენებოს მომცემელსა მისსა (თტე., II სჯ. 22, გელ., A 1108, 123r); სიბრძნით და ჴელოვნებით სახე ესე მეტყუელებისაჲ შორის შემოვიდა (ბას., ექუს., გ. ათ., 29, 14-15);τεχνητός – იხილვების... ჴელოვნებათა შინა აღსიტყუვითი (ამონ., ტარიჭ., 81.25);ἐπιτήδευμα τό – [გუამთა] მრავალი რაჲ აქუს ერთსა საკუთრად განმყოფელი მისი მეორისაგან: ადგილითა სიშორე და ჟამითა განყოფილებაჲ და ცნობითა სხუასახეობაჲ ... აგებულებითა და პატივითა, ჴელოვნებითა და სხჳთა ხატოვნებითითა თჳთებითა (დამასკ., გარდ., 56, ეფრ.); ხოლო ამოს კადნიერებით ჴელოვნებაჲცა თჳსი თქუა (თტე., ამოს., გელ., 7.12-13, S 417, 112v);ἐπιτηδειότης ἡ – რომელნი იქმნებოდინ... თავსა-შორის თჳსსა, მოიგებენ ჴელოვნებასა შემთხუევითისა და ვნებისასა (დამასკ., დიალ., ეფრ. 39,2);
ჴელოვნებისა ვითარებაჲ – საქმიანობის სახეობა – ἐπιτήδευμα τό – გუამნი... ადგილითაცა განყოფილ არიან ... და ნებითა განნაწილებულ და ძალითა და შესახედავითა, ესე იგი არს, ნაკუეთითა და ანაგებითა და შეზავებითა და პატივითა და ჴელოვნებისა ვითარებითა (დამასკ., გარდ., 56, არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9