ჴბ ჴე ჴმ ჴო ჴს ჴუ
ჴორ

ჴორც-ი

Gk. σῶμα τό

I. თჳს და საკუთარ ჴორცთა ოდენ მარტოდ არს განკუეთაჲ და დინებაჲ და შეცვალებაჲ (დამასკ., გარდ., 115, ეფრ.); ჴორცნი არიან სამ-კერძო მიმოგანფენილ, რამეთუ აქუს სიგრძე და სივრცე და სიღრმე (დამასკ., გარდ., 113, ეფრ.); არა სადმე ერთისა არსებისანი არიან სული და ჴორცნი (დამასკ., გარდ., 199, არს.); რამეთუ არა ბოროტისა მიზეზ სულისა არიან ჴორცნი, ესე ცხად არს ამით, რამეთუ ძალ-უც სულსა ცოდვად თჳნიერ ჴორცთაცა, ვითარ-იგი ცოდვენ ეშმაკნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.27); რამეთუ ესე არს სიბოროტე ჴორცთაცა შინა და სულთა და გონებათა, განვრდომაჲ და მოუძლურებაჲ ბუნებითთა მათ კეთილთა თჳსთა წესთაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.27); რამეთუ ეშმაკი ბოროტ არს კეთილის სახისა ბუნებისაგან გარდაქცევითა, ხოლო სული – გარეგან სიტყჳერებისა განვრდომითა, ხოლო ჴორცნი – გარეგან ბუნებისა მიდრეკითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.32); ფრიად უფროჲს უჯერო არს სიტყჳერისა სულისა განყოფაჲ ჴორცთაგან (თტე., II სჯ. 11, გელ., A 1108, 109v); პეტრე განიკუეთების, ესე იგი არს, განიყოფების სულად და ჴორცად (დამასკ., დიალ., ეფრ. 3,4); ჴორცი მშჳნვიერი და სულიერი – σῶμα ψυχικόν τό – დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი, ესე იგი არს, ზრქელი და მოკუდავი და აღდგების ჴორცი სულიერი, უქცეველი, უვნებელი, წულილი (დამასკ., გარდ., 302, არს.);

II. ადამიანის ხორცი – ჴორც და სისხლ ვართ ჩუენ, შექმნულნი უხრწნელთა ჴელთა შენთანი და ხატებითა და მსგავსებითა შენითა პატივცემულნი (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 137v); ხოლო არა აქუნდა ჴორცთა ჩუენთა ჭეშმარიტებაჲ (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 217v); ხოლო ჴორცთა ჭეშმარიტებაჲ თჳთ მათ ჴორცთაგან მიღებულ იქმნა (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 217v); ესე იგი არს, ჴორცთა ამათ შინა, რომელნი მიიხუნა კაცისაგან (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 21r); ხოლო ჴორცნი სრულ-ჰყოფენ მას, რაჲ-იგი არს ჴორცთაჲ (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r); ეგრეთვე ჴორცნი ბუნებისაგან ნათესავისა ჩუენისა დაუკლებელ არიან (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r);

III. ხორცი იესო ქრისტესი – რაჟამს-იგი ძემან ღმრთისამან წმიდისა ქალწულისაგან ჴორცნი, რომლისაგან იგი იშვა, გამოუთქუმელად მიიხუნა (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); და რომელსა ხატსა შინა მონისასა და ჭეშმარიტთა ჴორცთა მხედავთ, ვის მიტყჳთ მე ყოფად? (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); ხოლო შემდგომად აღდგომისა უფლისა, რომელიცა განცხადებულად ჴორცთა მისთაჲ იყო აღდგომაჲ (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); ვინაჲთგან უარისყოფაჲ ჭეშმარიტთა ჴორცთაჲ უარისყოფაჲ არს ვნებისა ჴორცთაჲსაჲ (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 219r); ეგრეთვე მხოლოდშობილსა ძესა ჴორცნი უკუჱ აქუნდეს კაცობრივნი, ხოლო ბიწი ცოდვათაჲ არა აქუნდა (თტე., რიცხ. 38, გელ., A 1108, 71r); ჴორცი კაცისაჲ აღიღო ქუეყანით... არა თჳსსა საუნჯესა განაშორა (გაბალ., ექუს., ანონ., 163); რამეთუ ჴორცნიცა აქუნდეს, მოწამე არს იოსებ, რომელმან გამოითხოვნა ჴორცნი მისნი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136v არს.); კაცისა შეზავებულ-ყოფასა: სულისაგან და ჴორცთა, მრჩობლი არს საკრველიცა (ამონ., ტარიჭ., 6,37); ხოლო ესე არა ოდენ ჴორცთა, არამედ სულსაცა შინა იხილვების (დამასკ., დიალ., ეფრ. 38,12);

IV. წმინდა ძღვენი - მრწამს, ვითარმედ არს იგი ჭეშმარიტ ჴორც და სისხლ ჩუენთჳს განკაცებულისა ღმრთისა სიტყჳსა (თტე., მრწ., თეოფ., 12, Jer. 23, 341v) // შევემთხუჱვი, თაყუანის-ვსცემ და პატივ-ვსცემ ყოვლადპატიოსანსა ხატსა, კაცობრივთა ჴორცთა ღმრთისა სიტყჳსათასა (თტე., მრწ., თეოფ., 14, Jer. 23, 341v) // (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r) // (მაქს., მრწ., ეფთ., 14, Q 34, 35v); – პურსა, რომელსა განვსტეხთ, არა ზიარებაჲ ჴორცისა ქრისტესისაჲ არს-ა? (სტით., სომხ. წვალ., არს., IV,7);

I. – σάρξ ἡ – განვკუეთით რაჲ ჴორცი მრავალ ნაჭერად ჴორცისა და თითოეულსა ნაწილსა ნაჭერისასა ჴორც უწოდიან და განსაზღვრებასა ჴორცისასა მიითუალავს (დამასკ., დიალ., ეფრ. 14,8);

II. ხორცი იესო ქრისტესი – ჴორცი სულიერი – σάρξ ἐμψυχωμένη ἡ – და ჴორცნი სულიერნი სულითა სიტყჳერითა და გონიერითა არა-პირველქმნილნი შეიმოსნა (მიქ., მრწ., ეფთ., 7, Jer. 151, 84v) // (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v); ჴორცი ხილული – ὁρωμένη σάρξ ἡ – რომელმან ხილულითა მით ჴორცითა ჩუენი ცხორებაჲ განაგო (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r); ჴორცნი უფლისანი ვერ გუამ იქმნნეს თავით თჳსით არცაღა თუ წამსა ჟამისასა, ამისთჳსცა არა გუამ, არამედ უფროჲსღა ერთგუამ არიან (დამასკ., დიალ., ეფრ. 30,3); და სარწმუნოებით ვჰგონებ, თუ თავადსა მას ვხედავ ჴორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა და კაცთა თანა მოსრულსა (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r); და მიიხუნა მისგან ჴორცნი სულითურთ პირმეტყუელით (მაქს., მრწ., ეფთ., 7, Q 34, 34v); ხოლო ჴორცთა მისთა არა იხილეს ხრწნილებაჲ, არამედ აღდგა მესამესა დღესა (მიქ., მრწ., ეფთ., 10, Jer. 151, 85v); ვითარ-იგი ამაღლდა თჳსითა მით ჴორცითა (მიქ., მრწ., ეფთ., 10, Jer. 151, 85v) // (მაქს., მრწ., ეფთ., 10, Q 34, 35r); ამას ყოველსა თანა აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა წყლითა და სულითა, განმწმედელსა ბილწებათა სულისა და ჴორცთა (მიქ., მრწ., ეფთ., 11, Jer. 151, 86r) // (მაქს., მრწ., ეფთ., 11, Q 34, 35v); ვითარმცა არა ბუნებისაგან მუცლადმღებელისა იქმნნეს ჴორცნი მუცლადღებულისანი (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 217v); სიტყუაჲ ჴორც იქმნა და დაიკარვა ჩუენ შორის (ლეონ., ეპ., არს., 2, S 1463, 218r); ხოლო ჴორცთა ნივთი მიავასხა მას (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r); რაჲთა საცნაურ იქმნეს, ვითარმედ საბურველითა ჴორცთაჲთა დაფარულ იყო ღმრთეებაჲ (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218v); რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ჰქონან, ვითარ მე მხედავთ მქონებელად (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); არა ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ იგივე არს სიტყუაჲ, რაჲ-იგი არიან ჴორცნი (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); არამედ ერთად ძედ ღმრთისად აღვიარებთ სიტყუასაცა და ჴორცთა (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); შემდგომად ჴორც-ქმნასა სიტყჳსასა ერთი ბუნებაჲ არს მის შორის (ლეონ., ეპ., არს., 6, S 1463, 219r); ამისთჳს, რომელი მეცნიერ არს ვნებათა, მეცნიერ იყავნ ჴორცთაცა (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 219r); ნუ უარჰყოფს ჩუენთა ჴორცთა ქონებასა საუფლოჲსა მის კაცისასა, რომლითა ვნებათა თავსმდებელად ვიცანთ (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 219r); ვინაჲცა შეერთების სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცთა შუამდგომელობითა გონებისაჲთა (დამასკ., გარდ., 162, არს.); არამედ ჩუენებაჲ ენება ერთსა ღმრთეებისასა ყოფად მოქმედებასა თჳნიერ ჴორცისაცა და ჴორცისა თანა (მქს., პიროს., გელ., 45,25) // არამედ ამას გამოაჩინებს, ვითარმედ ერთი იყო საქმჱ ღმრთეებისაჲ თჳნიერ ჴორცთაცა და ჴორცთა თანა (მქს., პიროს., ეფთ. 15,8);

III. – ჴორცთა აღდგომასა უვარ-ჰყოფენ (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., H 601, 157I)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9