- რამეთუ საღმრთოთა კაცთა ყოვლად წმიდაჲ იგი შარავანდედი ვითარცა ნათესავთა საცნაურისა ნათლისათა სიწმიდით და უსაშუვლოდ გამოუბრწყინდების (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.2); რამეთუ ჩუენ ვერცაღა წინააღმდგომთაგანმან რამანმე დაგუაკლნეს იოანეს ყოვლად ნათელთა შარავანდედთაგან (ἀκτῖνος) (არეოპ., ეფრ., ეპ. 10); უნივთოთა და მიუდრეკელთა თუალთა შინა გონებისათა შემწყნარებელნი, კუალად თჳთ მისვე მარტივისა შარავანდედისა (ἀκτῖνα) მიმართ აღვიწინეთ (არეოპ., ზეც., ეფრ. 1.2); მათ მიერღა [უზენაეს არსებათაგან] შემდგომნი მათნი არსებანი მიიღებენ შარავანდედთა საღმრთოთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3); ჩუენ ესოდენ აღვიდოდით აღმართსა, რაოდენ თავით თჳსით მოგუცეს ჩუენ ღმერთ-მთავრობითთა სიტყუათა შარავანდედმან ზეშთაკერძოჲსა მისგან ბრწყინვალებისა საღმრთოსა ნათელთაჲსა კრძალულებით და სიწმიდით შეკდიმებულთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); ხოლო ჩუენ თავთა ჩუენთა ლოცვით აღვიყვანებთ უმაღლესთა მიმართ აღხილვათა საღმრთოჲსა სახიერებისა შარავანდედთაჲსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 3.1); – μαρμαρυγή ἡ – რამეთუ ვითარ-იგი მზისა მიერითაგან შარავანდედთა უწულილესნი იგი და უშუენიერესნი არსებათანი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.14)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.