არარსებული, არმყოფი
- ხოლო სახე არაარსსა არა შობს (გაბალ., ექუს., ანონ., 40); და ყოველნივე ზოგად გრძნობადნი და საცნაურნი და ყოველნივე არსნი და არა-არსნი (არეოპ., საიდ., ეფრ., 1.1); ყოველნი რომლისა მიერ არა-არსისაგან არსად მოიყვანა თითოეული არსთა და საჩინოთაგანი და წესი ბუნებითი (ეკლსტ., გელ., A 61, 26. I); ქცეულება არს არა-არსისგან არსებად მოსლვაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 134v); სარწმუნოებით გულისჴმა-ვჰყოფთ არა-არსისაგან არსებად საღმრთოჲთა ძლიერებითა მოყვანებასა ყოველთასა (დამასკ., გარდ., 240, არს.); ღმერთმან... ინება არა-არსთა არსად მოყვანება (ბას., ექუს., გ. ათ.. 17,5-7) // ღმერთმან პირველად ყოვლისა ხილულისაჲ რაჟამს ინება და იზრახა, რაჲთამცა ქმნა არა-არსნი (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 31, 1-2); შობაჲ არს არა-არსისაგან არსად მოყვანება (დამასკ., დიალ., 48,5, ეფრ.); სახიერებისა მიმართ ზეშთა ყოველთა არსთაჲსა თჳთ მას არა-არსსაცა სურის და იბრძოლების ვითამე კეთილისა მიმართ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.3); მისსა [კეთილისა და სახიერებისა] სურის არა-არსსაცა... და ძლევის-მოყუარეობს ვითამე მის-შორის ყოფად და იგი არს სახე-მყოფელი უსახოთაჲცა და მის შორის არაარსი ზეშთაარსებისა ითქუმის და არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.18); არა-არსისა არსად და ტყუილისა ჭეშმარიტებად განმთქუმელნი... მსგავსისა მათისა სიკუდილისა მიმართ მიიწინენ დასასრულსა (ეკლსტ., გელ., A 61, 90. I); არარაჲ არს კაცობრივი უცვალებელ, არამედ რომელიმე მათგანი არა-არსისგან მიიწიის სრულებად (ბას., ექუს., გ. ათ., 77, 11-18); და არა-არსისათჳს მოსურნეობითა ბოროტისათჳს სურის (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23); [გონიერი მყოფი] ანუ განეყენების, ანუ არა-არსად განიხრწნების, ხოლო შეცვალებასა არ მიითუალავს; არამედ არცა არარსებად განიხრსნების, რამეთუ არამცა იყო უკუდავი (ნემეს., პეტრ., 53.13-15); ხოლო თუ რადმე არა-არსისაგან წარმოჲჩინებოდინ, დამბადებელისაგან იყოს მიზეზი ქმნისა მთისა (ნემეს., პეტრ., 44,1-2); არა აქუს გონიერთა მებრ ბუნებითი შეცვალებაჲ, არამედ ანუ განეყენების, ანუ არარასად განიხრწნების (ნემეს., პეტრ., III; 53.11-13); - τό οὐκ ὄν - ხოლო თუ რადმე არაარსისაგან წარმოჲჩინებოდინ, დამბადებელისაგან იყოს მიზეზი ქმნისა მთისა (ნემეს., პეტრ., 44,1-2); ყოველნი არსნი (τάƒ ὄντα) კეთილისაგან არიან და სახიერებისა და ყოველნი არაარსნი ზეშთაარსებისა კეთილსა შინა არიან და სახიერებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); - ἀνούσιον τό – მხოლოდ თავსა შორის თჳსსა და არა-არსსა არს ექმნების ზეშთააღმატებულად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.3); - οὐκ οὖσαν - და განმხრწნელთა გემოვნებათათჳს და დაუმტკიცებელისა მის უცხოთაგანისა არა-არსისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.7); – ἀνοπαρξία ἠ - ხოლო ნივთისა იგი სიზრქე არა იქმნა არა-არს (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., V,19) - ἀνύπαρκτον τό - ხოლო უგუამოჲ ოდესმე ყოვლად არაარსსა რასმე სახელ-ედების და ოდესმე - შემთხუევითსა (დამასკ., დიალ., 54,9, ეფრ.)
Antonym: არსი
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.