შერეული, შერწყმული – ორი განსხვავებული ბუნების არსებითი დაკავშირება
- შეზავებული ბუნებაჲ, ვითარცა საღმრთოთა მამათა შორის ღმრთისმეტყუელნი იტყჳან, არცა ერთისა, რომელთაგან შეზავებულ იქმნა, შესაძლებელ არს თანაარს ყოფად, ვითარცა სხუათაგან სხუად შესრულებული, ვითარ-იგი გუამიცა, ოთხთა ნივთთაგან შეზავებული, სხუათაგან სხუად იცნობა ჩუენ კაცთაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., I,8); შეუძლებელ არს ორთა არსებათა, ესე იგი არს, ბუნებათაგან ერთი ბუნებაჲ შეზავებული ქმნად, რამეთუ შეუძლებელ არს მისვე და ერთისა შორის მყისთანად ყოფაჲ წინააღმდგომ განყოფილთა შემამტკიცებელობითთა განყოფილებათაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 27,5); დოგმატ. – μία σύνθετος φύσις ἡ – უკუეთუ თქუენებრ ერთისა შეზავებულისა ბუნებისად იქმნა ქრისტე შემდგომად შეერთებისა, სიმარტივისაგან ბუნებისა იქცა შეზავებულად და არცაღა მამისა, ბუნებით მარტივისა, თანაარს არს, არცა დედისა (სტით., სომხ. წვალ., არს., I,7); უკუეთუ ერთისა ბუნებისა შეზავებულისაგან არს ქრისტე და თანაარს არს მამისა, იყოს სადმე მამაჲცა შეზავებულ და თანაარს ჴოცთა, რომელი-ესე უჯერო არს და აღსავსე ყოვლითა გმობითა (დამასკ., გარდ., ეფრ., 152) შდრ. // უკუე[თუ] ერთითა შეზავებულითა ბუნებითა მყოფი ქრისტე თანაარსი არს მამისაჲ, იყოს მამაჲცა შეზავებულ და თანაარს ჴორცთა, რომელი-ესე უჯერო არს და ყოვლითა გმობითა აღსავსე არს (არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.