წარმოქმნა, წარმოშობა, არსად ქცევა
- ვერ-ვინაჲ სიმრავლისასა ძალ-უც თჳნიერ ერთისა წარმოარსებად (პეტრ., განმარტ. 5; 27.27-28); [სულმა] თჳსნი მიზეზნი პირველვე წარმოიყენნა მათ შორის, რომელთა მიერ იწარმოიარსა (პრ., კავშ., 195; 116.12-13); – προΐημι (προϊόν) – ხოლო, თუ მხოლოდ-ოდენ ჰგიეს, არ წარმოიარსოს (μὴ προιόν) და არაჲთ განეყოს მიზეზსა თჳსსა (პრ., კავშ., პეტრ., 30; 25.28-29); ყოველი წარმოარსებული ვისგანვე უსაშოვლოდ ჰგიეს ვიდრემე შორის წარმომაარსებელსა და წარმოიარსების მისგან (პრ., კავშ., პეტრ., 30; 25.14-15)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.