- საღმრთოჲსა წილისა მიერ საღმრთოდ გამოჩინებული წმიდასა მას მეათორმეტესა სამღდელთმთავროსა რიცხუსა მიითუალა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.5); ხოლო საღმრთოჲსა მისთჳს წილისა, რომელი საღმრთოდ ხუდა მატათიას, სხუათა სხუაჲ რაჲმე თქუეს არა კეთილად, ვითარ ვჰგონებ, არამედ მეცა ჩემი გულისხმისყოფაჲ ვთქუა: რამეთუ, ვითარ მგონიეს, სიტყუანი წერილთანი წილ უწოდენ რომ ერთმთავრობითსა რასმე ნიჭსა, რომელი აუწყებდეს მღდელთმთავრობითსა მას მწყობრსა საღმრთოჲსა გამორჩევისამიერსა ქმნულებასა; ამას თანა ამასცა, ვითარმედ საღმრთოსა მღდელთმთავარსა არა თჳთაღძრვით უჴმს ქმნად სამღდელოთა სრულყოფათა, არამედ ღმრთისამიერითა აღძრვითა სამღდელმთავროდ და ზეცისად სრულყოფაჲ მათი (არეოპ., საეკლ. 5.III.5, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.