წა წე წვ წი წმ წო წრ წუ წყ
წია წიგ წილ წინ წირ წიწ

წინა-აღრჩევა-ჲ

  1. Gk. προαίρεσις ἡ
    გამორჩევა შერჩევა, წინასწარ არჩევა
     
    ესრეთ შემდგომად მოწლეობისა იქმნების წინააღრჩევაჲ, ესე იგი არს გამორჩევაჲ, რამეთუ წინააღრჩევაჲ არს ორთა წინამდებარეთაგან აღრჩევაჲ და გამორჩევაჲ ამისი წინაჲსწარ სხჳსა (დამასკ., გარდ., არს., 129); ჯერჩინებაჲ შემდგომად უცნაურისა საქმისათჳს ქმნილისა ძიებისა და განზრახვისა, რომელ არს განზრახვაჲ და გამორჩევაჲ, გამორჩეულისა მისმიმართი თანასათნო-ყოფაჲ არს, რომლისა შემდგომად არს წინააღრჩევაჲ (დამასკ., გარდ., არს., 186); რაჲ ვინაჲმე არს წინააღრჩევაჲ?... ყოველსა წინააღრჩევასა ნებსითად [ვპოებთ], არამედ არა ყოველი ნეფსითი [არს] წინააღრჩევასა შორის (ნემეს., პეტრ., 33; 134.5-10); რაჲ-იგი არა არს წინააღრჩევაჲ, თქუმულა ვიდრემე, ხოლო, თუ რაჲ – იგი არს, აწ ვთქუათ: რამეთუ არს შეზავებულ რაჲმე განზრახვისაგან და მიმოსჯისა და წადილისა (ნემეს., პეტრ., 33; 136.13-14); შეკრბების უკუჱ ამათგან ესრეყოფაჲ წინააღრჩევისაჲ: წადილი განზრახვითი ჩუენ-მიერთაჲსა, ანუთუ: მგულებლობაჲ ჩუენ-მიერთაჲ წინაჲთვე სჯილ-ბჭობილისა განზრახვისაგან ვართ მოწადე წინაჲთვე აღმრჩეველნი (ნემეს., პეტრ., 33; 137.3-6); [წინააღრჩევაჲ] არს შეზავებულ რაჲმე გა[ნ]ზრახვისაგან და მიმოსჯისა და წადილისა; და არცა წადილ ვინაჲმე არს მარტოდ და არცა ზრახჳთ გულება მხოლოდ (ნემეს., პეტრ., 136, 14-16); რაჲცა მებრ წინააღრჩევითი (κατὰ προαίρεσιν) არს და ნეფსითიცა არს (ნემეს., პეტრ., 134, 6); არს უკუჱ მებრ წინააღრჩევითა (κατὰ προαίρεσιν), გინათუ მებრ დახუდომით (καθ ’ ὁρμήν) მიდრეკისა დასაბამ ვინაჲმე ტჳნებრი ძარღჳ (ნემეს., პეტრ., 117, 21-22); გულისჴმისყოფაჲ და სიტყჳერი წადიერებაჲ, გაგონებაჲ და ძიებაჲ... მოწლეობაჲ და წინააღრჩევაჲ ნებაჲ დაჴმარებისა მიმართ მიმართებაჲ მოქმედებანი არიან (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 132r); ღმრთისათჳს ზრახვასა ვიდრემე ვიტყჳთ, ხოლო წინააღრჩევასა საკუთრად არა ვიტყჳთ (დამასკ., გარდ., არს., 130); ჯერჩინებისა და წინააღრჩევისა თქუმაჲ უფლისა ზედა შეუძლებელ არს (დამასკ., გარდ., არს., 186); წინააღრჩევასა ჩუენსა შინა ძეს გინა თუ აღორძინებაჲ თესლისაჲ, გინა არა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,33II); ამათ უეჭუელად თანა-აც ქცევადობაჲ ანუ გახრწნითა ანუ წინააღრჩევისა მიერ შეცვალებითა (დამასკ., გარდ., არს., 37); არა ბუნებასა შინა მქონებელი ცოდვისაჲ, არამედ უფროჲსღა წინააღრჩევასა შინა (დამასკ., გარდ., არს., 11); ხოლო ბოროტ იქმნნეს წინააღრჩევითა, ნებსით მიდრეკილნი კეთილისაგან ბოროტისა მიმართ (დამასკ., გარდ., არს., 80); თითოეული თჳსისა წინააღრჩევისა მიერ კეთილ და ბოროტ იქმნების (დამასკ., გარდ., არს., 284);ἐξαρτάω – ხოლო სათნოებასა და სიბოროტესა კაცობრივსა წინააღრჩევასა და ნებასა მიაჩემებდენ (ეკლსტ., გელ., 194)
    See also: წინა-განრჩევა-ჲ
  2. Gk. ἐπιλογή ἡ
    დასკვნა, შერჩევა
     
    შემდგომად წინადადებისა იქმნების თჳთმფლობელობით ნებებაჲ, ესე იგი არს, აღრჩევაჲ და ამას ორთაგან ერთად შეკრებულსა ეწოდების წინააღრჩევაჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 129)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9