- მიეგების ღირსებისაებრ ყოველთა კეთილად განმაწესებელისა მის და სამართალითისა წინაგანგებისაგან (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.3); ყოვლითურთი წინაგანგებაჲ არს მიზეზ ყოველთა ყოფისა და კეთილად ყოფისა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.3); ვიდრე კიდეთადმდე ქუეყანისათა განეფინების სახიერებაჲ მისი ყოველთა ზედა მყოფითა მით წინაგანგებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.4); ერთ არს ყოველთა დასაბამი და წინაგანგებაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.4); უკუეთუ არსთაძლითი წინაგანგებაჲ არა ხოლო მამისა და სულისა წმიდისაჲ, არამედ ძისაჲცა არს (დამასკ., გარდ., არს., 192); წინაგანგებაჲ უკუე არს ღმრთისამიერი იგი არსთამიმართი მოსწრაფებაჲ. და კუალად, წინაგანგებაჲ არს განზრახვაჲ ღმრთისაჲ, რომლითა ყოველნი მყოფნი შესამსგავსსა მართებასა მიიღებენ (დამასკ., გარდ., არს., 140); უპყრიან და წინაგანაგებს და მაცხოვნელობით ჰმართებს (მქს., პიროს., გელ. 18,5) შდრ. განაწესებს და განაგებს (მქს., პიროს., ეფთ. 2,30); არს წინაგანგებაჲ, მიმგებელი თითოეულისა სულისაჲ მისაგებელსა საქმეთასა (ამონ., ტარიჭ., 167,7); ღმერთსა მრჩობლნი ჰქონან მოქმედებანი... რომელნიმე წინგანმგებელობითნი უკნინესთანი, რომელთაებრ ყოველი სოფელი წინგანეგების (ამონ., ტარიჭ., 5,12)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.