- მოქმედებისა სახელი არათითოსახეობათა დაჰნიშნავს. მოქმედებისა ღმრთისა თჳთება არს, არა ხოლო გრძნობათაგან განუხილველობითა მიერ კერძოობისა გონებისა და ყოვლისა საუკუნოჲსა ყოფაჲ, არამედ ყოვლისა არსებისა და წოდებისაცა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 136r); – ἐπίκλησις ἡ – და ღირს ყვნა იგინი განჩემებითსა რასმე წოდებასა არა სამღდელთმთავროსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.3); მღდელი რაჲ მდგომარე იყოს წინაშე წმიდისა საკურთხეველისა და სამონაზუნოსა წოდებასა მღდელ-მეტყუელებდეს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.II) ხოლო სრულ-მყოფელთა მათ წოდებათა არა ჯერ-იყო წერით თარგმანებაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.10);
- წოდებაჲ სახელისაჲ – აღნიშვნა, სახელწოდება – ἐντελέχεια ἡ – აქუს წოდებაჲ სახელისაჲ (დამასკ., დიალ., არს. 21,2)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.