შესაბამისი, შესაფერი, შესატყვისი
- ხოლო ღმერთმან პირველ აწ ხილულთა ამათ შესაქმისა გონებად რაჲ მოიღო და ინება არა-არსთა არსად მოყვანებაჲ, ერთბამად მოიგონაცა და თუ ვითარი ჯერ იყო სოფლისა ამის არსებაჲ და სახე ნივთისა მის შემსგავსებული მისთანავე დაჰბადა (ბას., ექუს., გ. ათ., 17, 5-9); – ἀναλογία ἡ – შემსგავსებულსა თითოეულისასა ძალსა იპყრობს განუვრდომელად და შეურევნელად წინააღმდგომთა მისთა კუეთებისაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.9); – ἀναλόγος – მსგავსი, ანალოგიური, შესაფერი – დღითა და პატივითა, ჟამითაცა და რიცხჳთა სამართლად აღრიცხულთა, რომლისათჳსცა თჳთოეულსა მათგანსა თჳსსა შინა დღესა და ადგილსა და ჟამსა შემსგავსებულსა პატივსა მედღესასწაულეობით მიუზღავთ (სტით., სომხ. წვალ., არს.); – κατ’ ἀναλογίαν – შესაბამისი – სიტყჳსა მიერ უკუე დაებადნეს ყოველნი ანგელოსნი და სულსა მიერ წმიდისა სიწმიდითა სრულ იქმნნეს, შემსგავსებულად პატივისა და წესისა მიმღებელნი მადლისა და განათლებისანი (დამასკ., გარდ., 76, არს.); – καθήκων – ყოველსავე არსთა თჳთოეულად შემსგავსებულითა სიმტკიცითა შეამტკიცებს (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VI, 9); – πρέπον τό – შესაფერისი, ჯეროვანი – არა შემსგავსებულ, არცა ჯეროან არს, რაჲთა სხუაჲ იყოს შემოქმედი მყოფთაჲ და სხუაჲ – წინაგანმგებელი მათი (დამასკ., გარდ., 141, არს.); – πρωσφυῶς; καταλληλῶς; συμβαίνων – შესაფერისად, შესაბამისად – შემსგავსებულად ბუნებათა თჳსთა ინებებდა იგივე (მქს., პიროს., გელ., 25,30) // შემსგავსებულად ბუნებათა მისთა აქუნდეს უფალსა ნებანიცა (მქს., პიროს., ეფთ., 8,39); – ἀναλογῶν (ἀναλογέω) – შესაბამისად – შემსგავსებულად სიმძიმისა მის მათისა, ვითარცა საფუძველი რაჲმე, ესრეთ შეუმზადა მათ სიმტკიცე იგი ძირთაჲ ბუნებამან (ბას., ექუს., გ. ათ., 58, 25-27)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.