შესაბამისი, შესაფერისი
- ესე... მხოლოდ კაცისა ოდენ არს შესატყჳს (დამასკ., დიალ., არს. 7,3); აღჰრაცხს დანიშნულობათა სახისათა, შესატყჳსთა სიტყჳერებითისა მოფარდულობისათა (ამონ., ტარიჭ., 55,7); – ἀναλογικός – რაჲთა ამათდა შესატყჳსითა მეცნიერებითა, რაოდენ გუეძლოს, ყოველთა მიზეზისა მიმართ აღყვანებულ ვიქმნნეთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.9); – ἐνιστώσης (ἐνίστημι) – აწ უკუე ამათნი მეცნიერნი ჩუენ და ყოველი ეკლესიაჲ, სწავლული განყოფილებასა ქრისტეს დღესასწაულთასა და, თუ რაოდენი არს შორის ორთასავე, თითოეულსა თჳსისაებრ დღისა და ჟამისა და შესატყჳსად რომლისავე დღესასაწაულისად წლითი-წლად დღესასაწაულობს (სტით., სომხ. წვალ., არს., I,21); – πρεπώδης – თჳთჴელმწიფებაჲ არს პირველი კეთილი და შესატყჳსი სიტყჳერისა ბუნებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463 132v); – εἰκός – სამართლიანი, შესაფერისი – შესატყჳს უკუე იყო და სხუათაცა მოციქულთაგან მაბრალობელ-ყოფაჲ დედაკაცისაჲ (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 131 I)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.