Gk. γενέσθαι τό (γίγνομαι) ღმრთისა
- არსებაჲ და დაბადებულთა – შესაქმე, ვითარცა მახარებელი განჰყოფს (გაბალ., ექუს., ანონ., 9); – დაბადება – ხოლო ღმერთმან პირველ აწ ხილულთა ამათ შესაქმისა გონებად რაჲ მოიღო და ინება არა-არსთა არსად მოყვანებაჲ, ერთბამად მოიგონაცა და თუ ვითარი ჯერ იყო სოფლისა ამის არსებაჲ და სახე ნივთისა მის შემსგავსებული მის თანავე დაჰბადა (ბას., ექუს., გ. ათ., 17, 6-9); – κατασκευή ἡ – აგება, შემზადება, შექმნა – არარაჲ დაუტევებიეს საძიებელთაგანი გამოუძიებელად, თჳნიერ ხოლო კაცისა შესაქმისა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII, 20); – γένεσις ἡ – უგალობდეთ სახიერებასა... მიზეზ და დამბადებელ ნამდჳლვისა, მყოფობისა, გუამისა, არსებისა, ბუნებისა, დასაბამ და საზომ ჟამთა და საუკუნეთა, არსობა და საუკუნე არსთა, ჟამ-ქმნადთა ყოფა ესრეთ ვითამე მყოფთა, შესაქმე ესრეთ ვითამე შექმნულთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.4); – δημιουργία ἡ – გაკეთება, შემოქმედება – შექმნულსა [აქუს] შემოქმედისა შორის ვიდრემე დასაბამი შესაქმისაჲ (დამასკ., დიალ., არს. 39,2)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.