ცვალებადობა, ცვლილება, შეცვლა
- ხოლო მოძრაობად არისტოტელე შეცვალებასა იტყჳს (დამასკ., დიალ., ეფრ., არს., 48,10); ბოროტებაჲ მათი თჳთ მათისა მისგან არს კეთილთაგან განვრდომილებისა და შეცვალება მათდა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.34); – უკუეთუ მთოვარისა იგი ნათლისა მცირე-მცირედ მოკლებაჲ შეგაწუხებს, უფროჲს-ღა ამისა შეგაწუხენ შენ, რაჟამს სულსა მოეგოს სათნოებაჲ, და წარწყმიდოს იგი უდებებითა, და არა დაადგრეს ერთსა ზედა საქმესა, არამედ შეიცვალოს იგი სხუად გონებად (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 92, 32-35,1); – μετάταξις ἡ – ესევითართა მათ კუალად მეორედ შობასა მას უქცეველად შეეცვალოს (θεοειδεστάτην μετάταξιν) ღმრთის-სახე იგი ქონებაჲ სიმტკიცისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.1); – παρατραπῆναι (παρατρέπω) – ვერ ვინაჲ სხჳთ შესაძლებელ იყო შეცვალებაჲ რასმე ზეცისა წესთა და მოძრაობათაგანისა (არეოპ., ეპ. 7, ეფრ., 237); შეცვალებაჲ – ἀλλοίωσις ἡ – მოძრავობა არიან ქმნაჲ და ხრწნილებაჲ და შეცვალებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463); – μεταβολή ἡ – დოგმატ. (ჰენდ. ქცეულებჲ და შეცვალებაჲ) – ბუნებანიცა ქრისტესნი, დაღათუ შეიერთებიან და ურთიერთას დაიტევიან, არამედ ურთიერთასისა მიმართ ქცეულებასა და შეცვალებასა არა მიითუალვენ (დამასკ., გარდ., 159, არს.); ამას შინა შეცვალებაჲ და ქცეულებაჲ იქმნების თჳთ მისიცა ყოველთა უსაღმრთოესისაცა მიზეზისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21); (ჰენდ. ქცევაჲ და შეცვალებაჲ) ქცევისა მიერ თჳსისა და შეცვალებისა იპყრობს გუამოვნებასა წარმოყენებულთასა (პრ., კავშირ., პეტრ., 27; 3.22-23); (ჰენდ. მოძრაობნი და შეცვალებანი) მოძრაობანი და შეცვალებანი ოთხთა კატიღორიათა შინა იქმნებიან (ამონ., ტარიჭ., 86,19); სათანადო არს ცნობად, ვითარმედ არა შეცვალებითა ბუნებისაჲთა, ანუ ქცეულებითა, ანუ გარდაცვალებითა, ანუ შერევნითა ითქუმის განღმრთობაჲ ჴორცთა უფლისათაჲ (დამასკ., გარდ., 202, არს.); რომლისა მჭამელნი ჩუენ სულისა წმიდისა-მიერითა შეცვალებითა პურისაჲთა ჴორცად ქრისტესსა ცხოველ-ვიქმნებით მის მიერ, ვითარცა ცხოველისა და განღმრთობილისა ჴორცისა მჭამელნი (სტით., სომხ. წვალ., არს., II,2)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.