ადამიანის მისწრაფება (მიზანი) ღმერთთან ერთობისაკენ, განღმრთობისაკენ
- განღმრთობა არს ღმრთისა მიმართი, რაოდენ დასატევნელ არს, მსგავსებაჲ და ერთობაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3); – ἑνότης ἡ – ყოველთა მისსა მიმართ სურის, რომელი-იგი ყოველთასა მას მიმოგანყოფილსა სიმრავლესა ყოვლად ერთობად მოაქცევს მისსა მიმართცა ჯეროვნებით აღმხილველთა, შემსგავსებულად ძალისა მათისა, აღიყვანებს და ერთ ჰყოფს მათ მარტივ-მყოფელითა მით ერთობითა მისითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.2); ვითარცა ერთმყოფელი ძალი აღყვანებით აღმიყვანებს და მიმაქცევს ჩუენ შემკრებელისა მის მამისა ერთობისა და ღმერთ-მყოფელისა სიმარტივისა მიმართ (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.1); – ἕνωσις ἡ – რაოდენ მისაწთომელ არს, ღმრთისა მიმართი მსგავსებაჲ და ერთობაჲ ჩუენი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.I.1); ხოლო პირ მღდელთ-მთავრობისა არს ღმრთისა მიმართი, რაოდენ მისაწდომელ არს, მსგავსებაჲ და ერთობაჲ მისისა მქონებელობითა წინამძღურად ყოვლისავე სამღდელოჲსა ჴელოვნებისა და მოქმედებისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); ერთობისა მიმართ უცნაურად აღპყრობილ იქმენ ზეშთა ყოვლისა არსებისა და ცნობისა (არეოპ., საიდ., ეფრ., 1.1); ღმრთის-მეტყუელთა ძალისათა, რომლისათ მიერ უთქუმელთა და უცნაურთა უთქუმელად და უცნაურად შევეერთებით უზეშთაესითა მით ჩუენ შორის სიტყჳერითა და საცნაურითა ძალითა და მოქმედებისა ერთობითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); – μονάς ἡ – განყოფილთა ამათგან სხუებრობათა ჩუენთა ზეშთასოფლისა შემოვკრბებით ღმრთის სახეობითად ერთობად და ღმრთის მსგავსებითად ერთ-ბუნებაობად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); ერთობად და ერთ-არსობად სიმარტივისათჳს და ერთობისა ზეშთაბუნებათა განუყოფელისა, რომლისა მიერ, ვითარცა ერთ-მყოფელითა ძალითა, შევეერთებით (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4);
ერთობაჲ (განზრახვისაჲ) – ὁμόγνωμος – მაშინ უკუე განყოფასა თანა სიტყუათასა განიყო ერთობაჲცა განზრახვისა მათისაჲ და საქმჱ იგი, რომელსა ჴელ-ეყო, დაიჴსნა (ნაზ., ჰომ., ეფთ.);
ერთობაჲ (გონებისაჲ) – ერთობაჲ გონებისაჲ ერთობაჲ არს საყდრისაჲ (ნაზ., ჰომ., ეფთ.) // ერთნებობაჲ – ერთსაყდრობაცა (ნაზ., ჰომ., 21, 8, ეფრ.); ვინაჲცა ერთობად და სამებად რაჲ იგალობებოდის ზეშთა ყოველთა ღმრთეებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 13.3); რამეთუ ყოველი ორობაჲ არა არს დასაბამ, არამედ ერთობაჲ არს დასაბამ ყოვლისა ორობისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21); თავადმან ღმერთმან ჩუენმან სამობი[სა] და ერთობისა შორის დიდებისმეტყუელებულმან [შ]ექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ (დამასკ., გარდ., 81, არს.)
Antonym: სიმრავლე
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.