ებ ეგ ევ ეთ ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეტ ეფ ექ ეშ
ერ- ერთ ერი ერმ

ერთ-ი

  1. Gk. μία
    ყოველივე, განთჳსებულითა რაჲთმე შეცვითა შემოწერილი, „ერთად“ იწოდების (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., IV, 13);

    1. ერთი – ღმერთის ატრიბუტი – μονάς ἡ – არა აქუს ბუნებაჲ სხუასა ცასა დაბადებად თჳნიერ ერთისა, და მაშინ უფროჲს საბასრობელ არიან საზომისა მის და ამაოდ-ჴელოვანისა საზრახვისა და სიცბილისა მათისათჳს, რომელნი-იგი ხედვენ წყლის პერულთა მათ აღბერილთა, ერთისა მიზეზისაგან შექმნილთა ერთსა და მრავალთა, და მერმე შეორგულდებიან ცათა სიმრავლისათჳს, უკუეთუ კმა არს ძალი იგი დამბადებელი არსებად მოყვანებასა მათსა (ბას., ექუს., გ. ათ., 29, 33-38);

    2. ლოგიკ. – μονάς ἡ – ერთი სამ-სახედ გულისჴმა-იყოფების: ანუ ნათესავად... ანუ თუ სახედ... ანუ-თუ რიცხუსა შინა (დამასკ., დიალ., 23,9, ეფრ.) // ერთი ვიდრემე სამგუარად მოიღებვის: ანუ ნათესავისათჳს... ანუ სახისათჳს... ანუ რიცხჳსათჳს (დამასკ., დი-ალ., 23,9, არს.);μία – ბუნება არს ერთი და ზოგადი – კაცებაჲ, ხოლო გუამ არიან: პეტრე, პავლე, თომა და სხუანი ნეშტნი პირნი და ხატებანი (ანასტ. სინ., არს., II, 186-189);

    3. ურაოდენო, აღურიცხველი „ერთი“ – μονςάς ἡ῏ – სამნი ესე არიან, რომელთა არარავდენ სახელ-ედების აღურიცხუველობისათჳს: ერთი და წამი და აწი (დამასკ., დიალ., 36,17; ეფრ.);

    4. „რიცხვთაშორისი“, თვლადი ერთი – μονςάς ἡ – რიცხჳ ათისაჲ თანმდებარე არს ათთა ერთთაგან არა თანშერწყუმულთა, არამედ ურთიერთას განრჩეულთაგან (ამონ., ტარიჭ.,48,8);εἷς – რამეთუ სადაცა იყოს ერთი, მუნ ვერღარა იყოს მეორეცა (დამასკ., გარდ., 42, ეფრ.)

    5. დოგმატ. – სამება არს ბუნებისაებრ უკუე წესისა შემოკრებაჲ ერთთაჲ, ხოლო საღმრთოჲსა არსებისაებრ ზესთა რიცხჳსა მყოფობაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 123-124);

  2. Gk. τὸ ἕν
    ნეოპლატ.
    1. თჳთერთი, ზესთერთი, მარტივად ერთი, აბსოლუტური ერთი

    ყოველთა მოგონებათაგან მოუგონებელ არს ზეშთაგონებისა იგი ერთი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); ერთისა მის უმეტესად უცნაურისა, არსებათა უზეშთაესისა თჳთსახიერებისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); ერთობასაცა შინა ყოველივე რიცხჳ ერთსახეობით წინაჲთვე მყოფ არს და აქუს ყოველივე რიცხჳ ერთსა თავსა შორის თჳსსა მარტოებით და ყოველივე რიცხჳ შეერთებულ არს ერთსა შინა, ხოლო რაოდენ ერთობისაგან წინა-განვიდოდის, ესოდენ განირჩევის და განმრავლდების (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.6); ერთი არს ყოველთა მიზეზი და დასაბამი (ამონ., ტარიჭ., 67,18); ყოველი სიმრავლე ეზიარების რაჲთავე ერთსა (τοῦ ἑνός) (პრ., კავშ., პეტრ., 13,7) ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არა-ერთი... არ ვითარ მარტივად ერთი, არამედ ვითარ ერთ არს მზიარებელი ერთისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 2; 4.3); ყოველი სიმრავლე მეორე და შემდგომი არს ერთისა (τοῦ ἑνός) (პრ., კავშ., პეტრ., 5; 6,4-5); მაცხოვნებელი და მპყრობელი არსებასა თითოეულისასა არს ერთი, რამეთუ ერთისა მიერ (τῷ ἑνί) ცხოვნდების ყოველი... (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13.15-16); რაჲთავე სახითა დასცილდეს რაჲვე კეთილობასა, და ერთისა ზიარებასაცა დასცილდეს, და იქმნეს რაჲ უნაწილო ერთისაგან, მიდმოგანწვალებითა აღივსოს და ამითვე სახითა კეთილობისგანცა მოაკლდეს. არს ვიდრემე კეთილობაჲ ერთობა და ერთობაჲ კეთილობა და კეთილობაჲ – ერთ, და ერთი – პირველი კეთილობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13.25-30); უმწუერვალეს ვიდრემე არს ნამდჳლმყოფი და უერთებრივეს გონებისა და ცხოვლობისა, და ამისთჳსცა ყოველთა უნანარეს, და არა-რაჲ არს სხუაჲ უპირველეს მისსა, თჳნიერ ერთისა (პრ., კავშ., პეტრ., 139; 85.1-5; D.§138); ვერ უძლებს ყოველი ერთბამად მყოფობაჲ ღმრთეებრ რიცხუთაჲ შედარებად ერთისა, რამეთუ ესევითარი ხუდა მას უზესთაობაჲ სიმრავლისა მიმართ განღმრთობილთაჲსა (პრ., კავშ., პეტრ., 134; 82.15-17; D.§133); არცა გონებაჲ და ერთი ერთ და იგივე არს (პრ., კავშ., პეტრ., 165; 99.3-5);

    ერთ-ი (თჳთსრული) – თჳთსრული ერთი – αὐτοτελὴς ἑνάς – და ესრეთ, არცა ყოველი შეერთებაჲ [არს] ღმერთ, არამედ თჳთსრული ოდენ ერთი მხოლოდ (პრ., კავშ., პეტრ., 64; 42.31-32);
    ერთ-ი (პირველი) – პირველი ერთი – τὸ ἑν τὸ πρῶτον – შემდგომად ერთისა პირველისა – ერთნი, და შემდგომად გონებისა პირველისა – გონებანი, და შემდგომად სულისა პირველისა – სულნი, და შემდგომად ყოველთა ბუნებისა – სიმრავლე ბუნებათაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 21; 19.23-6);
    ერთ-ი (ღმრთებრივი) – ὁ θεῖος ἑνάς – ღვთაებრივი ერთები (ჰენადები), მყოფთა წარმოობის მიზეზები, ერთობის, ერთიანობის პრინციპები, ზესთერთისაგან მყოფთა წარმოობის შუალედური რგოლები, „ღმერთები“ – არცა ყოველი გონებაჲ ეხების ღმერთსა, არამედ უმწუერვალესი და უერთებრივესი გონებათაჲ რამეთუ ესე უთჳსეს ღმრთებრივთა ერთთადმი (პრ., კავშ., პეტრ., 111; 68.32-33–69.1);
    ერთ-ი (ღმრთებრივი // ღმრთებრი) – θεία ἑνάς – ყოველი ღმრთებრივი ერთი ერთისა ვინაჲსა მიერ მყოფთაჲსა იზიარების უსაშუვლოდ და ყოველი განღმრთობილი ერთისა მიმართ ღმრთებრისა აღიცისკრებს (პრ., კავშ., პეტრ., 136, 83,9-11; D.§135);
    ერთ-ი (ღმრთეებრი) – ღმრთეებრი ერთი – θεός ἑνάς – ღვთაებრივი ერთი, ჰენადა, ერთმყოფელი, ერთობის პრინციპი – ყოველი უკუე ღმრთეებრი ერთი არს კეთილმოქმედი, ანუ კეთილობაჲ ერთმყოფელი და ესევითარი აქუს აობაჲ თითოეულსა განღმრთობილთასა (პრ., კავშ., პეტრ., 134, 81.3-5; D. §133);;

    2. ერთ-ი – τὸ ἕν (εἵς, μίἀ)
    ნეოპლატ.
    თვლადი რიცხვი, მიმართებითი, ზესთერთთან, აბსოლუტურ ერთთან ზიარებით ქმნილი ერთი –
    თითოეული საქმეთაგანნი ერთცა არს და მრავალ (ამონ., ტარიჭ., 44,23); ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არაერთი (პრ., კავშ., პეტრ., 2; 4.3); მზიარებელი ერთისაჲ ერთ იყოს და არაერთი, ხოლო თჳთერთი არა არს ერთ და არაერთ (პრ., კავშ., პეტრ., 4; 5,16-17); ყოველი ქმნილი ერთი ზიარებითა ერთისაჲთა იქმნების ერთ: ვითარ დაუდგნა ზიარებასა ერთისასა, არს ერთი (პრ., კავშ., პეტრ., 3; 5.3-4); თუ ერთიცა ეზიარების სიმრავლესა, მყოფობით იყოს უკუე წარმოდგომილ, ვითარ ერთი (პრ., კავშ., პეტრ., 5; 6.26-27); ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არაერთი... არ ვითარ მარტივად ერთი, არამედ ვითარ ერთ არს მზიარებელი ერთისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 2; 4.3);
    ერთ-ი (ვნებული) – τὸ ὡς πεπονθός ἕν – დაღათუ იყოს ორთავე ამათი ერთი, ვითარ თჳთერთებრივი, ხოლო სხუაჲ – ვითარ ვნებული ერთი და შეერთებული ზიარებითა მისითა (პრ., კავშ., პეტრ., 136; 83.25-27; D.§135);
    ერთ-ი (ნაწილებითი) – μερικῆς ἑνάδος – ცალკეული ჰენადა – ყოველი ნაწილებითი გონებაჲ ეზიარების ზესთ გონებითსა და პირველსა მხოლოსა ყოვლოობითისა მიერ გონებისა და თანდაწესებულისა თჳსისა ნაწილებითისა ერთისა (პრ., კავშ., პეტრ., 109; 67.20-21);
    ერთ-ი (ქმნილი) – ქმნილი ერთი – τὸ γινόμενον ἕν – ყოველი ქმნილი ერთი ზიარებითა ერთისაჲთა იქმნების ერთ: ვითარ დაუდგნა ზიარებასა ერთისასა, არს ერთი (პრ., კავშ., პეტრ., 3; 5.3-4)

    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9