ერთი ათ კატეგორიათაგანი: როგორობა (რაგვარობა) თვისობრიობა, თვისება
- ესე იწოდებიან შესმენად და კატიღორიად... ამათ ათთა შესმენათა, ნათესავოანთა ნათესავთაგანი ერთი, ვიდრემე, არსებაჲ არს, ხოლო ცხრანი შემთხუევითნი: ... რაოდენობაჲ, ვითარებაჲ... (დამასკ., დიალ., 22,13, არს. // შდრ. რომელობაჲ ეფრ.); ...ვითარი უსაყოველთაოესი არს ვითარებისაჲ, რამეთუ ვითარი დაჰნიშნავს ვითარებასა და მქონებელსა მისსა... რამეთუ ვითარნი უკუე არიან მქონებელნი მჴურვალებისანი, ხოლო ვითარებაჲ თჳთ იგი ქონებული სიმჴურვალე. ითქუმის ვიდრემე მრავალგზის თჳთ იგი ვითარებაჲცა ვითარად (დამასკ., დიალ., 38,2, არს.) მყოფი არს არსებაჲცა და ვითარებაჲ და რაოდენობაჲ (ამონ., ტარიჭ., 64,25); – ποιότης ἡ – ვითარებაჲ არს, რომლითა-იგი ვიეთნიმე ვითარად იწოდებიან. და კუალად, ვითარებაჲ არს, რომლითა-იგი ზიარებისა მისისა მქონებელნი სახელ-ნართაულად იწოდებიან (დამასკ., დიალ., 38,1, არს.); ესენი ითქუმიან არსებითად და ბუნებითად განყოფილებად და ვითარებად (დამასკ., დიალ., 33,2 არს. // შდრ. რომელობაჲ, ეფრ.); თეთრად ვიტყჳთ სითეთრისადა შეყოფილსა სხეულსა, ხოლო სითეთრედ თჳთ მას ვითარებასა (ამონ., ტარიჭ., 100,10); ვითარებისათა ოთხთა გუართა მომცემს ჩუენ არისტოტელი: პირველად ექსსა და დიათესსა... მესამედ – ვნებულებითსა ძალსა და ვნებასა (ამონ., ტარიჭ., 169,18); – ἴδιος – თევზთაცა შორის მრავალი განყოფაჲ არს თესლ-თესლად განყოფილი და სახელითაცა, და საზრდელითაცა, და ხატითაცა, და სიდიდითა და ვითარებითა ჴორცთა მათთაჲთა და განშორებითა მრავლითა განყოფილებითა ერთმანერთისაგან (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 98, 1-5); – πηλικότης ἡ – განუწვალებელისა სიჴშოსა შინა იხილვებოდა ყოველი და არცა ფერი აქუნდა და არცა სახე და არცა ვითარებაჲ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III, 11);
ვითარება-ჲ (ზედმოგებული) – შეძენილი ვითარება – ἡ ἐπικτήτη ποιοτής – ესრეთ უკუე შეხუდომითი ვითარებაჲ არათუ იყოს ზედმოგებული, ანუ ყოვლისავე და სრულისა სახისაჲ არს ანუ არა ყოვლისაჲ (დამასკ., დიალ., 38,12 არს.)
Synonym: რომელობაჲ
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.