ვა ვე ვი ვნ ვრ
ვიე ვით ვინ ვის

ვითარ-ნებებაჲ

Gk. πῶς θέλειν
 
ვითარ-ნებებაჲ, რომელ არს ქუედმდებარე ნებებისაჲ, – ნებებულად და ნებად ჯერჩინებითად [ითქუმის] (დამასკ., გარდ., 181, არს.); ითქუმის მარტივი უკუე ნებაჲ ნებებად... ხოლო ვითარ-ნებებაჲ, რომელ არს ქუედმდებარე ნებებისაჲ, – ნებებულად და ნებად ჯერჩინებითად (დამასკ., გარდ., 181, არს.); ნებებაჲ უკუე ბუნებითი არს, ხოლო რაჲსა- და ვითარ-ნებებაჲ – გუამოვნებისაჲ და განყოფილი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135r); საჴმარ არს ცნობად, ვითარმედ არა ერთ არს ნებებაჲ და ვითარ-ნებებაჲ, რამეთუ ნებებაჲ ბუნებისაჲ არს, ვითარ-იგი ხედვაჲ, რამეთუ ყოველთა კაცთა შორის არს, ხოლო ვითარ-ნებებაჲ – არა ბუნებისა, არამედ ჩუენისა სათნო-ჩენისაჲ არს (დამასკ., გარდ., 180, არს.); არა იგივე არს ნებება და ვითარ-ნებება, ვითარ-იგი არცა ხედვა და ვითარ-ხედვა, რამეთუ ნებება უკუე, ვითარ-იგი ხედვაჲცა, ბუნებისა არს და ყოველთა თანმებუნებეთა და თანმონათესვეთა შორის არს, ხოლო ვითარ-ნებებაჲ, ვითარ-იგი ვითარ-ხედვაჲცა გუარი არს ნებისა და ხედვისა ჴმარებისაჲ, მხოლოსა მჴმარებელსა შორის მყოფი და სხუათაგან განმაკიდეებელი მისი (მქს., პიროს., გელ., 20,13); ვითარ-ნებებაჲ არს კეთილად ნებებაჲ და სჯულისაებრ ღმრთისა თჳსისა მეუღლისასა შეყოფაჲ ანუ ჭეშმარიტად და წინააღმდგომად სჯულისა ღმრთისა უცხოჲსა საწოლისა შეგინება (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133v); რომელსა უკუე ნებასა იტყჳთ, მნებებელობითსა ძალსა და მარტივად ნებასა და ბუნებითსა სანებელსა ანუ გუარსა ნებისა ჴმარებისასა, ესე იგი არს, ვითარ-ნებებასა და გამორჩევისაებრ თჳსისა და გემოჲსა ნებებულისა მის, არამედ უკუეთუ მნებებელობითსა ძალსა და მარტივსა ნებასა გუამოვნებითად იტყჳთ, არაჭეშმარიტსა სწამებთ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9