მიმართების კატეგორია, ერთი ათ კატეგორიათაგანი
- ამათ უკუე ათთა შესმენათა და ნათესავოანთა ნათესავთაგანი ერთი იგი პირველი არსება არს, ხოლო ცხრანი – შემთხუევითნი, ესე იგი არიან: ...მეოთხედ – ვისსამიმართობაჲ (დამასკ., დიალ., 22,13; ეფრ.); მონებისა და მეუფებისა სახელნი არა ბუნებისა საცნაურება არიან, ვითარ-იგი მამობისა და ძეობისაჲ, არამედ ვისსამიმართობასა გამოაჩინებენ (დამასკ., გარდ., 212, ეფრ.); ჯერ-არს უწყებად, ვითარმედ არისტოტელე დიდსა და მცირესა, მრავალსა და არამრავალსა, უდიდესსა და უუმცირესსა, ფრიადსა, მრჩობლსა და კერძოსა – ყოველსავე ამას ვისსამიმართობასა შინა შეამწყუდევს (დამასკ., დიალ., 36,20, ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.