ვა ვე ვი ვნ ვრ
ვნე

ვნება

Gk. πάσχω
ფიზიკური ან სულიერი ზემოქმედება, განცდა, ზიანი
 
რამეთუ მზა ვარ და კუალადცა კაცთა ცხორებისათჳს ვნებად (παθεῖν) (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.6); სხეული, ვითარცა სხეული, მოქმედებად ვერ უძლებს, მხოლოდ განჭრად ოდენ და ვნებად (πάσχειν) წინამდებარე (პრ., კავშ., პეტრ., 80; 51.30-31); [ქმნილი ერთი] ეზიარების ერთსა ერთ-ქმნითა და ივნებს ერთ-ქმნასა (პრ., კავშ., პეტრ., 3; 5.7-8); ივნო (πέπονθε) ერთ-ქმნაჲ ერთისა მიმართ ზიარებითა (პრ., კავშ., პეტრ., 2; 4.5); თუ ერთ და იგივე იყოჲ და იყოსი, არა-ვინაჲ ევნოს მას წარვლასა შორის ჟამისასა (პრ., კავშ., პეტრ., 50; 34.18-19); [გონებასა], რომელი აქუს თჳს შორის, უწყის, და რომელი ივნო, არა-თუ არა აქუს თჳს შორის, ვინაჲცა და ივნო (პრ., კავშ., პეტრ., 167; 100.17-18); რამეთუ უმოქმედეს არს ზესთაობითი მიზეზი, რამეთუ პირველად მეზიარესა შორის იმოქმედებს, რამეთუ ზიარებული პირველ უძლიერესისგან ივნებს (პრ., კავშ., პეტრ., 70; 46.2-4); რომელ უქცეველად და შეურევნელად მეზიარა ჩუენ და არარაჲ ევნო ზეშთა სავსისა მის და გამოუთქუმელისა დაცარიელებისაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.10); რამეთუ ყოველთა ღმრთისაგანთა და შემდგომთა ღმრთისათა ევნების ძრვაჲ, ვითარცა არამყოფთა თჳთძრვად და თჳთძალად (მქს., პიროს., გელ., 49,21)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9