ვა ვე ვი ვნ ვრ
ვნე

ვნება-ჲ

  1. Gk. πάθος τό
    I. ერთ-ერთი ათ (შემთხვევითთა) კატეგორიათაგან: განცდა; სულიერი განცდა
     
    ზოგადი ვნებაჲ ესრეთ განისაზღვრების: ვნებაჲ არს აღძრვაჲ სხჳსაჲ სხჳსა მიერ (დამასკ., გარდ., 126.5, ეფრ. // არს.); ჯერ-არს ცნობად, ვითარმედ ქმნითი და შემთხუევითი ანუ ვნებითი – ესე იგი არიან ძალი მოქმედებისა და ვნებისაჲ (დამასკ., დიალ., 39,1, ეფრ.; შდრ. არს. – არაა); აწ უკუე მოქმედება არს ბუნებითი აღძრვაჲ, ხოლო ვნებაჲ გარეშე არს ბუნებისაჲ (დამასკ., გარდ., 126, ეფრ.) // სხჳთა სახითა ვნებად იწოდების მოქმედებაჲცა, რამეთუ მოქმედებაჲ უკუე არს ბუნებისაებრი მოძრავობაჲ, ხოლო ვნებაჲ – გარეშე ბუნებისაჲ (დამასკ., გარდ., 126, არს.); თჳთ ქმნაჲ და ვნებაჲ არსება არიან (დამასკ., დიალ., 39,1 ეფრ.); არს უკუე ვნებაჲ ნათესავოანი და ზოგადი ცხოველთაჲ (დამასკ., გარდ., 125, ეფრ.); სხჳსაგან სხუად მიიქმნა მიდრეკაჲ, რომელსა ვიტყოდით ვნებად, და სხჳთაცა სახითა მოქმედებაჲ ვნებად იწოდების, ოდეს იყოს გარეშე ბუნებისა, რამეთუ მოქმედებაჲ უკუჱ არს ბუნებით მიდრეკა, არამედ ვნებაჲ – გარეშე ბუნებისა (ნემეს., პეტრ., 16; 97.58); რაჲ უკუე, არ სახელ-სდვესა მამათა ვნებად კაცობრივსა მოძრავობასა? (მქს., პიროს., გელ., 49,7); არა მოსასპობელად კაცობრივისა მოქმედებისად ვიტყჳთ ერთსა მოქმედებასა, არამედ ვინაჲთგან განწინაუკმოებული საღმრთოჲსა მოქმედებისაჲ ვნებად ითქუმის, ამისთჳს (მქს., პიროს., გელ., 48, 32); ვნებანი სულისანი ხუთ არიან, რამეთუ შესწორებულად ხუთთა საცნობელთა, ხუთ არიან ვნებანიცა: გულისწყრომაჲ, გულისთქუმაჲ, ურვაჲ, შიში და მწუხარებაჲ (დამასკ., დიალ., 54,11, ეფრ.; შდრ. არს. – არაა); ვნებანი სულისანი ხუთ არიან... გულისწყრომაჲ, გულისთქუმაჲ, ურვაჲ, შიში და მწუხარებაჲ (დამასკ., დიალ., 54,11, ეფრ.); ვნებაჲ სეხნეობითად ითქუმის...: რამეთუ ითქუმიან ვნებად სხეულებითნი, ვითარ-რაჲ სენნი და მჯდომი, და კუალად ითქუმის ვნებად სულიერებრივად, რომლისათჳსცა-და აწ არს სიტყუაჲ, ვითარ გულისთქუმაჲ, გულისწყრომაჲ და კულად სხუაჲცა ვნებაჲ, საზიაროდ და ტომობით ცხოელისა ვნებაჲ, რომელსა შეუდგს მწუხარებაჲ, გინათუ გემოჲ. შეუდგს ვნებასა მწუხარებაჲ და არა-თუ თჳთ იგი ვნებაჲ არს წუხილ, რამეთუ, თუმცა თჳთ იგი იყო, ყოველი, რომელი ივნებდა, ილმობდამცა, ხოლო აწ არაგრძნულნი ივნებენ, არამედ არ ლმობენცა: არა ვიდრემე ვნებაჲ არს ლმობა, არამედ ვნებისა გრძნობაჲ (ნემეს., პეტრ., 16; 96.9-19); სულიერებრივთა ვნებათა ესე საზღვარ, რამეთუ: ვნებაჲ არს მიდრეკაჲ მნებებელთა ძალთაჲ გრძნობადი ოცნებასა ზედა კეთილისა, გინათუ ბოროტისა; და კუალად სხუაჲცა: ვნებაჲ არს მიდრეკაჲ უტყჳ სულისაჲ ჰაზრითა კეთილისა, გინათუ ბოროტისაჲთა (ნემეს., პეტრ., 16; 96.21-24); ოცნებასა იტყოდეს ვნებად სულისად თჳთ თჳს შორის მჩუჱნებელად (ნემეს., პეტრ., 72, 10-11); არიან უკუე რომელობისა სახენი ოთხ: წესი და გუარი; ძალი და უძლურებაჲ; და ამათ შეუთქს ვნებაჲ და ვნებული რომელობაჲ, სახე და ხატი (დამასკ., დიალ., ეფრ., 38,4); რომელთა გულისთქუმაჲ ნაყროვნებისა ვნებასა წარმოაჩენდა (თტე., რიცხ. 18, გელ., A 1108, 53r); ფრიად უპირატეს სადმე თჳთ სულსა შინა კაცისასა ფრიად რაჲმე განყოფილ არიან სიბოროტენი სათნოებათაგან და სიტყჳერებისა მიმართ წინა-განწყობაჲ აქუს ვნებათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); ხოლო სულისა იგი სამკჳდრებელი... ბილწთა ვნებათაგან და ხრწნილების მოქმედთა შეგინებათაგან განათავისუფლა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11); და არღარა მოვკუდეთ ხრწნილების მოქმედთა ვნებათა მიერ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.12); უსხეულონიცა ვნებათა იზიარებენ, იქმნეს რაჲ სხეულთა შორის, რამეთუ თანგანიწვალებიან სხეულთა, და მიიღებენ განჭრადისა და განწვალებადისა მათისა ბუნებისგან განუჭრელნი და განუნაწილებელნი არსებითა თჳსითა (პრ., კავშ., პეტრ., 80; 52.5-8);πάσχειν τό – არიან ცხრანი შემთხუევითნი, რომელ არიან ესენი: არსებაჲ, რაოდენობაჲ... ვნებაჲ (დამასკ., დიალ., არს. შდრ. შემთხუევაჲ ეფრ. 22,13); არიან უკუე რომელობისა სახენი ოთხ: ... ამათ შეუთქს ვნებაჲ და ვნებული რომელობაჲ (ეფრ.) // შდრ.: არიან უკუე სახენი ვითარებისანი ოთხნი: ... შეხუდომაჲ და შეხუდომითი ვითარებაჲ (არს.) (დამასკ., დიალ., 38,4); აღიყვანნეს ესენი ვნებისა ქუეშე, რომელ არს შეცვალებაჲ სხჳსამიერი (ამონ., ტარიჭ., 19,35); ვითარებისათა ოთხთა გუართა მომცემს ჩუენ არისტოტელი: პირველად ექსსა და დიათესსა... მესამედ ვნებულებითსა ძალსა და ვნებასა (ამონ., ტარიჭ., 169,18);πάθημα τό – და ვითარცა დამწყილი რაჲმე ცხოველი, შეაუღლა გულისსიტყუასა სიჭაბუკე და ყოვლითა ბუნებითა ვნებათა ზედა აღდგომასა ზეშთა ექმნა (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 341r);
  2. Gk. πάσχειν τό
    II. ქრიტეს ვნებანი
     
    ნუ უარჰყოფს ჩუენთა ჴორცთა ქონებასა საუფლოჲსა მის კაცისასა, რომლითა ვნებათა თავსმდებელად ვიცანთ (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 219r); ყოველნივე ბუნებითნი და უცოდველნი ვნებანი კაცებისანი თავს-ისხნა (მიქ., მრწ. 9, ეფთ., Jer. 151, 85r); ხოლო წინა-დასახავს საცხორებელსა ვნებასა, რომელმან აღიხუნა ცოდვანი ყოვლისა სოფლისანი (თტე., რიცხ. 35, გელ., A 1108, 66v); ვინაჲთგან უარისყოფაჲ ჭეშმარიტთა ჴორცთაჲ უარისყოფაჲ არს ვნებისა ჴორცთაჲსაჲ (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 219r);πάθημα τό – ჭეშმარიტებითი არს-ქმნაჲ არსებათა უზეშთაესისა სიტყჳსაჲ და ქმნაჲ და ვნებაჲ ყოველსავე, რაოდენი-რაჲ არს კაცობრივისა მის ღმერთ-მოქმედებისა მისისა უმეტესთა და უზეშთაესთა საქმეთაგანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.6); ფრიად უფროჲსად უვნებელი ღმრთეებაჲ სიტყჳსაჲ, გუამოვნებით შეერთებული ჴორცთაჲ, უვნებელად დადგრომილ იქმნა ვნებასა შინა ჴორცთასა (დამასკ., გარდ., 219, არს.); ხოლო თჳთ მისსა მიმართცა უღმრთო ქმნილთა მათ ჟამსა ვნებისასა მიტევებასა უთხოვდა მამისაგან (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.4); βλάβη ἡ – აგრძნობდენ უკუჱ საცთურისაგან შემთხუჱულსა ვნებასა (თტე., მსაჯ. 7, გელ., A 1108, 176v); მისცა ღმერთმან მხოლოდშობილი ძე თჳსი ... ჩუენთჳს ... ვნებათა უგიობელთა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v-135r);
  3. Gk. τὸ ὑλικὸν πάθος
    III. ვნებაჲ (ნივთიერი)
     
    არცა უწესოება აქუს და შფოთი ნივთიერთა ვნებათაგანითა შფოთებითა (არეოპ., საიდ., ეფრ., 4)
    Synonym: შეხუდომა-ჲ, ვნებულებაჲ
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9