ზოგადის, ცნების დაყოფა სახეებად და ქვესახეებად
- განიწვალების კაცი წულად და ქალად, აჰა, განწვალებაჲ; და კუალად, განიწვალების კაცი სულად და ჴორცად, აჰა, ზედაგანწვალებაჲ (დამასკ., დიალ., 14,3, არს.); ხოლო ზედაგანწვალებაჲ არს, რაჟამს მოქმედმან განწვალებასა საქმისასა კუალად სხუაჲ განწვალებაჲ ვყო მისვე საქმისაჲ (დამასკ., დიალ., 14,3, არს.); რაჲ არს სრულებითი განწვალებაჲ და რაჲ ზედგანწვალებაჲ და რაჲ ქუეგანწვალებაჲ ზედგანწვალებაჲ [არს] მეორისაებრ ჴელ-ყოფისა განკუეთაჲ (ამონ., ტარიჭ., 11,1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.