ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
არ( არ- არა არე არვ არი არს

არს-ი

Gk. τό ὄν
ის, რაც არის, არსებული, მყოფი, არსი
 
ეგრეთვე ბუნებაჲ არსთაჲ ბრძანებითა ერთითა აღიძრნეს არსებად (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 124,17); მყის თანამორბედ ექმნა ძლიერებაჲ იგი არსთა არსებისა დაბადებასა... და თუ ვითარ დაიბადნეს არსნი, წინაჲსწარ განიზრახა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II,1); არსობაჲ ზოგადი სახელი არს ყოველთა არსთაჲ (დამასკ., დიალ., 1,1, ეფრ.); ყოველნივე არსთაგანნი ანუ აგებულნი არიან, ანუ აუგებელნი (დამასკ., გარდ., 37, ეფრ.); [ზეშთაგონებისა იგი ერთი] არარაჲთ არს არსთაგანი (არეოპ., საღმრ. ეფრ., 1.1); თჳნიერ საღმრთოჲსასა რაოდენსა სახესა ცხორებისასა ყოფად იტყჳს არსთა შორის? (მქს., პიროს., გელ., 24,38) // გარეშე საღმრთოჲსა მის, რავდენნი სახენი არიან ცხოველობისანი დაბადებულთა შორის? (მქს., პიროს., ეფთ., 8,9); უკუეთუ ყოველნი არსნი (τά ὄντα) სახიერებისაგან არიან და თჳთ სახიერებაჲ მიერ კერძო არს ყოველთა არსთა, არს უკუე სახიერებასა შინა არაარსიცა (τό μή ὄν) იგი არსი, ხოლო ბოროტი არცა არს არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); მიზეზი ყოველთა არსებისაჲ, ხოლო თჳთ უზეშთაესი არსთაჲ, ვითარცა მიერ კერძოჲ ყოვლისა არსებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); ხოლო არა ყოველნი ერთ-სახედ მიიღებენ მისვე და ერთისა არსისაგან, არამედ ვითარცა თითოეულსა საღმრთოჲ სასწორი განუყოფს ღირსებისაებრსა წილთ-ხუდომასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); ღმრთისა-მიერსა არსთა დაბადებითსა ყოფასა და შემკობილებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.4); გარნა არავე ყოვლად უზიარებელ არს სახიერებაჲ მისი არცა ერთისა ვისთჳს არსთაგანისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.2); რომელმან-იგი თავსა შორის თჳსსა მდგომი ზეშთაარსებისა დაამყარა შარავანდედი თითოეულსა არსთაგანსა შემსგავსებულითა მისითა ბრწყინვალებითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.2); ყოველნივე არსნი უპყრიან, რაჲთა განუხრწნელად სცვიდენ თჳსთა ბუნებათა საკუთრებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4) ; უკუეთუ ყოველნი ცნობანი არსთანი არიან და არსთავე ზედა დასრულებისა მქონებელ არიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); და ესრეთ უგალობენ მას უსაკუთრესად ყოველთავე არსთა ზეშთა აღყვანებითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); ზეშთაბუნებისად მისსა მიმართმან ნეტარებით შეერთებამან, ვითარმედ ყოველთავე არსთა მიზეზ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); არსნი ყოველნი, რაოდენნი არიან, კეთილ არიან და კეთილისაგან არიან, ხოლო რაოდენ დააკლდებიან კეთილისაგან მით კერძოჲთა, არცა კეთილ და არცა არს არიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20);
ჭეშმარიტი არს-ი - τό ὄντως ὄν - ჭეშმარიტთა მათ არსთა და უკუდავთა მოსაგებელთა და საუკუნოდ საწადელთა უუკუანაჲსკნელესისა მის (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.7);
ნამდჳლვე არს-ი - τό ὄντως ὄν - უგალობდეთ სახიერებასა, ვითარცა ნამდჳლვე არსსა და ყოველთა არსთა არს-მყოფელსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.4); - οὐσια ἡ - შემთხუევითნიცა ითქუმიან ყოფად არსთა შორის (ამონ., ტარიჭ., 112, 25); - τό οὖσα - განსრულდეს ყოველნი ხილულნი და წარვიდა თითოვეული არსთაგანი თჳსა ადგილად (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 143, 24-25); და რაჟამს ჯერ იყო სოფლისაცა ამის დაბადებაჲ, განაგო არსთათჳს პირველად ამისთჳს, რაჲთა იყოს სამოძღურებელ და სასწავლელ კაცობრივთა სულთა (ბას., ექუს., გ. ათ., 6, 20-22); - τό ἒστιν - არის – შესმენილი [არს], რომლისა შორის „არს“-ი ანუ ძალითა, ანუ მოქმედებითა შეუღვლილ არს (ამონ., ტარიჭ., 25, 7); - და „იყო“-ჲ (τό ἦν) და „არს“-ი (τό έστί) და „იყოს“-ი (τό ἒσται) და „იქმნა“-ჲ და „იქმნების“-ი და „იქმნეს“-ი მისთჳს [პირველითგნ მყოფისთჳს] საკუთრებით იგალობებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); - τό εἶναι - შობაჲ არს არა-არსისაგან არსად გამოსლვაჲ (დამასკ., დიალ., 48,5, ეფრ.); ხოლო მეცნიერებაჲ არს ხედვაჲ ბუნებისა არსთაჲსა... (ეკლსტ., გელ., A 61, 42. I); ძემან დავითისმან პირველად განაყვნა არსნი სახილველად (ეკლსტ., გელ., A 61, 2. I); არავის ძალ-უც ცვალებაჲ არსთა სახელებისაჲ (ეკლსტ., გელ., A 61, 179. II);
მარადის არსი – ἀεί ὤν – რამეთუ მამაჲ არს თჳთგუამოვანი, მარადის არსი და დადგრომილი უკუნისამდე მამობასა შინა (მიქ., მრწ., ეფთ., 2, Jer. 151, 82r); მამაჲ - თჳთგუამოვანი მამაჲ, მარადის არსი და გებადი მამობასა შინა (თტე., მრწ., თეოფ., 2, Jer. 23, 339v); - γινομένων - სიტყუაჲ საღმრთოჲ არს ბუნებაჲ არსთაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 107,19-20); τό στοιχεῖον - სამყაროს პირველსაფუძველი, ელემენტი, სტიქიონი – ესე ქცეულებაჲ და ცვალებაჲ დაუცადებელად იხილვების არსთა შორის (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., IV,17)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9