- განღმრთობადთა და სახიერ ყოფადთა ყოვლისავე დასაბამისა ზეშთადასაბამი (არეოპ., ეპ., ეფრ., 2) ; ყოვლისავე არსებისა ზეშთადასაბამისა დასაბამი და მიზეზი და ყოველთავე ზეშთაარსებისა უთჳსოჲთა შეცვითა მპყრობელი და გარე-შემცველი (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.4); ვითარმედ ზეშთადასაბამისაჲსა მის დასაბამისა მიმართ თჳთცა ყოვლითურთ მიიქცევიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.1); მღდელთ-მთავრობით აღიყვანებიან ყოვლისავე კეთილად შემკობილებისა ზეშთადასაბამისაჲსა დასაბამისა და დასასრულისა მიმართ (არეოპ., ზეც., ეფრ., 10.1); თჳთ მათსაცა უზეშთაეს გამოუთქუმელობისა აღმატებულსა ზეშთადასაბამისა მწუერვალობასა შორის უზენაესთა მათ ძალთასა ზეშთადამყარებულსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); და იგი არს ყოველთა დასაბამ და დასასრულ ზეშთადასაბამისა და ზეშთადასასრულისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); არამედ თჳთყოფად და თჳთცხორებად და თჳთღმრთეებად ვიტყჳთ ჩუენ, პირველითგანობით უკუე და ღმრთეებით და მიზეზობით ერთსა ოდენ ზეშთადასაბამისასა და ზეშთაარსებისასა დასაბამსა და მიზეზსა ყოველთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.6)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.