ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
არ( არ- არა არე არვ არი არს

არსება-ჲ

Gk. οὐσία ἡ
არისტოტელი არსებასა სამად იტყჳს: 1. პირველად იტყჳს ნივთსა წინამდებარესა, რომელი თჳთ თავით თჳსით არა არს, ხოლო აქუს ძალი შექმნისა მიმართ; 2. და კუალად, მეორედ - გუარსა, რომლითა გუაროან იქმნების ნივთი; 3. მესამედ – ორთაგან: ნივთისა და გუარისა ქმნილსა, რომელ არს სულიერი (ნემეს., პეტრ., II; 36.14-18);
I. არსებობა – ἡ οὐσία – არცა სულიერებითად, არცა ბუნებითობითად, არამედ არსებად (εἰς οὐσίαν) მომყვანებელ არს ღმერთი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.9); ვინაჲცა ამისითა სიმდიდრითა ჭეშმარიტად არსებად მოვიდა (εἰς οὐσίαν ἐλθών) (არეოპ., ეპ., ეფრ., 4); ყოველი მიდრეკაჲ რაჲსაგანვე არს ძალისა, ვინაჲ ანუ სადაჲთ [არს] ძალი ესე და ვიეთ შორის არსება [მისი] იქმნების? (ნემეს., პეტრ., II; 25.21-23); τό εἶναι – [ყოველთა შემოქმედმან]... წამისყოფითა ნებისაჲთა არსებად მოიყვანა სიდიდე ესე ხილულთა ამათ (ბას., ექუს., გ. ათ., 3, 25-26); კმა არს ძალი იგი დამბადებელი არსებად მოყვანებასა მათსა (ბას., ექუს., გ. ათ., 29, 33-38); მცენარენი იგი, რომელნი-იგი პირველ არა იყვნეს ქუეყანასა ზედა, მყისსა შინა არსებად მოვიდეს თჳთოეული თჳსებითა თჳსითა, განყოფილნი ურთიერთარს განთჳსებულითა და საჩინოჲთ განყოფითა (ბას., ექუს., გ. ათ., 56, 14-18); ერთბამად მიიღეს მაშინ არსებაჲ ყოველთავე დიდთა და მცირეთა (ბას., ექუს., გ. ათ., 81, 27-28); საქმე არღარა ქმნილ იყო, არამედ ძალსა ოდენ შინა აქუნდა არსებაჲ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III,11); ღმერთმან არსებაჲ არსთა მიანიჭა (აბ. თალ., გ. ათ., I, 95); ერთბამად მიიღეს მაშინ არსებაჲ ყოველთავე, დიდთა და მცირეთა (ბას., ექუს., გ. ათ., 81, 27-28); სარწმუნოებით გულისჴმა-ვჰყოფთ არაარსისაგან არსებად საღმრთოჲთა ძლიერებითა მოყვანებასა ყოველთასა (დამასკ., გარდ., 240, არს.); [ზეშთაგონებისა იგი ერთი არს] ... მიზეზი ყოველთა არსებისაჲ (τοῦ εἶναι πᾶσιν) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); თჳთ ესე არსებაჲ ჩუენი ღმრთისა მიერ არს (ნაზ., ჰომ., 19, VIII,ეფთ.) // ყოფაჲცა Ïჩუენი ღმრთისაგან არს (ნაზ., ჰომ., 19, VIII, ეფრ.); – ὑφίσταμαι (ὑποστήσας) – არსებად მოყვანა, რეალობად ქცევა, შექმნა – ექუს დღე არსებად მოიყვანნა ღმერთმან ნივთნი (ნაზ., ჰომ., 41, II, ეფთ.) // ექუსთა დღეთა შინა დაჰბადა ღმერთმან ნივთი (ნაზ., ჰომ., 41, II, ეფრ.);ἡ ὓπαρξις – არსებაჲ (οὐσία ἡ) არს ყოველი, რომელი თჳთგუამ იყოს და არა სხუასა შინა აქუნდეს ყოფაჲ, ესე-იგი-არს, არა იყოს სხუა, არცა სხუასა შინა აქუნდეს არსებაჲ (ὓπαρξις ἡ) (დამასკ., დიალ., 25,1, ეფრ.) // შდრ. არსებაჲ (οὐσία ἡ) არს ყოველი, რომელი თჳთ თავით თჳსით იყოს და არა სხჳსა შორის აქუნდეს ყოფაჲ (ὓπαρξις ἡ) (დამასკ., დიალ., 25,1, არს.); ერთი სული წმიდაჲ, რომელსა მამისაგან აქუს არსებაჲ და ძისა მიერ მოეცემის (ცხად არს, ვითარმედ კაცთა) (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); სარწმუნოებით გულისჴმა-ვჰყოფთ არაარსისაგან არსებად საღმრთოჲთა ძლიერებითა მოყვანებასა ყოველთასა (დამასკ., გარდ., 240, არს.);
II. 1. შინაგანი ბუნება, შინაგანი არსებითი რაობა, არსი, სუბსტანცია – οὐσία ἡ – არსებაჲ არს ყოველი, რომელი თჳთგუამ იყოს და არა სხუასა შინა აქუნდეს ყოფაჲ, ესე-იგი-არს, არა იყოს სხუა, არცა სხუასა შინა აქუნდეს (ὓπαρξις ἡ) (დამასკ., დიალ., 25,1, ეფრ.) // არსებაჲ არს ყოველი, რომელი თჳთ თავით თჳსით იყოს და არა სხჳსა შორის აქუნდეს ყოფაჲ, ესეიგი არს, არა სხჳსა შორის მყოფი, არცა სხუასა შინა მქონებელი ყოფისაჲ (ὓπαρξις ἡ) (დამასკ., დიალ., 25,1, არს.); არსებაჲ უკუე არს საქმე თავით თჳსით სრული და არარაჲსა მოქენე სხჳსა სრულ-მყოფელისაჲ, ესე-იგი არს, რაჲთა თავსა შორის თჳსსა სრულ არს იყოს და არა სხჳსა მიერ სრულ იქმნებოდის (დამასკ., დიალ., 1,1, ეფრ.) // არსებაჲ უკუე არს საქმე, თავით თჳსით მყოფი, არ მოქენე სხჳსაჲ შემტკიცებისა მიმართ, ესე-იგი არს, თავსა შორის თჳსსა მყოფი და არა სხჳსა შორის მქონებელი ყოფისაჲ (დამასკ., დიალ., 1,1, არს.); მყოფი განიკუეთების არსებისა მიმართ და შემთხუევითისა (დამასკ. დიალ., 1,1, არს.); და ესენი არიან, რომელნი უხილავისა მის სოფლისა არსებასა აღავსებენ (ბას., ექუს., გ. ათ., 6,14-15); ჩუენ ყოველთავე კაცთა არსებასა სულისაგან სიტყჳერისა და საცნაურისა და ნივთ ურთიერთას შემოკრებისა, რომელ არიან ჴორცნი, ყოვლადბრძნისა დამბადებელისა მიერ შემტკიცებაჲ ჰხუდომიეს (ანასტ. სინ., არს., I.168-170); [კეთილთ-მომცემელი დასაბამი] ყოველთა მიზეზ არს და დასაბამ და არსება და ცხორება... ცხოველთა ცხორება და არსთა (τῶν ὂντων) არსება (არეოპ., საღმრ., გელ., 1.3); ჩუენ შორისცა სიკუდილი არა არს არა-თუ არსებისა უგუამო-ქმნითა გონებისაებრ სხუათაჲსა, არამედ შეერთებულთა განყოფითა ჩუენდა უჩინოყოფად მოყვანებითა სულისაჲთა (οὐ τῆς οὐσίας) (არეოპ., საეკლ., 2.III.7); არამედ არსებაჲ კაცთაჲ უხრწნელ-ყო და უკუდავ, და თანა-აღადგინა (თტე., მრწ., თეოფ., 10, Jer. 23, 340v); მრწამს უკუჱ, ვითარმედ არა არს არსებაჲ რაჲმე ბოროტისაჲ, არცა მეუფებაჲ (თტე., მრწ., თეოფ., 6, Jer. 23, 340r)//( მიქაელ. მრწ. 6, ეფთ., Jer. 151, 83v); თჳთებად ითქუმის მყის-თანა თჳსი თჳსისა ბუნებისაჲ, შეურევნელად დადგრომილი სხუათა არსებათაგან, ანუთუ მყის თანახილულობისათჳს სახისა თანა, რამეთუ განუწვალებელ არიან ბუნებათა და გუამთაგან თჳთებანი მათნი (ანასტ. სინ., არს., II, 254-256); პლატონ ორობით იტყჳს ვინაჲვე სუესა: რომლისა-მე არსებითად (κατ οὐσίαν), ხოლო რომლისამე – მებრ მოქმედებითად (ნემეს., პეტრ., 147.15-16); არსება ვიდრემე არს და წინამდებარე შემთხუჱვადთათჳს (ნემეს., პეტრ., 32.14-15); ვინაჲთგან ყოველი არსებაჲ შემდგომთა პირველთაგან აქუს, და წარმომაყენებელობითიცა ძალი პირველთაგანვე ჰქონდის (პრ., კავშ., პეტრ., 56; 37,26-27); ყოველსა გონებასა საუკუნესა შორის აქუს არსებაჲ და ძალი და მოქმედებაჲ თჳსი (პრ., კავშ., პეტრ., 169; 101,13); ვითარ თჳს არს არსებისა მისისა [კაცისა] მოცინარობაჲ და, რამეთუ საკუთრებით კაცისა ოდენ არსებასა აქუს... სინანულისა მიერ განყრად მიზეზსა პირველთა ცთომათასა (ნემეს., პეტრ., 16,24-29); უწყებულ იყავნ, რამეთუ ამათგანნიცა რომელნიმე სულისა არსება-ყოფასა (οὐσίαν εἶναι) იტყჳან, ხოლო არისტოტელი და დინარხოს – უარსებო (ἀνούσιον) (ნემეს., პეტრ., II; 24,23-24); ნუუკუჱ და ვიყვნეთ საძიებელთა აღმოჩენასა არსებისაგან დამწყებელნი (ნემეს., პეტრ., 20,22-23); [სული]არსება ვიდრემე არს და წინამდებარე შემთხუჱვადთათჳს (ნემეს., პეტრ., II; 32, 14-15); დამბადებელობითსა უკუე აჩუენებდა ქრისტე მოქმედებასა არსებისა შორის და ვითარებისა და რაოდენობისა დამბადებელობითა (მქს., პიროს., გელ., 46,19) // დამბადებელობა თჳსი საქმით გამოაჩინა, რაჟამს-იგი არსება და ვითარობა და რაბამობა დაჰბადა (მქს., პიროს., ეფთ., 15,33); ვითარცა არსებით კაცი, იგიცა სადმე მნებებელ იყო (მქს., პიროს., გელ., 25,23);
არსება-ჲ ღმრთისა-ჲ – ἡ θεοῦ οὐσία – თუ რაჲ არს არსებაჲ ღმრთისაჲ, ანუ ვითარ არს ყოველთა შინა და, თუ ვითარ არს შობაჲ და გამოსლვაჲ ღმრთისაჲ ღმრთისაგან, ანუ-თუ ვითარ თავი თჳსი დააცარიელა მხოლოდშობილმან ძემან და ღმერთმან და კაც-იქმნა ქალწულებრივთა სისხლთაგან და ზეშთაბუნებითისა საზღვრისა დაებადა, ანუ-თუ ვითარ დაულტოლველითა ფერჴითა ვიდოდა წყალთა ზედა, – ამის ყოვლისა ცნობად და თქუმად უღონო ვართ (დამასკ., გარდ., 35, ეფრ.); არა თჳთ მას თავადსა არსებასა ღმრთისასა მეცნიერ ვიქმნებით, არამედ არსებითნი საქმენი მისნი გუეუწყებიან (დამასკ., გარდ., 61, ეფრ.);ὁμοούσιος – ერთარსება – ხოლო უკუეთუ დაკლებულ არს სული ქრისტესი სიტყჳერისა და მნებებელისა და განმზრახველობითისა ძალისაგან, უეჭუელად არცაღა ხატებაჲ აქუს ღმრთისაჲ, არცაღა არსებაჲ (ანასტ. სინ., არს., I.89-93);
არსება-ჲ ზეშთაარსებისა-ჲ - ἡ ὐπερουσίοις - გამოუთქუმელ არს ყოვლისა სიტყჳსაგან... ერთობაჲ ერთ-მყოფელი ყოვლისა ერთობისაჲ და არსებაჲ ზეშთაარსებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); ერთსა აღვიარებ წმიდისა სამებისა ღმრთეებასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა (მიქ., მრწ. 5, ეფთ., Jer. 151, 83v)//(მაქს. მრწ. 5, ეფთ., Q 34, 33v)//( თტე., მრწ. 5, თეოფ., Jer. 23, 340r); და თჳთ იესუცა, ღმერთ-მთავრობითი იგი გონებაჲ და ზეშთაარსებისა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა სიწმიდისა და ღმერთ-მოქმედებისა დასაბამი და არსებაჲ და ღმერთ-მთავრობითი ძალი, ნეტართა მათ ჩუენსა უზეშთაესთა არსებათა... უსაჩინოესად და უსაცნაურესად გამოუბრწყინდების და ძალისაებრ მათისა მიიმსგავსებს მათ ნათელსა მას თჳსსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1);
არსებაჲ სახიერებისაჲ – ἡ οὐσία τῆς ἀγαθότητος – ამის მღდელთ-მთავრობისა დასაბამ არს წყაროჲ ცხორებისაჲ, არსებაჲ სახიერებისაჲ, ერთი იგი მიზეზი არსთა-ჲ - სამებაჲ არსებაჲ სახიერებისაჲ ამის მღდელთ-მთავრობისა დასაბამ არს წყაროჲ ცხორებისაჲ, არსებაჲ სახიერებისაჲ ერთი იგი მიზეზი არსთა - სამებაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3);
არსებაჲ გონებისაჲ - ἡ οὐσία τοῦ νοῦ - არსებაჲ გონებისაჲ საუკუნო არს, რამეთუ ერთბამად ყოველივე არს და ესრეთვე გაგონებაჲ მისი არსებასა თანა მისსა დათჳთებულ (პრ., კავშ., პეტრ., 169; 101,18-20);
არსება-ჲ მღდელთ-მთავრობისა-ჲ – ἱεραρχίαν οὐσίαν – აწ ჩუენისა ამის მღდელთმთავრობისა დასაბამსა და არსებასა… ჴელ-ვყო შემწედ მოწოდებითა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა დასაბამისა და სრულ-მყოფელისა იესუსითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); რამეთუ არსება ჩუენისა მღდელთ-მთავრობისა (οὐσία τῆς καθ' ἡμᾶς ἱεραρχίας) არს ღმრთივ მოცემულები სიტყუები (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4);
არსება-ჲ განუნაწილებელ-ი - ἀμεριστός οὐσία - ყოველი გონებაჲ განუნაწილებელი არსებაჲ არს. ხოლო უკუეთუ უდიდო და უსხეულო და მიუდრეკელ - განუნაწილებელცა (პრ., კავშ., პეტრ., 171; 102.28-29);
არსება-ჲ განუწვალებელი - ἀμέριστος οὐσία - განუწვალებელი არსებაჲ ეზიაროს პირველ ზესთ-არსებითთა ერთებრთა (პრ., კავშ., პეტრ., 130; 80.3; D. §129);
არსებაჲ საუკუნოჲ - მარადიული არსება, სუბსტანცია - τήν οὐσίαν αἰώνιον - ყოვლისა ვიდრემე სულისადა არსებაჲ საუკუნოჲ მხუდარ არს, ხოლო მოქმედებაჲ - მებრ ჟამითი (პრ., კავშ., პეტრ., 191; 114.29-30);
არსება-ჲ უცვალებელი (ანტ. ხრწნადი, ცვალებადი, მქცევი) - უცვლელი არსება - ἀμετάβλητον τήν ουίαν - [სულსა] თუ უცვალებელი მოუგიეს არსებაჲ და საუკუნო, მიუდრეკელისა მიერ მიზეზისა იწარმოა (პრ., კავშ., პეტრ., 193; 115.16-17);
არსება-ჲ ნამდჳლმყოფობითი - τῆς ὄντως οὔσης οὐσίας - გასაგონოჲ არ თანდაწესებულ არს გონებისადა, რამეთუ მისცემს მას მყოფობასა და აღავსებს მას ნამდჳლმყოფობითითა არსებითა (პრ., კავშ., პეტრ., 160; 96.22);
არსება-ჲ ერთგუარებრივი - ἡ ἑνοειδής οὐσία - შეერთებასა გუართასა გარეშემცველი მათი განუნაწილებელი გუამოვნებაჲ დაჰნიშნავს და ერთგუარებრივი არსებაჲ რამეთუ განუნაწილებელობასა შორის და ერთგუარებრივობასა მყოფობაჲ ჰქონდის (პრ., კავშ., პეტრ., 176; 106.4-7);
არსება-ჲ თჳთმდგომობითი - დამოუკიდებელი არსება - τήν οὐσίαν αὐθυπόστατον - ყოველთა სხჳსა მიზეზისა მიერ წარმოარსებულთა ეუხუცებიან და ეძღუანვიან თჳთ თჳს მიერ წარმოდგომილნი და თჳთმდგომობითსა არსებასა მომგებელნი (პრ., კავშ., პეტრ., 40; 30.5-7);
არსება-ჲ უდიდოჲ - სიდიდის არმქონე სუბსტანცია - ἀμεγέθει οὐσία - ვითარ ყოველნი შორის მისსა არიან უდიდოჲსა მის არსებისა (ἀμεγέθει οὐσία) და შეერთებულ ურთიერთას. რამეთუ უდიდოობაჲ არ ადგილობით აქუს თჳს შორის, არამედ განუნაწილებელად და განუზიდველად და შეურევნელად განყოფით (პრ., კავშ., პეტრ., 176; 106.18-21); τό εἶναι - ღმრთისა - არსებაჲ და დაბადებულთა - შესაქმე, ვითარცა მახარებელი განჰყოფს (გაბალ., ექუს., ანონ., 9); ღმერთმან პირველ აწ ხილულთა ამათ შესაქმისა გონებად რაჲ მოიღო და ინება არაარსთა არსად მოყვანებაჲ, ერთბამად მოიგონაცა და, თუ ვითარი ჯერ-იყო სოფლისა ამის არსებაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 17, 5-9); ἡ φύσις - არა სრულიად უცხო არს განათლებისაგან და ნათლისა არსებისა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII, 8).; ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ბუნებაჲ მცურვალთაჲ რეცა თუ უსრულ არს ცხორებისა ზიარებასა შინა ამისთჳს, რამეთუ სიზრქესა შინა წყლისასა იქცევიან და მის მიერ არს არსებაჲ მათი (ბას., ექუს., გ. ათ., 91, 1-5); არა სრულიად უცხო არს განათლებისაგან და ნათლისა არსებისა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ. VIII, 8);
II. 2. სამების შინაგანი ბუნება, არსება, სუბსტანცია – οὐσία ἡ - ერთსა აღვიარებ წმიდისა სამებისა ღმრთეებასა, ერთსა ბუნებასა, ერთსა რსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა (მიქ., მრწ., ეფთ., 5, Jer. 151, 83v) // (თტე., მრწ., თეოფ., 5, Jer. 23, 340r) // (მაქს., მრწ., ეფთ., 5, Q 34, 33ვ); მრწამს, ვითარმედ არა არს არსებაჲ რაჲმე უკეთურებისა და ცოდვისაჲ (მიქ., მრწ., ეფთ., 6, Jer. 151, 83v) // (თტე., მრწ., თეოფ., 6, Jer. 23, 340r); – τό τῆς οὐσίας μοναδικόν – რამეთუ „უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს“, არსებისასაცა ასწავებს ერთობასა, და რიცხუსა განაცხადებს პირთასა (თტე., II სჯ. 2, გელ.; A 1108, 101v); და თჳთ იესუცა, ღმერთ-მთავრობითი იგი გონებაჲ და ზეშთაარსებისა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა სიწმიდისა და ღმერთ-მოქმედებისა დასაბამი და არსებაჲ (οὐσία) და ღმერთ-მთავრობითი ძალი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); გამოუთქუმელ არს ყოვლისა სიტყჳსაგან ზეშთასიტყჳსა იგი სახიერებაჲ (ὑπερ λόγον ἀγαθόν), ერთობაჲ ერთმყოფელი (ἑνάς ἑνοποιός) ყოვლისა ერთობისაჲ (ἀπάσης ἑνάδος) და არსებაჲ ზეშთაარსებისაჲ (ὑπερούσιος οὐσία) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); არსებითა უცნაურ არს ღმერთი (აბ. თალ., გ. ათ., I, 59); [კეთილთ მომცემელი დასაბამი ყოვლისავე დიდებულისა ნათელთსაჩინოებისაჲ] ყოველთა მიზეზ არს და დასაბამ და არსება და ცხორება (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); ხოლო ერთობითა უფლებისაჲთა ერთსა ღმერთმთავრობითისა სამებისა არსებასა და მეუფებასა გუაუწყებენ (სტით., სომხ. წვალ., არს., V,3); [იესო ქრისტე] არა უმსგავსოჲ დიდებითა, არცა განწვალებული არსებითა (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); ერთობაჲ იგი უცვალებელი გულისჴმა-ყავთ თქუენ არსებისაჲ (ნაზ., ჰომ., 34,13, ტბელ.); - τό ἁπλοῦν κατ' οὐσίαν - ყოველი მარტივი არსებით ანუ უმჯობეს არს შედგმულთა, ანუ უდარეს (პრ., კავშ., პეტრ., 59; 39.24-25);
III. - οὐσία ἡ - ის, რაც არის, არსი, მყოფი (ქმნილება – სულიერი, უსულო) - რომელნი სულისა უსხეულოყოფასა იტყოდეს, ურიცხუ იქმნა განყოფილებაჲ ამათი, რომელთამე უკუჱ არსებად და უკუდავად მისთჳს მთქუმელთაჲ, ხოლო რომელთამე - უსხეულოდ უკუჱ, არამედ არა არსებად, არცა უკუდავად (ნემეს., პეტრ., 24,9-12); [მყოფთა შემოქმედმან] არა მხოლოდ შეაერთნა არსებანი ნაწილოვნობით განუკუჱთელთანი, არამედ-და თჳთეულნი თანად ურთიერთას მორთულ ყვნა საკუთრებით (ნემეს., პეტრ., 8,5-7); ხუთოდენ ბევრი, სიმცირესა შორის გონიერთა არსებათა მარადღე დაერთვისო მას; და უძჳრესი ესე, რომელ, რაჲ განსრულდეს, მაშინ დაიჴსნა (ნემეს., პეტრ., II; 43, 5-7); უწყებულ იყავნ, რამეთუ ამათგანნიცა რომელნიმე სულისა არსებაყოფასა (οὐσίαν εἶναι) იტყჳან, ხოლო არისტოტელი და დინარხოს – უარსებო (ἀνούσιον) (ნემეს., პეტრ., II; 24, 23-24);
არსებაჲ გონიერი - οὐσία - პლატონ [სული თქუა] არსებად გონიერად, თჳსგნით მიმდრეკად (ნემეს., პეტრ., 24,14-15);
პირველნ-ი არსებან-ი - πρώται οὐσίαι - სრულ-ქმნილისა ამის განწმედისა ზეშთააღმატებულ დასაბამ და არსება, დამბადებელ და მიზეზ იგი თავადი არს, რომელმან პირველნი იგი არსებანი ყოფად მოიყვანნა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); პირველთა მათ არსებათა უდარესნი შემკობილებანი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.2); ვითარმედ პირველთა მათ არსებათა, რომელნი-იგი შემდგომად ღმერთ-მყოფელისა მის მათისა ღმერთ-მთავრობისა დამყარებულ არიან და რეცა წინაბჭეთა მისთა განწესებულ (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); პირველთა მათ არსებათა, რომელნი-იგი შემდგომად ღმერთ-მყოფელისა მის მათისა ღმერთ-მთავრობისა დამყარებულ არიან და რეცა წინაბჭეთა მისთა განწესებულ (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); რამეთუ განსწმედს პირველთა მათ მიერ და უსაღმრთოესთა არსებათა აღყვანებადთა მათ უზეშთაესთა ღმრთის მხილველობათა და უსაჩინოესთა ბრწყინვალებათა მიმართ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.6); რამეთუ განსწმედს პირველთა მათ მიერ და უსაღმრთოესთა არსებათა აღყვანებადთა მათ უზეშთაესთა ღმრთის მხილველობათა და უსაჩინოესთა ბრწყინვალებათა მიმართ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.6); ხოლო განმანათლებელად და სამღდელოჲსა მის სრულებისა მიმართ მთავრად ჰქონან მათ გარემოჲს ღმრთისა მყოფნი იგი პირველნი არსებანი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.2); განმანათლებელად და სამღდელოჲსა მის სრულებისა მიმართ მთავრად ჰქონან მათ გარემოჲს ღმრთისა მყოფნი იგი პირველნი არსებანი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.2); შემდგომად ღმრთისა მთავარ ჩემდა პირველთა მათ არსებათა შემკობილებაჲ არს (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4);
უპირველეს-ი არსება-ჲ - αἱ πρώται οὐσίαι - სერაფიმნი და ქერუბიმნი - ყოვლისავე ღმერთ-მთავრობითისა მოქმედებისაჲ უპირველესთა მათ არსებათა მიერ გამობრწყინვებაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4);
უპირატესი არსება-ჲ - ὑπίρτάτη οὐσία – არამედ ვითარმედ გარემოჲს ღმრთისა მყოფისა მის უპირატესისა არსებისა და წესისაჲ ყოველივე აღყვანებითი არს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.7); არამედ ვითარმედ გარემოჲს ღმრთისა მყოფისა მის უპირატესისა არსებისა და წესისაჲ ყოველივე აღყვანებითი არს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.7); - πρώται τῶν ὄντων οὐσίαι - ვერცაღა-თუ უპირატესთა მათ არსთა არსებათა მიერ დასატევნელ არს (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4);
საცნაური არსება-ჲ - οὐσία νοερά - რამეთუ თითოეული საცნაური არსებაჲ მინიჭებულსა მას მისდა ღმრთისამიერსა ერთსახეობითსა ცნობასა წინა-აღრჩევითითა ძალითა განჰყოფს და განამრავლებს უდარესთა მათ მიმართ მიცემითა უწულილესისა და ძალისაებრისა ნაწილისაჲთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.3);
უდარესი არსება-ჲ - ὑφειμέναι οὐσίαι – განწმედა არს უდარესთა არსებათა ღმრთისა-მიერი იგი გამობრწყინვებაჲ, სრულიად უმეცართაჲ უსრულესად ჴელოვნებად მომყვანებელი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.6); ხოლო უდარესთა მათ არსებათა შემკობილებაჲ ცეცხლებრობასა, სიბრძნესა, მეცნიერებასა და ღმრთის შემწყნარებლობისა ძალსა მიმღებელ უკუე არიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3);
უმოხუცებულესნი არსებან-ი - πρεσβύταται οὐσίαι - არა უდარესთა ანგელოზთაგანი ვინმე, არამედ თჳთ უმოხუცებულესთა მათ არსებათა თანა-აღრიცხული განსწმედს წინაჲსწარმეტყუელსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.1) - თჳსსა ნათელთ-მიცემასა ჴელთ-უდებს მათ უმოხუცებულესთა მათ არსებათა მიერ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3);
ზეცისა არსებან-ი - οὐρανίαι οὐσίαι - რაოდენნი რაჲ სხუანი არიან ზეცისათა მათ არსებათად ზეშთასოფლისად, ხოლო ჩუენდა სახის მოსწავებით მოცემულ არიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); არასადმე უჯერო არს, უკუეთუ ზეცისანიცა იგი არსებანი სახილველთა ამათ უმსგავსოთა მსგავსებათაგან გამოისახვოდინ ზემო თქუმულთა მათ მიზეზთათჳს (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.5); გამოძიებაჲ საჴმარ არს, თუ რომლისა მიზეზისათჳს ღმრთისმეტყუელნი თანად ყოველთა მათ ზეცისა არსებათა ანგელოზ უწოდენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 5); ამისთჳსცა რაჟამს ოდესმე ყოველთა და ოდესმე ვიეთმე მათგანთა საზოგადოდ სახელის-დებაჲ გუენებოს ზეცისა არსება ანუ ზეცისა ძალ წოდებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.2); ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, არასადმე უჯერო არს, უკუეთუ ზეცისანიცა იგი არსებანი სახილველთა ამათ უმსგავსოთა მსგავსებათაგან გამოისახვოდინ ზემო თქუმულთა მათ მიზეზთათჳს (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.5) უქუემოესთა მათ ზეცისა არსებათა შემკულებასა უზეშთაესნი იგი კეთილად შემკულებით მასწავლელ ექმნებიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3); ღირს არს გულისჴმისყოფაჲ, თუ რომლისა მიზეზისათჳს ერთბამად ყოველთა ანგელოზებრთა არსებათა ძალ ზეცისა ჩუეულ ვართ წდებად (არეოპ., ზეც., ეფრ., 11,1); ჩუენ მიერ სხუათაცა წმიდათა არსებათა ზეცისა ძალ სახელ-ედების (არეოპ., ზეც., ეფრ., 11,1);
ზეშთაცათა არსებანი - ὑπερουρανίαι οὐσίαι – რაბამობისათჳს და ვითარებისა ზეშთაცათა არსებათა შემკულებისა და თუ ვითარ სრულ იქმნებიან მათნი იგი მღდელთ-მთავრობანი (არეოპ., ზეც., ეფრ., 6.1);
უზენაესნ-ი არსებან-ი - ὑπέρταται οὐσίαι - თჳსისა მის ნათელთ-მოცემისა ბრწყინვალებასა პირველ საჩინოებითად ყოვლად სანატრელითა მიფენითა უზენაესთა მათ არსებათა გამოუბრწყინვებს (არეოპ., ზეც., ეფრ. 13.3); ესოდენ აღმატებული იგი უზენაესთა მათ არსებათა დასი მოშიშ არს გულისჴმის-ყოფათა მიმართ, უღრმესთა და უმაღლესთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.8); უზენაესთა მათ და უსაღმრთოესთა არსებათაგან უდარესნი წმიდანი და ზეცისა შემკობილებანი უმეცრებისა უკუე ყოვლისაგან განწმდებიან წესისაებრ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.6); უზეშთაესთა მათ ჩუენსა არსებათა, ვითარცა უსაღმრთოესადა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.5);
უზეშთაესი არსება-ჲ - κρείττονες οὐσίαι - ნეტართა მათ და ჩუენსა უზეშთაესთა არსებათა თანად უსაჩინოესადცა და უსაცნაურესად გამოუბრწყინდების და ძალისაებრ მათისა მიიმსგავსებს მათ ნათელსა მას თჳსსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); - ὑπέρ ἡμᾶς οὐσία - უზეშთაესთა მათ ჩუენსა არსებათა, ვითარცა უსაღმრთოესადა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.5);
უსაღმრთოესი არსება-ჲ - θειτέρα οὐσία - რამეთუ განსწმედს პირველთა მათ მიერ და უსაღმრთოესთა არსებათა აღყვანებადთა მათ უზეშთაესთა ღმრთის მხილველობათა და უსაჩინოესთა ბრწყინვალებათა მიმართ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.6); ვინაჲცა უზენაესთა მათ და უსაღმრთოესთა არსებათაგან უდარესნი წმიდანი და ზეცისა შემკობილებანი უმეცრებისა უკუე ყოვლისაგან განწმდებიან წესისაებრ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.6);
წმიდანი არსებან-ი - ἀγίαι οὐσίαι – ერთბამად სხუათაცა წმიდათა არსებათა ზეცისა ძალ სახელ-ედების (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1);
სულიერი არსება-ჲ - ἡ ψυχῆς οὐσία - ყოველთა სხეულთა დაუზესთავდების სულიერი არსებაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 20; 17.14);
არსებათამოქმედ - τò οὐσιοποιόν - შემოქმედებითი სიმრავლისადმი აწარმოებს ნაქმთა, არამედ განსაზღვრებითი ერთ-გუარ ჰყოფს მყოფთა მოქცევსა: და რომელიმე გუართა აღმქმნელ არს, ხოლო რომელიმე - არსებათამოქმედ (პრ., კავშ., პეტრ., 157; 95.10-14);
IV. (ანტ. სახოვანი სახე, განუკუეთელი, გუამი, გუამოვნება) - (ლოგიკ.) უზოგადესი კატეგორია, გვარეობითი ცნება - οὐσία ἡ - გარეშენი ფილოსოფოსნი... განყოფილებასა იტყჳან არსებისა და ბუნებისასა: რამეთუ არსებად უწოდენ მარტივად მდებარესა ნივთსა, ხოლო ბუნებად - არსებასა, დასახულსა განყოფილებად არსებითად, რომელსა-იგი მარტივად ყოფასა თანა ვითარებაჲცა რაჲმე აქუნდეს ყოფისაჲ: სიტყჳერებაჲ, ანუ პირუტყუებაჲ, მოკუდავებაჲ და უკუდავებაჲ (დამასკ., დიალ., 13,1, ეფრ.); აწ უკუე ჩუენ მრავალგზის გჳთქუამს, ვითარმედ: სხუა არს არსებაჲ და სხუა არს გუამი და ვითარმედ: არსებაჲ ზოგადსა შემოკრებითსა სახესა ერთსახეთა გუამთასა მოასწავებს, ვითარ-იგი არიან ღმერთი და კაცი (დამასკ., გარდ., 156, ეფრ.) // აწ უკუე ვითარმედ სხუაჲ ვიდრემე არს არსებაჲ და სხუაჲ - გუამი, მრავალგზის გჳთქუამს, და ვითარმედ: არსებაჲ უკუე საზოგადოსა და გარეშემცველსა სახესა თანამოსახეთა გუამთასა დაჰნიშნავს, ვითარ-იგი ღმერთი, კაცი (დამასკ., გარდ., 156, არს.); გუამი სახე არს არსებისაჲ და ნათესავი სულიერობისაჲ (დამასკ., დიალ., 4,2, ეფრ.) // სხეული უკუე სახე არს არსებისაჲ და ნათესავი სულიერისაჲ (დამასკ., დიალ., 4,2, არს.); არსებაჲ უკუე საზოგადოსა და გარეშემცველსა სახესა თანამოსახეთა გუამთასა დაჰნიშნავს, ვითარ-იგი ღმერთი, კაცი (დამასკ., გარდ., 156, არს.); ყოველივე, ზოგადად ხილული, და არა რომელთამე თანა ფრიად და სხუათა - მცირედ, არამედ ყოველთა თანასწორებით მყოფი, არსებად სახელ-იდების (დამასკ., გარდ., 200, ეფრ.) // ყოველი, რომელი საზოგადოდ და მრავალთა შორის იხილვებოდის და არა რომლისამე შორის უფროჲს და რომლისამე შორის უმცროჲს იყოს, არსებად სახელ-იდების (დამასკ., გარდ., 200, არს.); იძიეს უკუე, თუ რაჲ არს ზიარი ორთაჲვე, და პოვეს, ვითარმედ არსება არს თითოეული: რამეთუ სხეული არსებაცა და უსხეულოცა - ვითარ სული, ანგელოზი, ღმერთი: მოუგიეს თავთა თჳსთა აღსლვაჲ უკუე საზოგადოჲსა ნათესავისა მიმართ - არსებისა, სახელი რაჲ არსებისაჲ თჳთგუამოვანსა საქმესა ცხად-ჰყოფდეს (ამონ., ტარიჭ., 18,31); - ἡ ἁπλῆ οὐσία - ესე არსებაჲ ყოველთა გუამთა შინა სწორებით იხილვების, უსულოთა და სულიერთა, სიტყჳერთა და პირუტყუთა... (დამასკ., დიალ., 28,3, ეფრ.).
V. საგნის, მოვლენის (შინა)არსი, მთავარი აზრი - ἡ οὐσία - გამომაჩინებელი განსაზღვრებათა საქმეთასა მიიხუამს შემეცნებისათჳს არსებასა საქმისასა (ამონ., ტარიჭ., 32,1);
VI. ქმნილება - ἡ κτίσις - ურიცხჳ ესე სიმრავლე ვარსკულავთაჲ განეფინა და სიმაღლედ არსებისა აღვიდეს (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII,11); ეგრეთვე ბუნებაჲ არსთაჲ (τῶν ὄντων) ბრძანებითა ერთითა აღიძრნეს არსებად (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 124,17);
VII. სისავსე, სიუხვე გარდამეტება - ἡ περιουσία - არს რაჲმე არსებაჲ წყალთაჲ, რომელი მარადის აღავსებს განლეულსა მას (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., V,6);
VIII. სიმყარე, მუდმივობა – ἡ διίμονή - თჳსისა არსებისა მიზეზნი თჳთოეულსა ჰქონან თავისა შორის თჳსისა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VI,4);
IX. მდგომარეობა - ἡ κατάστασις - წმიდაჲ მოციქული... უხილავთა არსებისა აღიწია (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII,15);
X. შესაქმე (სოფლისა) - ἡ καταβολή - მოსე ნივთიერისა მის ყოვლისა სოფლისა არსებისა საცნაურყოფად კიდენი მოიჴსენნა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., III,7);
XI. – τò ὄν – შჳდჯერ იტყჳს ყოფასა, რაჲთა გამოთარგმანოს არსებაჲ (გაბალ., ექუს., ანონ., 9);
XII. – ἡ γέννεσις - და არცაღა გუელ-თევზი გამოვალს გარნა უყისაგან, რომლისა-იგი არცა კუერცხისაგან, არცა სხჳსა რაჲს მიზეზისაგან არს შემდგომებაჲ მისი, გარნა ქუეყანისაგან არნ არსებაჲ მისი (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 125, 3-6)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9