ზა ზე ზი ზმ ზო ზრ ზუ ზღ
ზე- ზედ ზევ ზეთ ზემ ზენ ზეს ზეშ ზეც

ზეცისა-ჲ

  1. Gk. ἐπουράνιος
    ზეციერი, ზეციური
     
    ვინაჲცა იგი არს პური ზეცისაჲ, მზრდელი ჩუენი და წყალი ცხოველი მომრწყველი ჩუენი წყურიელთაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., V,13)
  2. Gk. ἡ οὐράνια οὐσία
    ზეცისა (არსება)
     
    ყოველი ღმრთისმეტყუელებაჲ, ესე იგი არს, საღმრთოჲ წერილი ზეცისა არსებათა ცხრად უწესს (დამასკ., გარდ., 78, ეფრ.); აწ უკუე წმიდანი იგი ზეცისა არსებათა შემკობილებანი ... მიმღებელ ქმნილ არიან ღმერთმთავრობითთა ნიჭთა მიმცემელობისაგან (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.2); რაჟამს ოდესმე ყოველთა და ოდესმე ვიეთმე მათგანთა საზოგადოდ სახელის-დებაჲ გუენებოს ზეცისა არსება ანუ ზეცისა ძალ წოდებითა ... (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.2); ხოლო უკუეთუ რვალიცა და ილეკტროჲ და ქვანი ფერ-მრავალთა თუალთანი უთქუმან ღმრთის მეტყუელებასა სახედ ზეცისათა მათ არსებათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.7); ყოველთა მათ ზეცისა არსებათა ღმრთის-მეტყუელებამან ცხრა უწოდა საჩინოებითითა სახელის-დებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 6.2)
    See also: ზეციერი
  3. Gk. ὁ τοῦ οὐρανίου νοῦς
    ზეცისა გონებაჲ
     
    მათ მიერნი იგი იგავითნი და სახის-შემოღებით გამოჩინებულნი ზეცისა გონებათა მღდელთ-მთავრობისა წესნი, რაოდენ გუეძლოს, განვიცადნეთ (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.2)
  4. Gk. ἡ τῶν οὐράνιων νοῶν τάξις
    ზეცისა გონებათა დასი
     
    ხოლო დასასრულისასა მას დასსა ზეცისა გონებათასა არა აქუს სიტყუაჲ მთავრობად ანუ საყდრად გინა სერაფიმად სახელის-დებისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 5)
  5. Gk. ἡ τῶν οὐρανίων νοῶν διακόσμησις
    ზეცისა გონებათა შემკობილება
     
    ვმცვალებლობდეთ ჩუენ აწ საშუვალისა მიმართ ზეცისათა მათ გონებათა შემკობილებისა უფლებათა მათ მიმართ (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.1); ესე ვითარნი უკუე თჳთებანი ჰქონან ღმრთის სახესა მას საშუვალსა ზეცისა გონებათა შემკობილებასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.1)
  6. Gk. ἡ οὐράνια ἱεραρχία
    ზეცისა (მღდელთ-მთავრობა) – [ამქვეყნიური მღვდელ-მთავრობა]
     
    ზეცათა მათ მღდელთ-მთავრობათა თანამოსახე არს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.5); ანუ თუ რაოდენი რაჲ სხუაჲ თქუმულ არს წმიდათა მათ მღდელთ-მთავართა მიერ ზეცისათა მათ მღდელთ-მთავრობათა ღმრთის სახისა კეთილად შემკულებისათჳს? (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.2); წმიდასა მას შინა მღდელთ-მთავრობასა ჩუენსა სრულთ-მთავარმან მან მღდელთ-წინადადებამან ზეცისა მღდელთ-მთავრობათა ზეშთასოფლისა მსგავსებად ღირს მიჩინნა ჩუენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); ვინაჲთგან არცა შესაძლებელ არს ჩუენისა ამის გონებისა და უნივთოთა მათ ზეცისა მღდელთ-მთავრობათა მსგავსებისა და ხედვისა მიმართ აღსლვად (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3)
  7. Gk. ἡ οὐράνια ἀρχή
    ზეცისა მთავრობა
     
    რამეთუ ზეცისათა მათ მთავრობათა სახელი აჩუენებს ღმრთის სახეობითსა მას ფლობასა და მთავრობასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.1); ხოლო წმიდანი იგი მთავარ-ანგელოზნი თანა-მოდასევე არიან ზეცისათა მათ მთავრობათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.2)
  8. Gk. ἄνω πολιτευόμενος
    ზეცისა მოქალაქე
     
    აღიძრნეს ჩუენგან ყოველნივე მოღუაწენი და ღმრთისმოყუარენი და უწინარეს ამიერ მიცვალებისა ზეცისა მოქალაქენი (ნაზ., ჰომ., ეფთ.); // – ზენამოქალაქე – შეიძრნეს ჩუენგან, რაოდენნი სიბრძნისმოყუარე და ღმრთისმოყუარე და პირველ ჟამისა ზენა მოქალაქე (ნაზ., ჰომ., 21,25, ეფრ.);
  9. Gk. αἱ ἐπουράνιαι στρατιαί
    ზეცისა მჴედრობანი

    ანგელოზები

     
    არცა ანგელოზთა წესნი, არცა ყოველნივე ზეცისა მჴედრობანი არა იყვნეს ესე ბნელსა შინა (ბას., ექუს., გ. ათ., 21, 20-23)
  10. Gk. ὁ ὑπερουράνιος θρόνος
    ზეცისა საყდარი
     
    ხოლო იესუ მოწყალე ექმნა საქმესა მას და აღდგა ზეცისა საყდრით და ვიდრე მათდამდე შთამოვიდა (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.6)
  11. Gk. ἡ οὐράνια δύναμις
    ზეცისა ძალი
     
    თუ რომლისა მიზეზისათჳს ერთბამად ყოველთა ანგელოზებრთა არსებათა ძალ ზეცისა ჩუეულ ვართ წოდებად (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1); ამის მიზეზისათჳს სახელ-ედებოდა ზეცისა ძალ ყოველთა მათ საღმრთოთა გონებათა, ხოლო სერაფიმ და საყდარ და უფლება – არასადა (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1); ერთბამად სხუათაცა წმიდათა არსებათა ზეცისა ძალ სახელ-ედების (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1); ამისთჳსცა რაჟამს ოდესმე ყოველთა და ოდესმე ვიეთმე მათგანთა საზოგადოდ სახელის-დებაჲ გუენებოს ზეცისა არსება ანუ ზეცისა ძალ წოდებითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.2);ὑπερουράνιος – რამეთუ მრავლით კერძო და მრავალგან განუკუთნებს მას ღმრთის-მეტყუელებაჲ და განუჩინებს უფლებასა თჳთ მათ ზეცისა ძალთასაცა ჩუენდა მოცემულთა სიტყუათა შინა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.1)
  12. Gk. ἡ οὐρανὶα τάξις
    ზეცისა წესი
     
    ვერ ვინაჲ სხჳთ შესაძლებელ იყო შეცვალებაჲ რასმე ზეცისა წესთა და მოძრაობათაგანისა (არეოპ., ეპ., ეფრ., 7.2)
  13. Gk. ἡ οὐράνια διακόσμησις
    ზეცისა წესთა შემკობილება
     
    თჳთებაჲ თითოეულისა ზეცისა წესთა შემკობილებისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 5)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9