თა თბ თე თვ თი თმ თნ თუ თქ თხ თჳ
თავ თან თარ თაყ

თანა-არსი

Gk. ὁ‡‡Þ‡μοουσίον τὸ
 
(ლოგიკ.)
თანაარსად და თანაბუნებად და თანამოსახედ და თანამონათესავედ და თანამოხატოვნედ იტყჳან მისვე და ერთისა სახოანისა სახისა მიმდგომთა განუკუეთელთა (დამასკ., დიალ., 27,2, არს.);


(დოგმატ.)
ერთარსება, არსებით ერთი – ὁμοούσίος – ძე – თჳთგუამოვანი, თანაარსი და თანადაუსაბამოჲ და თანამფლობელი მამისაჲ (მიქ., მრწ. 2, ეფთ., Jer. 151, 82v); სული წმიდაჲ – თჳთგუამოვანი, მამისა და ძისა თანაარსი და თანადაუსაბამოჲ და თანამფლობელი (მიქ., მრწ. 2, ეფთ., Jer. 151, 82v) // (თტე., მრწ. 2, თეოფ., Jer. 23, 340r); ღმრთეებითა, რომლითა მხოლოდშობილი და თანასამარადისოჲ და თანაარსი არს მამისაჲ (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); [ძეჲ ღმრთისაჲ], არს შობილი და არა ქმნული, თანაარსი მამისაჲ (დამასკ., გარდ., 46, ეფრ.); უკუეთუ ერთითა შეზავებულითა ბუნებითა მყოფი ქრისტე თანაარსი არს მამისაჲ, იყოს სადმე მამაჲცა შეზავებულ და თანაარს ჴორცთა (დამასკ., გარდ., 153, არს.); გუამი უკუე არს საეკლესიოჲსა და სამოციქულოჲსა მოცემისაებრ პირი, ესე იგი არს, – ხატი ვითარცა იტყჳს პავლე ძესა ბრწყინვალებად მამულისა დიდებისა და ხატად გუამოვნებისა მისისა, რომელ არს პირი თანაარსი ხატისა მამულისა გუამოვნებისაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 166-170); ვითარცა ღმრთად მყოფი მამა ნებებით ცხოველჰყოფს მკუდართა, ეგრეთ იგიცა, თანაარსად და თანნებად მამისად მყოფი, რომელთა ჰნებავს, ცხოველჰყოფს (მქს., პიროს. გელ. 37,35); ერთი იგი [აპოლინარიოს] თანაარსად სიტყჳსა ჩუენებასა ჴორცისასა მნებებელი (მქს., პიროს. გელ. 24,27, შდრ.: ერთარსება, მქს., პიროს., ეფთ., 7,32); და ესე ნებაჲ ღმრთეებისაჲ, არს, რამეთუ არა კაცებისაჲარს, არამედ თანაარსისა მის მამისა თანა ძისა (მქს., პიროს., ეფთ., 12,14); უკუეთუ თქუენებრ ერთისა შეზავებულისა ბუნებისად იქმნა ქრისტე, შემდგომად შეერთებისა, სიმარტივისაგან ბუნებისა იქცა შეზავებულად და არცაღა მამისა, ბუნებით მარტივისა, თანაარს არს, არცა დედისა და ესრეთ არცა ღმერთად იცნობების, არცა კაცად, ვითარცა არა თანაარსად მათდა ცნობილი ბუნებით, არამედ ქრისტედ ოდენ (სტით., სომხ. წვალ., არს., I,5); ერთარსი – ვინაჲცა უკუეთუ სრული არს ღმრთეებითა და ეგრეთვე სრული და თანაარსი ჩუენი კაცებითა (ანასტ. სინ., არს., I, 110); ერთარსი უკუეთუ თჳთოსახეთა ბუნებათაგან შეზავებული ბუნებაჲ არს, არცა ერთისა მათგანისა თანაარს არს იგი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 130v); – συναΐδιος – ღმრთეებაჲ სამთა პირთა და გუამთა შინა თანაარსთა, რომელნი არცა ბუნებითა განიყოფვიან, არცა ადგილითა (მიქ., მრწ. 4, ეფთ., Jer. 151, 83r); არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი ღმრთეებაჲ სამითა გუამითა თანაარსითა (მაქს., მრწ. 4, ეფთ., Q 34, 33v)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9