ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
არ( არ- არა არე არვ არი არს

არსებით-ი

Gk. ἡ οὐσία

I. არსება, სუბსტანცია - არსობაჲ განიყოფების არსებითად და შემთხუევითად (დამასკ., დიალ., ეფრ., 32,1); - οὐσιώδης - ვინაჲ არს სახელი ღმრთისაჲ, არსებითი არს ანუ პირებითი ანუ მოქმედებითი ანუ ადგილობითი და გარდამოღებითი? (ანასტ. სინ., არს., II, 78-79); - ἐπιούσιος - ესე პური არს დასაბამ ყოფადისა მის მერმისა საუკუნისა პურისა, რომელი-იგი არსებითი არს, რამეთუ „არსებითობაჲ“ ორსა მოასწავებს: ანუ ყოფადისა მის საუკუნოჲსა საუკუნოსა საშუებელსა, ანუ აწინდელისა ამის საუფლოჲსა ჴორცისა მიღებასა დასაცველად არსებისა ჩუენისა (დამასკ., გარდ., 252, ეფრ.);

II. არსებითი, ძირითადი - οὐσιώδης - ნათესავი და სახე და შუაჲ მათი განყოფილებაჲ, რომელნი არსებითად იწოდებიან (ამონ., ტარიჭ. 29,14);
არსებითი განყოფილება-ჲ - ἡ οὐσιώδης (//κατ' οὐσίαν) διαφορά - არსებით, სპეციფიკურ ნიშანით გაყოფა, განსხვავება - არსებითნი განყოფილებანი არა არიან შემთხუევითნი..., რომლისათჳს საზღვარსა შინა მოიჴსენებიან (დამასკ., დიალ., 34,5, არს.); ვითარ ერთი ბუნებაჲ ორთა წინააღმდგომთა არსებითთა განყოფილებათა მიმთუალველ იყოს, რამეთუ ვითარ შესაძლებელ არს მისვე და ერთისა ბუნებისაჲ ერთბამად აგებულცა და აუგებელ ყოფაჲ, მოკუდავ და უკუდავ, გარეშეწერილ და გარეშემოუწერელ? (დამასკ., გარდ., 153, არს.); არსებისზედად თჳსად მყოფსა ნაცვალად არსებითთა განყოფილებათასა მოვიღებთ (ამონ., ტარიჭ., 77,10); ხოლო ჩუენ ვითარცა ერთსა გუამსა მისსა ვიცნობთ, ეგრეთვე ბუნებათა არსებითი განყოფილებაჲ დაცვულად უწყით (სტით., სომხ. წვალ., არს., 336, 340) ორნი მოქმედებანი იპოვნენ კაცისნიცა არსებითისათჳს განყოფილებისა სულისა და სხეულისა მისისა (მქს., პიროს., გელ., 41, 15) (შდრ. განყოფილება ბუნებისა (მქს., პიროს., ეფთ., 13,15); - ἡ συστατική διαφορά - სულიერი და მგრძნობელობითნი [არიან] არსებითთა განყოფილებათა ნივთნი (დამასკ., დიალ., 16,4, არს.);
არსებითი გუამ-ი (// მყოფობა-ჲ) - ἡ οὐσιώδης ὕπαρξις - ესე ყოველნი არსებისათანანიღა არიან და არა თჳთ არსება, ამისთჳსცა წარწერითად სახელ-იდებიან, ვითარცა აჩრდილებრად სახელ-იდებიან და არა არსებითსა გუამსა წინამდებარისა ნივთისასა საცნაურ-ჰყოფენ (დამასკ., დიალ., 16,7, ეფრ.) // ვერ ცხად-მყოფელნი არსებითსა მყოფობასა ქუედმდებარისასა (დამასკ., დიალ., 16,7, არს.);
არსებითი დგომა-ჲ და დამყარება-ჲ – κατ' οὐöίαν ἀκίνητος στάσις καί ἵδρυσις - არავე გარეგან იქმნების არსებითისა მისგან შეურყეველისა დგომისა და დამყარებისა (არეოპ., საეკლ., 3.III.3);
არსებითი ვითარება-ჲ (სინონ. არსებითი რომელობა-ჲ) - ἡ οὐσιώδης ποιότης - არსებითი თვისობრიობა, რაგვარობა - არსებითნი ვითარებანი არსებისა მიმდგომ არიან, რამეთუ კერძონი არიან მისნი (დამასკ., დიალ., 38,17, არს.); არა საჭირო არს ერთისა ბუნებისა მეტყუელთათჳს კაცისა ზედა, არა იგივეობისათჳს არსებითისა ვითარებისა სულისა და ჴორცთაჲსა, არამედ უცვალებელობისათჳს სახისა ქუეშე დაწესებულთა განუკუეთელთაჲსა, ერთისა ბუნებისა თქუმაჲ ქრისტესა ზედა (დამასკ., გარდ., 201, არს.);
არსებითი მყოფობა-ჲ - ἡ οὐσιώδης ὕπαρξις – ძირითადი არსი – ესე ყოველნი არსებისზედანი არიან, რომლისათჳსცა წარწერად იწოდებიან, ვითარცა აჩრდილოვნად დამსახველნი და ვერ ცხად-მყოფელნი არსებითსა მყოფობასა ქუედმდებარისასა, არამედ მიმდგომთაღა მისთა (დამასკ., დიალ., 16,7, არს.);
არსებითი ნება-ჲ - საერთო ნება – θέλημα οὐσιώδης - არსებითნი ნებებანი არიან, რომელნი საზოგადოდ სწორებით იხილვებოდინ ბუნებასა შინა (ანასტ. სინ., არს. II, 180-181);
არსებითი რომელობა-ჲ (სინონ. არსებითი ვითარება-ჲ) - არსებითი თვისობრიობა, რაგვარობა - ἡ οὐσιώδης ποιότης - არა ერთ ჰყოფენ არსებითთა მათ რომელობათა სულისა და ჴორცთასა (დამასკ., გარდ., 201, ეფრ.); არსებითნი რომელობანი არსებისა მიმართ აღიყვანებიან, რამეთუ კერძო ნაწილ მისსა არიან (დამასკ., დიალ., 38,17, ეფრ.);
არსებითნი საიდუმლონი - οὐσιώδης μυστήρια - რაოდენნი-იგი თჳთ მისისა მის კაცთ-მოყუარებისანი არიან არსებითნი საიდუმლონი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3);
არსებითი სახიერებაჲ - სახიერ-ყოფასა, ვითარცა არსებითი სახიერებაჲ (οὐσιῶδες ἀγαθòν), ყოველთა არსთა ზედა იგი განჰფენს სახიერებით (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.1);
არსებითნი საქმენ-ი - τά περί τήν οὐσίαν – არა თჳთ მას თავადსა არსებასა ღმრთისასა მეცნიერ ვიქმნებით, არამედ არსებითნი საქმენი მისნი გეუწყებიან (დამასკ., გარდ., 61, ეფრ.);
არსებითი სიბრძნე-ჲ – σοφίας ὑφεστῶσα – ერთ არს ღმერთი, მამაჲ სიტყჳსა ცხოველისაჲ, სიბრძნისა არსებითისაჲ და ძლიერებისა და სახისა თჳსისაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); განჰყრიდა თანანერგთა თჳსთა გულისსიტყუათა სული და არსებითსა მეცნიერებასა და სიბრძნესა (ეკლსტ., გელ., A 61, 233. II); - αὐτοσφία - თჳითსიბრძნე - ქრისტე, არსებით სიბრძნე, მიუგებს მათ მიგებასა განვლილსა საბრჴეთა მათთაგან (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,87I);
არსებითი სიტყუა-ჲ - სამების მეორე ჰიპოსტასი, ლოგოსი - სიტყუაჲ არს არსებითი, მარადის მყოფი მამისა თანა (დამასკ., დიალ., 51,5, არს.);
არსებითი უცვალებელობა-ჲ - τò κατ' οὐσίαν ἀναλλοίωτον – ვინაჲცა თჳსი იგი უწყის დასაბამი, ვინაჲ-იგი ღმერთ-მთავრობით არს და აქუს არსებითი უცვალებელობაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.10);
არსებითი ძალი - არსების მიმცემი, განმახორციელებელი ძალა, პოტენცია – იპყრობს საკრველსა სულისა და ჴორცთასა, მზრდელობითსა და აღორძინებითსა ძალსა ნერგთასა ძრავს და იპყრობს არსებითსა მას ძალსა (οὐσιώδεις δυνάμεις) ყოველთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.5);
არსებითნ-ი შორისქმნან-ი - οὐσιώδης - არსებისათვის, ბუნებისათვის დამახასიათებელი - ორნი განაღა ბუნებითნიცა იყვნენ ნებანი მისნი და სწორ-რიცხუნი ამათნი არსებითნიცა შორისქმნანი (მქს., პიროს., გელ., 18, 33) (შდრ. ბუნებითი, მქს., პიროს., ეფთ., 3, 25);
არსებითი შეერთება-ჲ - ἡ κάθ' ὑπόστασιν ἕνωσις - შეერთება ჰიპოსტასების მიხედვით - ვიეთმე მამათაგანთა განზავებისა სახელი არა მიითუალეს საიდუმლოსა შინა ქრისტეს განკაცებისასა, ხოლო შეერთებითი ერთობაჲ ყოველთა მიითუალეს, ესე იგი არს, არსებითი შეერთებაჲ (დამასკ., დიალ., 51,22, ეფრ.); - οὐσιώδη ἕνωσις - არსებითი, ბუნებითი შეერთება - არსებითსა ვიტყჳთ შეერთებასა, ესე იგი არს, ჭეშმარიტსა და არა ოცნებითსა (სტით., სომხ. წვალ., არს., I,8)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9