ერთი სახეობისა
- გუამი თანამოსახელესა გუამსა შეეზავების (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 137r);
- თანა-მოსახელე (სიტყუაჲ) – ომონიმი – ὁμώνυμος – ნებაჲ თანამოსახელე სიტყუაჲ არს, რამეთუ ოდესმე უკუჱ ნებებასა დაჰნიშნავს, ხოლო ოდესმე მნებებელობითსა ძალსა და ოდესმე თჳთ მას სანებურსა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v); ესე ჯერ-არს ცნობად, ვითარმედ დაღაცათუ თანამოსახელედ ითქუმიან თჳთმფლობელობაჲ, არამედ სხუებრ არს თჳთმფლობელობაჲ ღმრთისაჲ და სხუებრ – ანგელოზისაჲ და სხუებრ – კაცისაჲ (დამასკ., გარდ., 185, ეფრ.); – სახელით ერთი, განსზღვრებით სხვადასხვა – თანამოსახელე არიან, რომელნი სახელითა ეზიარებოდინ ურთიერთას, ხოლო განსაზღვრებით გინა ზედაწარწერით განიყოფებოდინ (დამასკ., დიალ., 17,1, ეფრ.) // შდრ. სახელ-მოდგამ (არს.);
- თანამოსახელე (შესმენაჲ) – ἡ ὁμώνυμος κατηγορία – თანამოსახელე შესმენაჲ არს, რაჟამს სახელსა მიითუალვიდეს, ხოლო განჩინებასა – არასადა, ვითარ-იგი ხატი კაცისაჲ მიითუალავს უკუე სახელსა კაცისასა, ხოლო განჩინებასა საზღვრისასა – არასადა (დამასკ., დიალ., 9,2, ეფრ.); – συνώνυμος – განსაზღვრებითაც და სახელითაც ზიარნი არიან – თანამოსახელე ვიდრემე არიან, რაოდენნი სახელითა და საზღვრითა, ესე იგი არს, წარწერითა სახელისაჲთა ზიარ არიან (დამასკ., დიალ., 18,1, არს.) // შდრ. ერთ-მოსახელე (ეფრ.);
- თანამოსახელე (შესმენაჲ) – ἡ συνώνυμος κατηγορία – თანამოსახელე შესმენაჲ არს, რაჟამს სახელსაცა და საზღვარსა მის სახელისასა მიითუალვიდეს, ვითარ-იგი ცხოველი შეისმინების კაცისად და მიითუალავს კაცი სახელსაცა და საზღვარსა ცხოველისასა (დამასკ., დიალ., 9,1, არს.) // შდრ. ერთსახელი შესმენაჲ (ეფრ.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.