| | |
I. მთელის შემადგენელი ნაწილი, გარკვეული რიგის უმცირესი ელემენტი - μεϮϮλος - გუამსა შორის მისსა არა ასონი არა მრავალ არიანა? ყოველნი ასონი მორწმუნეთა წარმართთანი და ტომებნი მათნი, ესე იგი არიან, თითოეულთა ადგილთა ეპისკოპოსნი განგებულ იქმნებიან ღმრთივშუენიერად (სტით., სომხ. წვალ., II,23, არს.);
II. ბუნების სტიქიები, მატერიის ოთხი ელემენტი - στοιχεῖον τό - ჰყოფს ბალღამთა ოთხთა ასოთა მიმართ და ამათ სახისა მიმართ და ნივთისა, რამეთუ ასონი ესე ნივთისაგან და სახისა თანად სხენან (ამონ., ტარიჭ., 32, 6) მძიმე და სუბუქი... იხილვებიან... ანუ არსებასა შინა, ვითარცა-იგი ასოთა შორის, ესე იგი არს, ცეცხლსა და ქუეყანასა და აღიყვანებიან არსებისა მიმართ, ვითარცა არსებითნი განყოფილებანი (დამასკ., დიალ., II; 38,17, არს.); ეზიარების უსულოთა სხეულითა და ოთხთა ასოთაგან შეზავებითა (ნემეს., პეტრ., I; 6,10-11); თჳთოეულსა ასოთასა სამი რომელობაჲ აქუს: ცეცხლსა უკუჱ სიმახჳლე, არეობაჲ, მიდრეკაჲ (ნემეს., პეტრ., III; 67,17–19); წინააღმდგომ არიან ასონი ურთიერთას ორთაებრ რომელობათა წინააღმდგომთა (ნემეს., პეტრ., III; 62, 17-18); ვინაჲთგან ოთხთა ასოთა-მიერ არიან საზრდენლი და სასუმელნი, რომელთაგან შევიმტკიცენით, თჳთეული შესაბამითა თჳსითა და მსგავსითა იზარდების, ხოლო წინააღმდგომითა – განიკურნების (ნემეს., პეტრ., 13.26-14. 2);
ასოჲ მსოფლებრივი - τò στοιχείον τò κοσμικόν - ასოჲ მსოფლებრივი არს ნაწილი ყოვლად უმცირესი სხეულთა თანშეშჯისაჲ. არიან უკუე ასონი ოთხ: ქუეყანაჲ, წყალი, აირი, ცეცხლი (ნემეს., პეტრ., 61,3–5);
III. მთელის (სხეულის) ნაწილი - μέρος τò - უკუეთუ ჴორცთა შუენიერებისაჲ მის არსებაჲ არს სისწორე ასოთაჲ და სიკეთე ფერისაჲ საჩინოჲსაჲ და ვითარ ბუნებაჲ ნათლისაჲ განმარტებული და სწორი ნაწილითა თჳსითა არა მისწუთეს საზღვარსა შუენიერებისასა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 37-38); // უკუეთუ ჴორცთა სიკეთისა შუენიერებაჲ არს ასოთა სისწორე და ხატისა ფეროვნებაჲ, ვითარ ეგოს სიკეთესა მას ნათლისასა სიტყჳთ გამოსახვაჲ, რომელი-იგი მარტივ არს ბუნებით და განუწვალებელ ნაწილთა მიერ, გინა ასოთა? (ბას. ექუს., გ. ათ., 24, 3-6); - μόριον τò - აღმლეველი ჰყოფს კაცსა ტანის ასოთა მიმართ (ამონ., ტარიჭ., 32,5); - μέλος τò - განმწულილველი... კაცისა ასოთა და ნაწევართაგანისაჲ (ამონ., ტარიჭ., 101, 14); ესრეთვე ენაჲცა მცირე ასოჲ არს, გარნა დიად სცთების (ეკლსტ., გელ., A 61, 141. II);
IV. ნაწილი ღმრთისა - τò μέλος Χρσιτοῦ - რამეთუ შეერთებიან, რომლითა შეერთებულ არიან საწუთროსა ამას ცხორებასა წმიდათა სულთადა ვითარცა ასო ღმრთისა ქმნულნი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.1); - θεῖον μέλος - და თანაუცხოვლო ვექმნნეთ საღმრთოთა მათ ასოთა და ყოვლად მრთელთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.12);
V. მოხაზულობა - γραμμή ἡ - ბუნებანი უფლისანი არცა ერთ გუამ არიან, არცა განცხადება, არცა ასო, არცა ადგილ, არცა ჟამ, რაჲთა რაოდენობად აღყვანებულ იქმნენ, რამეთუ ესენი არიან შეკრებით აღსარიცხუველნი (დამასკ., გარდ., 233, ეფრ.);
VI. გეომეტრიული ნიშანი, ხაზი, კონტური - γραμμή ἡ - შეკრებითნი არიან სიტყუანი ესე რაოდენი: გუამი, განცხადებაჲ, ასოჲ, ადგილი, ჟამი... ხოლო ასოსა მწიგნობრისა დასუმულსა, აქუს სიგრძე ერთ-საზომი და უგანოჲ, (დამასკ., დიალ., 36, 11-12, ეფრ.)
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |