მრავალფერობა, ნაირგვარობა, განსხვავებულობა
- შესმენაჲ იგი ნათესავთაჲ სახეთათჳს და თითოსახეობისაჲ სახეთათჳს და სახეთაჲ განუკუეთელობისათჳს გუამთაჲსა უმრავლესთა ზედა განეფინების (დამასკ., დიალ., 8,7, ეფრ.); თითოსახეობაჲ სამ-სახედ განიყოფების: ზოგადად და თჳსაგანად და უთჳსაგანესად (დამასკ., დიალ., 5,1, ეფრ.); სულიერი და გრძნობადი [არს] თითოსახეობა ერთად შემოკრებული (დამასკ., დიალ., 16,4, ეფრ.); რამეთუ რიცხჳსა ბუნება არა ერთითა სახითა შემოიზღვრების, არამედ განჩინებულად ჯერ-არს თითოსახეობა მისისა წარმოდგინება(მქს., პიროს., ეფთ., 7,19)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.