კა კე კი კმ კნ კო კრ კუ კჳ
კად კავ კათ კან კარ კატ კაც

კაცთ-მოყუარება-ჲ

Gk. φιλανθρωπία ἡ
ადამიანთა, კაცთა მოდგმის სიყვარული
 
ადგილთა განსუენებისათა დააწესნეს სულნი თქუენნი, სადა-იგი მართალნი განისუენებენ, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა (სტით., სომხ. წვალ., არს., III,7; I,21); სიმრავლითა მით კაცთმოყუარებისაჲთა სათნო-იყო ნებითა მამისა და სულისა წმიდისაჲთა თჳსისა დაბადებულისა გამოჴსნაჲ (მიქ., მრწ. 7, ეფთ., Jer. 151, 84v) // (მაქს., მრწ. 7, ეფთ., Q 34, 34v) // (თტე., მრწ. 7, თეოფ., Jer. 23, 340v); ვხედავ უკუე, ვითარმედ საღმრთოსა მასცა იესუჲს კაცთმოყუარებისა საიდუმლოსა პირველად ანგელოზნი უწყებულ იქმნნეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.4); რამეთუ, რაჟამს იგი ღმრთეებრითა და მამობრივითა კაცთმოყუარებითა სწავლა ღმერთმან ისრაელი დიდისა მისთჳს ცხორებისა და მოქცევისა მისისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.2); საღმრთოსა კაცთმოყუარებასა მივენდვნეთ (თტე., II სჯ. 22, გელ., A 1108, 123r); რამეთუ მზრუნველობა უცთომელობისათჳს უმარტივესთაჲსა მსგავსებაჲ არს საღმრთოჲსა კაცთმოყუარებისაჲ (მქს., პიროს., გელ., 41,2); ვინაჲცა ვინაჲთგან ვიდრე ბუნებისა ჩუენისადმდე მოვიდა კაცთმოყუარებისათჳს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.10); გარდამატებულებითა კაცთმოყუარებისაჲთა მლტოლვარეობასაცა ჩუენსა თავისა მიმართ თჳსისა მიაქცევს (არეოპ., საღმრ. ეფრ., 6.2); კაცთმოყუარებისა მოქმედი თან-შთამოჰყვების გაგონებასა ჩუენსა (ამონ., ტარიჭ., 125,36); ხოლო თანა-შეუღლვილ არს [ღვთის] მტანჯველობისადა [ღვთის] კაცთმოყუარებაჲ (თტე., რიცხ. 18, გელ., A 1108, 53r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9