ყოვლისავე აღმრჩეველსა კეთილისასა თანამოქმედ ექმნების ღმერთი კეთილისათჳს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v); ყოველთა მყოფთა თჳთაღძრჳთ ჰსურის კეთილისათჳს (ამონ., ტარიჭ., 22,35); სახიერებისა (τ ᾽ ἀγαθου‡) მიმართ ზეშთა ყოველთა არსთაჲსა თჳთ მას არა არსსაცა სურის და იბრძოლების ვითამე კეთილისა მიმართ (ἐν τ ᾽ ἀγαθῷ) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.3); არსნი ყოველნი, რაოდენნი არიან, კეთილ (ἀγαθά) არიან და კეთილისაგან (τ ᾽ ἀγαθου‡) არიან, ხოლო რაოდენ დააკლდებიან კეთილისაგან (τοῦ ἀγαθοῦ) მით კერძოჲთა, არცა კეთილ (ἀγαθά) და არცა არს არიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.20); რაოდენი რაჲ არს სიტყუაჲ სახიერებისშუენიერთა (ἀγαθοπρεπῶν) ნიჭთა მისთათჳს ყოველივე ზოგად სახელ-ედების მიზეზსა ყოველთა კეთილთაჲსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3); საღმრთოთა ნიჭთაგან დაკლებულსა და უხრწნელებისა კეთილთაგან განშიშულებულსა (ლეონ., ეპ. 3, არს., S 1463, 218r); პირველისაცა არაწმიდებისაგან განაშორეს და საუკუნეთაცა ღირს-ყვეს კეთილთა (თტე., ისუ. 2, გელ., A 1108, 150v); – კეთილი ბოროტთან დაპირისპირებაში – წინააღმდგომ არიან ურთიერთას კეთილი და ბოროტი და ურთიერთას განმხრწნელ და ერთმანეთისა შორის, ანუ თანად ურთიერთას ვერ შემძლებელ დგომისა (დამასკ., გარდ., 281, არს.); საქმითა [არს] განრჩევისათჳს კეთილისა და ბოროტისა (ამონ., ტარიჭ., 103,27); ესევითარმან მან აღირჩია ბოროტი ნაცულად კეთილისა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 322v); ამისთჳს არსთა შორის არს და არს და წინააღმდგომ და მბრძოლ კეთილისა არს ბოროტი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.19); რამეთუ უკუეთუ ყოველნი არსნი კეთილისაგან არიან და ყოველთა შორის არსთა არს კეთილი და ყოველივე შემოუკრებიეს კეთილსა, ანუ არა არს ბოროტი არსთა ბოროტი არსთა შორის, ანუ იგიცა კეთილისაგანვე არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21); უკუეთუ ესე შეუძლებელ არს, სხჳსა და სხჳსა დასაბამისა და მიზეზისაგან იყვნენ და კეთილიცა და ბოროტიცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21);კეთილი ერთისაგან ოდენ არს და ყოველთა მიზეზისა, ხოლო ბოროტი – მრავალთაგან და ნაწილებთა კერძოთა მოკლებისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.30); უეჭუელად ყოველთა და ბოროტთაცა დასაბამი და დასასრული კეთილი არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.31); რამეთუ ყოფასა მისსა, ესე იგი არს ღმრთეებრ შეგუამებასა, ბუნებითი და კეთილისა მიმართი აქუნდა საკუთრება და ბოროტისა მიმართ უცხოყოფა (მქს., პიროს., გელ., 28,38); – τὸ καλόν – ესრეთ იქების სახიერებაჲ (τὸ ἀγαθόν) დიდთა ღმრთის-მეტყუელთა მიერ, ვითარცა კეთილი (τὸ καλόν) და ვითარცა სიკეთე (τὸ κάλλος), ვითარცა სიყუარული და ვითარცა საყუარელი და რაოდენნი რაჲ სხუანი არიან კეთილადშუენიერნი (τὸ καλλοποιοῦ) კეთილ-მყოფელისა და სახარულევანისა შუენიერებისა ღმრთის სახელნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.7); ხოლო სახელნი ესე კეთილისა (τὸ καλόν) და სიკეთისანი (τὸ κάλλος) არა განყოფილად სათქუმელ არიან ერთისა მის ზედა ყოველთა შემომკრებელისა მიზეზისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.7); ყოველნი არსნი კეთილისაგან არიან და სახიერებისა (ἀγαθοῦ) და ყოველნი არა არსნი ზეშთაარსებისა კეთილსა შინა არიან და სახიერებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); და თჳთსიკეთედ (αὐτοκάλλος) უწოდეს თჳთკეთილისმოქმედობისა (αὐτοκαλλοποιόν) განფენასა და ყოვლად სიკეთედ (ὅλον κάλλος) და კერძოდ სიკეთედ (μερικόν κάλλος) და ყოვლად კეთილად (ὅλως καλὰ) და კერძოდ კეთილად (ἐν μέρει καλλά) (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.6); რომელთა თანა შეერთებულ არიან მიზეზის-მეტყუელებითნიცა ყოველნი: სახიერი (τὸ ἀγαθόν), კეთილი (τὸ καλόν), არსი, ცხოველს-მყოფელი, ბრძენი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3); ვითარცა კეთილსა, ვითარცა ბრძენსა, ვითარცა საყუარელსა, ვითარცა ღმერთსა ღმერთთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.6); – καλή ἡ – თითოფერი სახედველი, ესე იგი არს კეთილი ანუ არაკეთილი, გუამოვნებითი არს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129v); უკუეთუ კაცობრივი ნებაჲ არა მიიღო, ვითარ პირველ ცნობადმდე კეთილისა და ბოროტისა დაურწმუნებელობითა ბოროტისათა გამოურჩია კეთილი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v); სიტყჳერებითისა ბუნებისა თავ არს ლტოლვაჲ უკუჱ და გარემიქცევაჲ ბოროტთაჲ, თანმიყოლაჲ და აღრჩევაჲ კეთილთაჲ: არამედ კეთილთაჲ, რომელიმე უკუჱ მზიარებლობითი არს სულისაჲ და სხეულისა (ნემეს., პეტრ., 1; 11.7-9)
Synonym: სახიერებაჲ
Antonym: ბოროტი
Gk. ἀγαθόν τό
(ნეოპლატ.) სიკეთე
იგივეობაჲ ერთი და კეთილი და დასაბამ ყოველთა კეთილი, ვითარ აღმოიჩინა (პრ., კავშ., პეტრ., 20; 18.17-18);კეთილობაჲ და ერთი – იგივეობა; და ღმერთი და კეთილი – იგივეობა (პრ., კავშ., პეტრ., 113; 69,24-25); [ღმრთივი] კეთილთა მიერ თჳს-მიერთა აღავსებს თჳს-შორის თითოეულთა და არს ზესთ-სრულ ... თან-მისცემს შემდგომთა, და ესრეთ ზედ-მიუწადებს პირველ მისაცემელთა ზესთ-მექონეობითა კეთილთაჲთა (ἀγαθότης ἡ) (პრ., კავშ., პეტრ., 132; 81.11-15; D.§131)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.