კა კე კი კმ კნ კო კრ კუ კჳ
კეთ კენ კერ

კეთილად მსახურ-ი // კეთილმსახურ-ი

Gk. εὐσέβεια ἡ
სათნოების სახე
 
ვითარ არიან სათნოებანი, ხოლო მარტოდ სულისა სათნოებანი და სხეულისა თანა არა მოქენისანი, ვითარ: კეთილმსახურებაჲ, გინა მყოფთა მხედველობაჲ; აწ უკუჱ, რაოდენნი კაცისა ცხორებასა, ვითარ შეჰგავს კაცისა ცხორებასა, აღირჩევდენ, და არა ვითარ ცხოველისასა მხოლოდ, სათნოებათა თანამავალ ექმნებიან და კეთილად-მსახურებასა; ხოლო, თუ რომელნი არიან სათნოებისანი და რომელნი კეთილად-მსახურებისანი, შემდგომთა შორის განისაჯოს, რაჟამს სულისათჳს და სხეულისა გარდამოვცეთ სიტყუაჲ (ნემეს., პეტრ., 1; 11,12-18); – εὐσεβής – 1. ღვთისმოსავი – კეთილმსახური ერი ყოვლადწმიდისა ნათლისღებისა მიერ სასუფეველსა ცათასა შევიდა (თტე., ისუ. 2, გელ., A 1108, 151v); ეგრეთვე კეთილადმსახური ერი ერთსა თაყუანის-სცემს ღმერთსა (თტე., რიცხ. 43, გელ., A 1108, 77v); ვინაჲთგან საღმრთოჲსა ტაძრისა მქონებელთა მრავალნი კეთილმსახურნი აქუნდეს (თტე., მიქ. 1.5, გელ., K 1, 391v); ვინაჲცა თუ რაოდენსა არგებს მთავარი კეთილმსახური, მატიანი ასწავებს (თტე., ისუ. 20, გელ., A 1108, 174r); შემდგომად ეზეკიაჲსსა კეთილმსახურისა და ღმრთისმოყუარისა მეფისა (თტე., წინასწ., სოფონია, მიზეზი, გელ., A 1108, 296r); ვიხილე ქუჱყანათა მათ შინა კერძოთა სატანჯველისა მთხრებლი შემწყნარებელად ბოროტადმსახურთა, ხოლო კეთილადმსახურნი სხუად ადგილად მიიცუალებიან (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ. A 292, 323r); – 2. ჭეშმარიტი დოქტრინის შესაბამისი – და მისვე კეთილმსახურებისაებრ გულისზრახვისა ორნიცა ნებანი მისვე და ერთისანი კეთილმსახურებით შჯულდებულ-ყვნეს (მქს., პიროს., გელ., 24,6) (შდრ. საღმრთოჲთა მოძღურებითა, მქს., პიროს., ეფთ., 7.16); არა სადმე წყლავს სასმენელებსა კეთილმსახურთასა, ითქუმოდის რაჲ ბუნებითი ნებაჲ (მქს., პიროს., გელ., 25,24); (შდრ. ქადაგება მართლმადიდებელთა გონებასა, მქს., პიროს., ეფთ., 8,35); ესრეთ საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა მიმართ მიეყვანა კეთილადმსახური გამოძიებაჲ (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); რომელთა კეთილადმსახური სწავლაჲ მოართუჱს ერსა (თტე., რიცხ. 27, გელ., A 1108, 58v)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9