(ნეოპლატ.)
აბსოლუტური ერთი, ყოველივეს საწყისი, რომლის მიმართ ისწრაფვის ყოველი არსი, ყოველი არსის უკუქცევის მიზანი
- კეთილობაჲ თჳთმდგომარეობა [არს] და არ-ვისდა მოქენე, რამეთუ თჳთობასა თჳსსა თჳთ იწარმოებს (პრ., კავშ., პეტრ., 40; 30.20); ყოველთა უპირველეს და საზომ კეთილობაჲ არს პირველი და ერთი (პრ., კავშ., პეტრ., 92; 56.18-19); კეთილობაჲ და ერთი – იგივეობა; და ღმერთი და კეთილი – იგივეობა (პრ., კავშ., პეტრ., 113; 69.24-25); ყოველთა მყოფთა დასაბამი და მიზეზი უპირატესი კეთილობაჲ არს (პრ., კავშ., პეტრ., 12; 12.15); არს ვიდრემე კეთილობაჲ ერთობა და ერთობაჲ კეთილობა და კეთილობაჲ – ერთ, და ერთი – პირველი კეთილობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13.25-30); კეთილობა თითოეულისა არს ერთ-ქმნაჲ ყოვლისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13.21-22); რომლისა არა-რაჲ არს უპირველეს და იმრრ და რომლისადმი ყოველი მოწლედ წადნოჲს, ესე – ნამდჳლ ღმერთ; და რომლის გამო ყოველნი და რომლისადმი ყოველნი, ესე უკუე – კეთილობა (პრ., კავშ., პეტრ., 113; 69.24-26); კეთილობაჲ არს იგი [ერთი], ვითარ ყოველთა კეთილობათა მაგუამოვნებელი. რამეთუ ვერ უძლებს ყოველი ერთბამად მყოფობაჲ ღმრთეებრ რიცხუთაჲ შედარებად ერთისა. რამეთუ ესევითარი ხუდა მას უზესთაობაჲ სიმრავლისა მიმართ განღმრთობილთაჲსა (პრ., კავშ., პეტრ., 134; 82.14-17; D.§133); [ღმრთებრივნი] არა არიან სხუა, თჳნიერ კეთილობა და თჳთ მას კეთილობასა უშურველად ყოველთა ზედ გარდასდებენ (პრ., კავშ., პეტრ., 122; 75.6-7); – ἀγαθότης ἡ – კეთილობაჲ მათ [ღმრთებრივთა] შორის – მყოფობისა მათისა მასაზღვრებელ (პრ., კავშ., პეტრ., 121; 74.23-24); დაღათუ ყოველი არს მათი [ღმრთებრივთა-ჲ]: ცნობაჲ, ძალი, კეთილობაჲ, მაგრა მყოფობაჲ ურჩეულესისა მიერ დაისახვის და გუამოვნებაჲცა მათი ურჩეულესისა მიერ; ხოლო ესე – კეთილობა [არს] (პრ., კავშ., პეტრ., 121; 74.24-26); ყოველი უკუე ღმრთეებრი ერთი არს კეთილ-მოქმედი, ანუ კეთილობაჲ ერთმყოფელი (პრ., კავშ., პეტრ., 134; 82.3-4; D.§133); რომელთამე მებრ ცნობით აქუნდეს თანმეგრძნეობაჲ მიზეზთა კეთილობისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 39; 30.2-3) – τὸ ἀγαθόν – და კუალად, რაოდენთაცა გონებაჲ მიზეზ, და პირველი კეთილობაჲცა მიზეზ, მაგრა არა წინა-უკუმო, რამეთუ მოკლებანიცა გუართანი კეთილის-გამო (და ყოველივე მუნით) (პრ., კავშ., პეტრ., 57; 39.5-7); ყოველი კეთილობაჲ მაერთებელი არს მზიარებელთა მისთაჲ, და ყოველი ერთობა – კეთილობა, და კეთილობა – ერთისად იგივეობა (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13.12-13); მარტივი კეთილობაჲ და მარტივი ერთი იგივეობაჲ იერთებვიან ურთიერთას და აკეთილებენ მყოფთა, ვინაჲ, რაჲთავე სახითა დასცილდეს რაჲვე კეთილობასა, და ერთისა ზიარებასაცა დასცილდეს (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13.23-26); არს კეთილობაჲ – ერთ-ქმნაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 8; 9.10-11); არს უკუე რაჲვე კეთილობაჲ მზიარებელსა შორის მისსა, ვითარ მყოფი, რომელსა ზიარებული შეეტრფვის (პრ., კავშ., პეტრ., 8; 9.14-15); ყოველნი მყოფნი ბუნებით ეტრფვიან კეთილობასა (პრ., კავშ., პეტრ., 9; 10.6); უკუეთუ ანუ ვითარ ნაწილი იყოს მყოფთჲ, ანუ ერთ და იგივე მყოფი და კეთილობაჲ, არღა ვიდრემე იყოს მყოფი მოწადე და ტრფიალ კეთილობისა, ამისთჳს, რომელ თჳთ იყოს კეთილობა (პრ., კავშ., პეტრ., 8; 9.7-8);
- კეთილობა-ჲ (პირველი) (ნეოპლატ.) პირველი კეთილობა – πρώτον ἀγαθόν τό – არს ... კეთილობაჲ ერთობა და ერთობაჲ კეთილობა და კეთილობაჲ – ერთ, და ერთი – პირველი კეთილობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13.25-30); ყოველთა რაჲთავე კეთილისა მზიარებელთა ეწინაების პირველი კეთილობაჲ, და რომელი არა არს სხუაჲ, თჳნიერ კეთილობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 8; 9,3); უკუეთუ ყოველნი მყოფნი კეთილობასა მწადე არიან, საცნაურ უკუე, რომელ პირველი კეთილობაჲ იმრ არს და ზესთ მყოფთა (პრ., კავშ., პეტრ., 8; 9.5-6); არა [არს] მოქენე სხჳსა ვისდავე პირველი კეთილობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 10; .11, 2-3); საცნაურ იყოს, ვითარმედ სხუათა მიზეზთაგან წარმოჩენილთა უფლებრივ უმჯობეს თჳთმდგომარე, და არ ვისდა მოქენე, რამეთუ უმახლობელეს პირველსა კეთილობასა, ვითარ აღმოიჩინა (პრ., კავშ., პეტრ., 40; 30.26-28);
- კეთილობა-ჲ (საყოველთაო-ჲ) – საყოველთაო კეთილობა – πᾶν ἀγαθόν τό – თითოეული ამათი [მხოლოთაჲ] ნაწილებითი კეთილობაჲ არს და არა საყოველთაო კეთილობა და ერთებრივ მიზეზ, რომელი დაზესთაებულმან ყოველთამან პირველვე წარმოაყენა (პრ., კავშ., პეტრ., 134; 82.11-14; D.§133);
- კეთილობა-ჲ (უმარტივეს-ი) – ἀπλῶς ἀγαθόν τό – უპირატესი [ღმრთეებრი] უმარტივეს კეთილობა [არს] და უმარტივეს ერთობა (პრ., კავშ., პეტრ., 134; 82.3-5; D.§133);
- კეთილობა-ჲ (ღმრთებრივთა-ჲ)– თჳთებამან ღმერთთამან განჰკარგნა ერთებრნი მხოლონი დაკეთილობაჲ ღმრთებრივთაჲ (τὰς ἀγαθότετας τῶν) (პრ., კავშ., პეტრ., 134; 81.8-9; D.§133);
- კეთილობანი (ღმრთებრივთანი) – არს თუ ღმრთებრივ, აღსავსე არს ღმრთებრივთა ერთთაგან და არს ერთისგუარ, და თუ ესთა და სრულ არს, სავსე არს ღმრთებრივთა კეთილობათაგან (τῆς ἀγαθότητος τῆς θείας) (პრ., კავშ., პეტრ., 160; 96.16-17);
- კეთილობა-ჲ (ნაწილებითი) – τίς ἀγαθότης – (ნეოპლატ.) საყოველთაო კეთილობასთან ზიარებული რაღაც ნაწილობრივი კეთილობა, რომელიც განფენილია არსის რიგებში – შემდგომად პირველისა ვინაებული და ნაწილებითი კეთილობაჲ არს და ვინაებული ერთებრივობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 134; 826.7; D.§133); – τί ἀγαθόν – თითოეული ამათი ნაწილებითი კეთილობაჲ არს და არა საყოველთაო კეთილობა და ღმრთებრივ მიზეზ, რომელი დაზესთაებულმან ყოველთამან პირველვე წარმოაყენა (პრ., კავშ., პეტრ., 134; 82.11-14; D.§133)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.