მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მო მრ მს მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მწ მხ მჴ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაკ მამ მარ მას მატ მაღ მაც მახ

მადლ-ი

Gk. χάρις ἡ
 
არა კაცობრივითა ძალითა, არამედ საღმრთოჲთა მადლითა ჰმართებს ერსა მას (თტე., რიცხ., 18., გელ., A 1108, 53r); მრავალთა საღმრთოთა მადლთა მიემთხჳა ისრაჱლი, ვითარცა საწმისი – ცუარსა (თტე., მსჯ. 15, გელ., A 1108, 183v); თაყუანის-ვსცემ და პატივით ამბორს-უყოფ წმიდათა ნაწილებსა, რამეთუ აქუს მათ ღმრთისა მიერ მადლი განმწმედელი სარწმუნოებით მიმავალთაჲ მათდა (მიქ., მრწ. 17, ეფთ., jer. 151, 87r); რამეთუ უჴმდა ბრძენსა ეკლესიასტეს, ვითარცა ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ მობერვილისა წარმოთქუმასა შინა გრძნობადთა და ნივთიერთა პირთა (ეკლსტ., გელ., 57. I); მოციქულთა შეიწყნარეს ზეცით გარდამოსრული მადლი (თტე., რიცხ. 47, გელ., A 1108, 83r); ისუს ზედაცა იქმნა ნავესსა, რამეთუ აქუნდა სადმე მადლი სულისაჲ (თტე., რიცხ. 47, გელ., A 1108, 83r); ხოლო ზედა-დაჰრთავს აღჴსნასა, რომელი მიანიჭა მას მადლმან სულისამან (თტე., წინასწ., ამბაკუმი, მიზეზი, გელ., A 1108, 294v); რამეთუ უწინარეს ნათლისღებისა მისცა მათ მადლი სულისაჲ (თტე., რიცხ. 21, გელ., A 1108, 54r); რამეთუ შემდგომად მიღებისაღა მადლსა სულისასა ღირს იქმნეს ნათლისღებასა (თტე., რიცხ. 47, გელ., A 1108, 83r); მადლმან ნუგეშინისმცემელისამან საცნა-ურთა თუალთა მისთა უხილავად შეხებითა ნათლითა ღმრთისმეცნიერებისაჲთა განანათლა (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 133r); ხოლო მიმთხუჱვაჲ აღთქუმულთა კეთილთაჲ, მადლითა მაცხოვრისა ქრისტესითა (თტე., ამოს., 9.15, გელ., S 417, 115v); მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა (თტე., მიქ., 7.20, გელ., K 1, 410v); და რომელნიმე უკუჱ თქუენნი წინაჲსწარმეტყუელებითსა ვაღირსენ მადლსა (თტე., ამოს., 2.10, გელ., S 417, 103v); და ღმრთისგან მისდა მოცემული მადლი განაცხადა (თტე., ამოს., 7.12-13, გელ., S 417, 112v); სახიერებისა მიერ მოცემულნი მადლნი გულით გამოეძიებენ ნებასა ღმრთისასა კეთილსა და სათნოსა (ეკლსტ., გელ., 71. I); უშჯულოებისა თანა მცხოვნმან სამფსონმან სულიერი მიიღო მადლი (თტე., მსჯ. 21, გელ., A 1108, 191v); მას სრულ ჰყოფენ მადლით და ღმრთივ მოცემულითა ძალითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.3); და ეგრეთღა მათ მიერ ჩუენდა მო-მართ წიაღ-მოვლო მადლმან მეცნიერებისამან (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.4); ხოლო სახარებათა მადლი სამეფოდ შეიყვანებს ცათად (თტე., II სჯ. 43, გელ., A 1108, 143v); ამისთჳსცა წმიდისა მის ღმრთით შობილობისა სრულ-მყოფელობითი იგი ნიჭი და მადლი მიჰრონისასა შინა სრული იქმნების საღმრთოსა მას სრულებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.10); წერილ არს, შემდგომად შობისა აღორძნდებოდა, ვითარცა ყრმაჲ და ჰასაკითა და სიბრძნითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა წარემატებოდა (სტით., სომხ. წვალ., I,20, არს.) ნათელსა შინა მადლისასა მავალნი პურსა ჭამენ ჴორცსა ქრისტესსა და წყლისა თანა სუმენ უხრწნელსა სისხლსა (სტით., სომხ. წვალ., V,3, არს.); – χάρισμα τό – თქუა მიღებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისა მადლისაჲ (თტე., ამოს., 1.1, გელ., S 417, 100r); და დავიცვათ თუ ხატებაჲ, უნაკლულოდ გუაქუს მადლიცა სულიერი (ეკლსტ., გელ., 120. II); ხოლო სულისა მადლთაგანი იყო ესეცა, რომლისათჳს ნეტარმან პავლე მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა და მადლთა თანა კურნებათასა, შეწევნანიცა და მართებანი დააწესნა (თტე., რიცხ. 20, გელ., A 1108, 54r);
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9