მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მო მრ მს მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მწ მხ მჴ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაკ მამ მარ მას მატ მაღ მაც მახ

მამა-ჲ

  1. Gk. Πατήρ ὁ
    მამა ღმერთი
     
    მამაჲ უმიზეზო არს და უშობელ, ვინაჲთგან არავისგან არს, არამედ თავით თჳსით აქუს ყოფაჲ და ვითარ-იგი მან უწყის ეგრეთ ყოფაჲ, უფრო ისღა თჳთ იგი არს დასაბამ და მიზეზ სხუათა ყოფისა და ბუნებით ვითარ-ყოფისა ყოველთაჲსა (დამასკ., გარდ., 54, ეფრ.); მხოლო ზეშთაარსებისა ღმრთეებისა წყარო არს მამაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.5); თჳთ მისვე მამისა ბუნებისაგან ვიტყჳთ შობასა ძისასა (დამასკ., გარდ., 47, ეფრ.); ერთ არს ღმერთი, მამაჲ სიტყჳსა ცხოველისაჲ, სიბრძნისა არსებითისაჲ და ძლიერებისა და სახისა თჳსისაჲ. სრული სრულისა მშობელი, მამაჲ ძისა მხოლოდშო-ბილისაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 18, S 384, 344r); ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძე, რომელთა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); რავდენ სახედ ღმრთის-მეტყუელებასა შინა მიმოიცვალების მამისა და ძისათჳს იგივე და ერთი სახელი უფლებისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); არა არს მამაჲ ძე, არცა ძე – მამა, არამედ სამარადისოდ სცავს თითოეული გუამი ღმერთ-მთავრობისაჲ მრავალსაგალობელსა თჳთებასა თჳსისა სახელისასა კეთილად სიწმიდით და უცვალებელად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.5); კუალად ამისიცა სწავლაჲ მოგჳღებიეს სიტყუათაგან წმიდათა წერილთაჲსა, ვითარმედ წყარო ღმრთეებისა არს მამაჲ, ხოლო ძე და სული ღმერთ-მშობელისა მის ღმრთეებისა, ესრეთ თუ ჯერ-არს თქუმად, მორჩ ღმრთივ მცენარე და რეცა ყუავილ და ზეშთაარსებისა ნათელ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); და მამაჲ და ძე ყოვლისა საღმრთოჲსა მამობისა და ძეობისა ზეშთააღმატებულად აღმაღლებულ არიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.8); ნათელ-სცემდით მათ სახელისამი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა (თტე., მიქ., 4.1-3, გელ., K 1, 398r); ყოვლისა დაბადებისა შემოქმედი, ძე ჭეშმარიტი ჭეშმარიტისა მამისაჲ, უხილავი უხილავისაჲ და უხრწნელი უხრწნელისაჲ და უკუდავი უკუდავისაჲ და დაუსრულებელი დაუსრულებელისაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., 18, S 384, 344r); მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი და ერთი ძჱ შობილი და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი (მიქ., მრწ. 1, ეფთ., jer. 151, 82r); მამაჲ არს თჳთგუამოვანი, მარადის არსი და დადგრომილი უკუნისამდე მამობასა შინა (მიქ., მრწ. 2, ეფთ., jer. 151, 82r); ოდესცა იყო მამაჲ, იყო ძეცა და სული წმიდაჲ (მიქ., მრწ. 2, ეფთ., jer. 151, 82v); ძჱ – თჳთგუამოვანი, თანაარსი და თანადაუ-საბამოჲ და თანამფლობელი მამისაჲ (მიქ., მრწ. 2, ეფთ., jer. 151, 82v); და შობითა ოდენ განყოფილი მამისაგან და სულისა წმიდისა (მიქ., მრწ. 2, ეფთ., jer. 151, 82v); სული წმიდაჲ – თჳთგუამოვანი, მამისა და ძისა თანაარსი და თანადაუსაბამოჲ და თანამფლობელი (მიქ., მრწ. 2, ეფთ., jer. 151, 82v); სადაცა მამაჲ არს, მუნცა ძე არს და სული წმიდაჲ, და სადაცა ძე არს – მუნცა მამაჲ და სული წმიდაჲ, და სადაცა სული წმიდაჲ არს, მუნცა მამაჲ და ძე (მიქ., მრწ. 4, ეფთ., jer. 151, 83r); მამაო, მადიდე მე დიდებითა, რომელი მაქუნდა უწინარეს სოფლის ყოფისა შენ მიერ (თტე., ისუ. 2, გელ., A 1108, 151v); ღმერთი ყოვლისა მპყრობელად და მამად აღიარების (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); და ჰრქჳან სახელი მისი:... მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ ყოფადისა საუკუნოჲსაჲ (ლეონ., ეპ. 2, არს., S 1463, 217v); მამისა ჴმაჲ ზეცით მჴმობელი ღაღადებს (ლეონ., ეპ. 4, არს., S 1463, 218v); ეგრეთვე არა მისვე და ერთისა ბუნებისაჲ არს თქუმაჲ, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“ (ლეონ., ეპ. 4, არს., S 1463, 218v); რამეთუ ჩუენგან არს მისი იგი მამისა უმრწემესი კაცებაჲ, ხოლო მამისაგან არს მისი მამისა თანასწორი ღმრთეებაჲ (ლეონ., ეპ. 4, არს., S 1463, 218v); ღმრთეებითა, რომლითა მხოლოდშობილი და თანასამარადისოჲ და თანაარსი არს მამისაჲ (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); რომელმან გამოცხადებითა მამისაჲთა იგივე ერთი ძედ ღმრთისადცა აღიარა და ქრისტედცა (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ ნათლისა ამის მიერ აგებულსა განანათლებს (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 134v); რომლისა თანა მამასა დიდებაჲ, წმიდით სულითურთ (თტე., ამოს. 9.15, გელ., S 417, 115v);

    მამაჲ ნათელთაჲ – Πατήρ τῶν φώτων ὁ – ყოველი მოცემაჲ კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამომავალ მამისაგან ნათელთაჲსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.1);

    მამაჲ საღმრთოჲ – θεῖος πατήρ ὁ – მიერითგან მის თანა იყოს ყრმაჲ იგი და მის თანა სრულ იქმნას, ვითარცა საღმრთოჲსა მამისა და წმიდისა ცხორებისა აღმომქუმელისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.10);

    მამაჲ ყოვლად წმიდაჲ – παναγέστατος πατήρ ὁ – რაოდენნი ცხორებისათჳს ნათესავისა ჩუენისა სათნო ყოფითა ყოვლად წმიდისა მამისაჲთა და ყოვლად წმიდისა სუ-ლისაჲთა სიტყჳსაებრ წერილთაჲსა აღასრულნა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.12);

    წიაღი მამისაჲ – πατρῷος κόλπος ὁ – გარდამოჴდა წიაღთაგან მამისათა, ვინაჲ-იგი არასადა განეშორა (მაქს., მრწ., 7, ეფთ., Q 34, 34v);

  2. Gk. πατήρ ὁ
     
    აქ: სულიერი მამა რაჲთამცა მამისა და მოძღურისა ჩუენისა აღწერილსა ჩუენმიერიმცა შრომაჲ წინაგანვაწყვეთ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., I, 3)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9