მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მო მრ მს მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მწ მხ მჴ
მაა მაგ მად მავ მაზ მათ მაკ მამ მარ მას მატ მაღ მაც მახ

მარტივ-ი

  1. p.noun
    Gk. ἁπλός
    ზოგადი (საყოველთაო), აბსტრაქტული, გვარეობითი ცნება
     
    კერძოობითთა ცხოველთა: კაცისა, ცხენისა, ძაღლისა და სხუათა ნათესავად ითქუმის მარტივი ცხოველი (ამონ., ტარიჭ., 44,4); მარტივი (το; ἁπλω'ς) სამგუარად ითქუმის: რამეთუ ანუ საკუთრად, ანუ მარტოდ, ანუ საყოველთაოდ (ამონ., ტარიჭ., 120,27);
  2. adj.
    მარტივი, აუგებლი, შეუდგენელი
     
    უკუეთუ ერთბუნებაობისა მეტყუელნი ქრისტესთჳს, მარტივად იტყჳთ მას, უეჭუელად ანუ შიშულად ღმერთად აღიარებთ და საოცრად შეჰრაცხთ განკაცებასა, ანუ ლიტონად კაცად, ცნობავნებულისა ნესტორისებრ (სტით., სომხ. წვალ., I,6, არს.); – ἁπλή οὐσία ἡ – არსებისაჲ რომელიმე უკუე არს მარტივი, ხოლო რომელიმე – შეზავებული: მარტივი და უაღრესი შეზავებულისაჲ [არს] საღმრთოთა არსებაჲ, ხოლო მარტივი და უდარესი შეზავებულისაჲ – ნივთი პირველი და სახე (ამონ., ტარიჭ., 125,10); მარტივი უკუე არსებაჲ ყოველთა გუამთა შორის იგივედ და ერთად იხილვების: სულიერთა და უსულოთა, სიტყჳერთა და უსიტყუელთა (დამასკ., დიალ., 28,3, არს.); და რამეთუ ღმერთი არა ესრეთ ვითამე არს, არა-მედ მარტივ და გარე-შეუსაზღვრებელობით ყოველივე ყოფაჲ თავსა შორის თჳსსა აქუს და პირველითგანვე აქუს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.4); რამეთუ ვითარცა მიუწდომელ და უხილავ არიან... აგებულებათა და სახეთა შინა მყოფთაგან მარტივნი და გამოუსახველნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1);
    მარტივი იესუ – ἁπλός ’Ιησοῦς – შეიერთა ღმრთეებამან უკუანაჲსკნელი სიგლახაკე ჩუენი, რომლისა მიერ მარტივი იესუ გამოუთქუმელად შეიორკეცა და განვრცელებაჲ ჟამიერი მიიღო უჟამომან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4);
    მარტივი საქმე – უზოგადესი საგანი ან მოვლენა – ἁπλόν πρᾶγμα τὸ – სკოპოსი არს აქა წარმოთქუმად არა სახელთათჳს მარტივად და სიტყუათა, არამედ დადებისათჳს მარტივთა ჴმათა, დამნიშნველთა მარტივთა საქმეთასა საშუალობითა მარტივთა გულისხუმისყოფათაჲთა (ამონ., ტარიჭ., 104,36);
    მარტივი ძალი – δύναμις ἁπλή ἡ – და თავსა შინა თჳსსა მდგომარედ ვხედვიდეთ ერთსა რასმე ძალსა, მარტივსა, თჳთმოძრავსა, თჳთმოქმედსა (არეოპ., ეპ. 9.1);
    მარტივი ჴმა – ბერძ. საგნის, მოვლენის ზოგადი სახელი, აღმნიშვნელი, ტერმინი – ἀπλῶν φωνῶν – სკოპოსი არს აქა წარმოთქუმად არა სახელთათჳს მარტივად და სიტყუათა, არამედ დადებისათჳს მარტივთა ჴმათა, დამნიშნ-ველთა მარტივთა საქმეთასა საშუალობითა მარტივთა გულისხუმისყოფათაჲთა (ἀπλῶν νοημάτων) (ამონ., ტარიჭ., 104,36);
    მარტივი ნება – ἀπλῶς θελεῖν τό – ნება ზოგადად, ბუნებითი ნება, ნება, როგორც უნარი – და არარა უადგილობა შეხუდების განმასაღზვრებელთა, ვითარმედ ბუნებაჲ არს მარტივი ნებაჲ (მქს., პიროს., გელ., 20, 6);
    არსებით მარტივი – τὸ ἁπλοῦν κατ’ οὐσίαν – ყოველი მარტივი არსებით ანუ უმჯობეს არს შედგმულთა, ანუ უდარეს (პრ., კავშ., პეტრ., 59; 39.24-25);
    მარტივი თჳთკეთილობაჲ – ἁπλῶς ἀγαθόν τό – ნეოპლატ. აბსოლუტური სიკეთე, წმინდა სიკეთე – ესე სავსე არს ზიარებისა მიერ კეთილობითა, მაგრა არა არს მარტივი თჳთკეთილობაჲ, რომელი-იგი ზიარებასა და სისრულესა ზესთა ძეს (პრ., კავშ., პეტრ., 10; 10.25); მარტივი კეთილობაჲ და მარტივი ერთი იგივეობაჲ იერთებვიან ურთიერთას და აკეთილებენ მყოფთა, ვინაჲ, რაჲთავე სახითა დასცილდეს რაჲვე კეთილობასა, და ერთისა ზიარებასაცა დასცილდეს (პრ., კავშ., პეტრ., 13; 13,23-26);
    მარტივი, შეუდგენელი, აუგებელი – ἁμιγής – [ერთბუნებიანნი] შეუზავებელად და მარტივად და შეურევნელად ყოვლისავე შეზავებისა ჴორცთაჲსა გინა სულისა, მხოლოდ ღმერთად ოდენ შიშულად აღიარებენ ყოფად ქრისტესა (ანასტ. სინ., არს., I 49-51)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9