ძა ძგ ძე ძი ძლ ძნ ძრ ძუ ძჳ
ძალ

ძალ-ი

  1. Gk. δύναμις ἡ
     
    1. პოტენცია, უნარი, შესაძლებლობა – δύναμις ἡ – [არისტოტელი] არსებასა სამად იტყჳს: პირველად იტყჳს ნივთსა წინამდებარესა, რომელი თავით თჳსით არა არს, ხოლო აქუს ძალი შექმნისა მიმართ... არს უკუჱ ნივთი ძალი (ნემეს., პეტრ., 2; 36, 14-19); ძალად ითქუმიან იგინი, მებრ რომლითა შეუძლებდეთ რაჲსავე საქმედ (ნემეს., პეტრ., 139, 23-24); არამედ ამათგან საჩინო არს, რომელ ძლად ცხორებაჲ შეუძლებელა ყოფად ვისდავე (ნემეს., პეტრ., 2; 38, 9-10); მოძრავობაჲ არაჲ სხუაჲ არს, ანუთუ გზაჲ, ძალისაგან მოქმედების მიმართ (ამონ., მოსახსენ., 144. 11-15); მოძრავობაჲ არს შესრულებაჲ ძალისაჲ აწ უკუე რაოდენთა შესმენათა შინა იხილვებოდის ძალი, მუნ იხილვოს ძრვაჲცა, ხოლო რაოდენთა შორის არა იხილვოს ძალი, მუნ არცა ძრვაჲ იხილვოს (დამასკ., დიალ., ეფრ., 48,1); სხუაჲ არს ძალითა რაჲმე ყოფაჲ და სხუაჲ – მოქმედებითა (ამონ., ერმ., ტარიჭ., 78,10); ორ გუარად ითქუმის ძალიცა და მოქმედებაჲ (დამასკ., გარდ., არს., 132); საგები [არს], რომელსა ძალითა ჰქონდის მყოფობაჲ ორთა წინააღმდგომთაჲ (ამონ., ტარიჭ., 24,38); ნება არს ძალი საღმრთოჲსა ბრძანებითა მინიჭებული თითოეულისა სახისადა, რომლითა მოქმედად და მვნებელად იხილვების (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129v); გრწმენინ ყოფაჲ აღდგომისაცა მკუდართაჲსაჲ საღმრთოჲთა ნებითა და წამისყოფითა, რამეთუ თანამორბედად ნებებისა აქუს ძალი (დამასკ., გარდ., არს., 303);
    ძალი მხედველობისაჲ – მხედველობის პოტენცია – ἡ ἐπιτηδειότης τοῦ ὁρᾶν – ცხოველთა ბუნებასა აქუს ძალი მხედველობისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 45,6);
    ძალი მხედველობისაჲ – ἡ ὀπτικὴ δύναμις – ვითარცა იგი არცა რომელთა მიეღოს ძალი დიდთა მხედველობისაჲ, ვერ განიცდიან ნათელთ-დასაბამისა და ნათელთ მომცემელისასა მას ღმრთით შობილობასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.3);
    საქმისა ძალი – მოქმედების ძალა, უნარი – ἐνέργεια ἡ – იხილეთ, თუ ვითარსა მიზეზსა მიეყრდნობიან, და საქმისა ძალსა იჴუმევენ საცილობელად (ბას., ექუს., გ. ათ., 36, 11-12);
    ძალი ხედვითი – ჭვრეტის, წვდომის უნარი – ἡ θεωρητικὴ δύναμις – [ხილულნი შეზავებანი] ... მხოლოდ ღირსებით ტრფიალთა ოდენ სიწმიდისათა განეცხადებიან, ვითარცა ყოვლისავე ყრმებრივისა ოცნებისა განმაშორებელთა წმიდათა მათგან სახისშემოღებათა და კმამყოფელთა წიაღვლად სიმარტივითა გონებისაჲთა და ხედვითთა ძალთა სიმარჯჳთა მარტივისა მიმართ და ზეშთაბუნებისა და წინადამყარებულისა სახეთა ჭეშმარიტებისა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1);
    ძალი აღორძინებისაჲ // აღორძინებითი // აღმაორძინებელი, ზრდისაჲ // მოზარდობისაჲ – აღორძინების უნარი – ἡ αὐξητικὴ, θρεπτικὴ δύναμις – აწ დაებადა პირველი ცხოველი სულიერი, რომელსა აქუს გრძნობაჲ, დაღაცათუ ითქუმის მცენარეთათჳს და ხეთა, ვითარმედ აქუს მათ ძალი აღმაორძინებელი და მზრდელი (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 96, 12-15) // ხენი და ნერგნი დაღაცათუ მოძრავად იწოდებიან ძალისათჳს ზრდისა და აღორძინებისა მათისა (ბას., ექუს., გ. ათ., 81, 2-3); აქუს მას ძალი მოზარდობისა და აღორძინებისა და მშობელობისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 2,18); რომელთა შორის დადვა ბრძანებამან საღმრთომან ძალი აღორძინებითი და მზრდელობითი და თესლოვნებითი, ესე იგი არს, მსგავსისა მშობელობითი(დამასკ., გარდ., არს., 101);
    ძალი ცხოველს-მყოფელი – ἡ ζωοποιὸς δύναμις – ცხოველნი თჳთ მას ზეშთა ყოვლისასა ცხორებასა ცხოველს-მყოფელისა მის ძალისასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1);
    ძალი ცხოვლობითი – ἡ ζωτικὴ δύναμις – ხოლო კუალად გული, სახე და მომასწავებელ ყოფად ღმრთის სახისა ცხორებისა – რომლითა თჳსსა ცხოვლობითსა ძალსა სახიერების სახეობით წინა-მოგონებადთა მიმართ განსთესვენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.3); უცომოთა შინა არცა ერთი რაჲ არს ცხოვლობითი ძალი (რამეთუ მკუდარ არიან) (სტით., სომხ. წვალ., არს., I,18);
    ძალი ნაყოფიერებისაჲ – ἡ βλαστικὴ δύναμις – ...ვერ ძალუც ქუეყანასა ნაყოფის გამოღებად, არათუმცა დამბადებელისაგან მიეღო ძალი ნაყოფიერებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v);
    ძალი აღმყვანებლობისა – ἡ ἀναγωγικὴ δύναμις – და ყოვლად ფრთოვანებასა მათსა მოასწავებს და ყოვლით კერძოსა ძალსა აღმყვანებლობისასა ნამდჳლვე ჭეშმარიტისა მის არსისა მიმართ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.7); და საღმრთოჲსა მიმართ ჴელოვნებისა მისისა სურვილისა აღყვანებითთა მათ მიერ ძალთა მათთა ძალისაებრ ფრთოვან ქმნული (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.2);
    ძალი კეთილისმოქმედებისაჲ – ἡ τῆς ἀγαθυεργίας δύναμις – მან [მეუფემ] მომანიჭა ჩუენ ძალი კეთილისმოქმედებისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 132v);
    ძალი რაოდენობასა შინა – მოძრაობის სახე: მატება და კლება – ἡ δύναμις ἐν τῷ ποσῷ – ძალი რაოდენობასა შინა - აღორძინებაჲ და მოკლებაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 48,3);
    ძალი სადაობასა შინა – წრიული და სწორხაზოვანი მოძრაობა – ἡ δύναμις ἐν τῷ ποῦ – ძალი სადაობასა - მრგულივ ყვანებაჲ, რომელსაცა ეწოდების გარემოვლაჲ და კუალად, მართლიად მოძრავობაჲ, რომელსა ეწოდების მართლ-ძრვაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 48,3);
    ძალი ვითარებასა შინა – მოძრაობის სახე: ცვლილება – ἡ δύναμις ἐν τῷ ποιῷ – ძალი ვითარებასა შინა – შეცვალებაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 48,3); – προγνωστικὴ δύναμις – ხოლო მათ ჟამთა იყო წინამძღუარ ეკლესიისა ამასიელთაჲსა ნეტარი ფედიმოს, რომელსა აქუნდა ზეგარდამო სულისა მიერ ძალი წინაჲსწარმცნობელობისაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 343r);
    ძალი არსებასა შინა – ἡ δύναμις ἐν τῆ οὐσίᾳ – მოძრაობის ერთ-ერთი სახე; წარმოშობა, მოსპობა – ძალი არსებასა შინა არს შობაჲ და ხრწნილებაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 48,3);
    ძალი ყოფისა – ἡ τῆς ἐνεργείας δύναμις – არა თუ რაჲ-იგი მას შინა არნ, და გამოიღოს, ქუეყანამან არამედ რომელი-იგი არა იყო მას შინა, მოიგოს, რამეთუ ღმერთი მისცემს მას ძალსა ყოფისასა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 107,21-22);
    ძალი სიტყჳერებითი – ἡ τῆς λογικής δύναμις – სიტყვიერების უნარი – იყო უკუე პირველ მყოფი. მერმე ცხოველი, და კუალად მერმე – კაცი: და მოაკლდეს რაჲ ძალი სიტყჳერებითი, არღა იყოს კაცი, ხოლო ცხოველი იყოს, რამეთუ-და ჰსულავს და გრძნობს (პრ., კავშ.პეტრ., 70; 45.30-32);
    ძალი ღმრთის შემწყნარებლობისა – ἡ θεοδόχος δύναμις – ხოლო უდარესთა მათ არსებათა შემკობილებაჲ ცეცხლებრობასა, სიბრძნესა, მეცნიერებასა და ღმრთის შემწყნარებლობისა ძალსა მიმღებელ უკუე არიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3);

    2. ნეოპლატ. – ἡ δύναμις – შესაძლებლობა, პოტენცია – ყოველსა შორის სირასა ერთი და იგივე აქუს ძალი ერთისა მიერ საღმრთოჲსა მიზეზისგან (პრ., კავშ., პეტრ., 146, 89.7-8); თჳთ ძალი თჳთებასა თჳსსა წარმოყენებად მოქმედებისადმი ვერ უძლებს, რამეთუ არს უსრულ (პრ., კავშ., პეტრ., 77; 50.10-11); ყოველი ძალი ანუ სრული არს ანუ უსრული: რამეთუ მოქმედებათა თჳს შორის მექონე სრული არს ძალი; რამეთუ სხუათა სრულ-ჰყოფს თჳსთა მოქმედებათა მიერ (პრ., კავშ., პეტრ., 78; 50.28-30); არცა ერთი და იგივე ხუდა მათ ძალი, არამედ რომელნიმე შეუძლებენ მიღებად ზესთმდებარედ მათდა მახლობელად მდებარეობასა, ხოლო რომელნიმე უმსგავსო-ქმნილ დასაბამთაგან მოქცევთა მიერ და გზავნათა მრავალთა და დაკლებულ ესევითართა ძალთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 110; 68.14-17); არს თუ მიზეზ, უსრულეს და უძლიერეს არს შემდგომთა თჳსთა და, თუ ესრეთ, უმრავლესთა მიზეზ იყოს: რამეთუ უფროჲსისა ძალისაჲ არს უმრავლესთა წარმოყენებაჲ, ხოლო სწორთა მიერ სწორი, და უდარესთაგან – უდარესი. რამეთუ, რომელი თჳსთა მსგავსთა და უძლიერესთა შორის შემძლებელ იყოს ძალი, და უდარესთაცა იმოქმედებს. ხოლო უდარესთა შემძლებელმან არა შეუძლოს უფროჲსი (პრ., კავშ.,პეტრ., 57; 3816-20); – κατὰ τὴν δύναμις – რაჲზომ უდამჴეეს იყოს ძალითა, ეგეზომცა-და თჳსთა შემდგომთა მიებუნებოს (პრ., კავშ., პეტრ., 131; 80.27-28; D.§130);
    ძალი მაარსებელი – γόνιμος δύναμις – [წარმომაარსებელი // წარმომაყენებელი] მაარსებელითა ძალითა თჳსითა დაუმრავალკეცდების და იპყრობს თჳს-გამო შემდგომთა გუამოვნებათა (პრ., კავშ. პეტრ., 27; 23.33-34);
    ძალი მეშვეობითი – τὸ γόνιμον – თჳთება [არს] უკუე საღმრთოთა შორის მშობელებრივისა ძალისა, რაჲთა ზემექონეობითა თჳსითა მრავალკეც ჰყოფდეს ძალსა წარმოშობილთასა და დასდებდეს მათ შორის ძალთა მეშვეობითთა და აღადგენდეს შობად სხუათა და წარმოყენებად (პრ., კავშ., პეტრ., 152; 92.13-16);
    ძალი მშობელობითი – ἡ γεννετικὴ δύναμις – განჩნდების უკუე თითოეული ღმრთებრივთაჲ საკუთრებით თჳსთა წესთა მიერ, რომელთა მიერცა ჰყოფს წარმოჩენასა, წარმოჰვლის უკუე ამიერ ვიდრე უკუანაჲსკნელთამდე მშობელობითითა ძალითა პირველთა მიერ ძალთა (პრ., კავშ., პეტრ., 125, 77.24-27);
    ძალი მშობელობისა – ἡ γεννετικὴ δύναμις – ...[უსაზღვროჲ ღმრთებრივი ძალი], რომელმან ... კეთილობითა მშობელობისა ძალისაჲთა აღავსნა [ყოველნი] საღმრთონი და ყოველი სრული თჳსგნით წარმოაჩინა ზესთ სრულისა ძალისა მიერ (პრ., კავშ., პეტრ., 152; 92.4-7);
    ძალი მშობელებრივი – τῶν γιννωμένων δύναμις – თჳთება [არს] უკუე საღმრთოთა შორის მშობელებრივისა ძალისა, რაჲთა ზემექონეობითა თჳსითა მრავალკეც ჰყოფდეს ძალსა წარმოშობილთასა და დასდებდეს მათ შორის ძალთა მეშვეობითთა და აღადგენდეს შობად სხუათა და წარმოყენებად (პრ.,კავშ., პეტრ., 152; 92.13-16);
    ძალი მშობელობისა-ჲ – γεννᾶν δύναμις – რომელმან მისცა შემდგომსა თჳსსა ძალი მიზეზობისაჲ წარმოყენებად სხუასა, ვინაჲ უპირველეს თჳთ ჰქონდა მას და ამისთჳს შემდგომთა წარმოშობს, რამეთუ ძალი შემდგომთა მშობელობისაჲ მუნით აქუს (პრ., კავშ., პეტრ., 56; 38.6-9);
    ძალი შემოქმედებითი – ποιητικὴ δύναμις – შემოქმედებითი შესაძლებლობა, პოტენცია – ყოველსა მექმსა აქუს ძალი შემოქმედებითი (პრ., კავშ., პეტრ., 80; 52.1-2); სხეული არა ვითარ სხეული მოქმედებს, არამედ მის შორის შემოქმედებითისა ძალისა მიერ (პრ.,კავშ., პეტრ., 80; 52.2-3);
    ძალი წარმომაყენებელი – τὴν δύναμιν παρήγαγεν – თუ არა ზესთ-სრულებითა [წარმოაყენოს], არამედ მოკლებითა წარმომაყენებელისა ძალისაჲთა, არ ვინაჲ შეუძლოს მიუდრეკელად დაცვაჲ წესსა თჳსსა, რამეთუ, რომელსა მოკლებისა მიერ და უძლურებისა ჰქონდის სხუათა წარმოყენებაჲ, ქცევისა მიერ თჳსისა და შეცვალებისა იპყრობს გუამოვნებასა წარმოყენებულთასა (პრ., კავშ. პეტრ., 27; 23.18-23);
    ძალი ქმნისაჲ // ძალი ქმნადობისაჲ – τοῦ γίνεσθαι δύναμις – ყოველსა სამარადისოდ ქმნილსა უსაზღვროჲ და მოუკლებელი აქუს ძალი ქმნისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 85; 53,26; 54.4-5);
    ძალი ცხოველმეშვეობითი – მაცოცხლებელი ძალა– τὸ ζωογόνον γένεσις – ყოველი ცხოველმეშვეობითი ძალი შორის ღმრთებრივთა ტომთაჲსა მიზეზი არს მშობელობითი, და არა ყოველი მეშვეობითი წესი ცხოველმეშვეობა არს (პრ., კავშ., პეტრ., 155; 93.21-23);
    ძალი ღმრთებრივთა ერთთაჲ – αἱ τῶν θεῶν δυνάμεις – ღვთაებრივი ჰენადების პოტენცია, შესაძლებლობა – ყოველი ძალი ღმრთებრივთა ერთთაჲ, დამწყებელი ზენაჲთ და თჳსთა საშუალთა მიერ წარმვლელი, ვიდრე უკუანაჲსკნელთადმი იშთამოებს და ქუეყნიერთადმიცა ადგილთა (პრ., კავშ., პეტრ., 141, 86.4-6; D.§140);
    ძალი მიმართებითი – κατὰ τὴν ὁρμήν δύναμις – ცხოველთა აქუს მებრ მიმართებითითა ძალითა გუარი ესე, ხოლო სულსა - სიტყჳერებრივ და გონებასა - გონიერად, ხოლო ღმრთებრივთა - ზესთ-არსებითად და ერთებრივად (პრ., კავშ., პეტრ., 146; 89.4-7; D.§145);
    ძალი განმწმედელობითი – ἡ καθαρτικὴ δύναμις – ქვანიცა ეზიარებიან განმწმედელობითსა ძალსა სხეულებრივ, ხოლო ნერგნი – უსრულესადრე და ცხოველებრივ (პრ., კავშ., პეტრ., 146, 89.2-4; D.§145);
    ძალი განმწმედელი // განმწმედელობისა – ἡ καθαρτικὴ δύναμις – არამედ ჩუენ ზედა დადგინებულთა ამათ განმწმედელთა ძალთა იტყჳს (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.2); ესე არიან განწმედადნი დასნი სამსახუროჲსა აღმქუმელობისაგან და განმწმედელობისა ძალისაგან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.1);
    ძალი მესაიდუმლოობისაჲ – ἡ τοῦ μυῆσαι δύναμις – სრულ-მყოფელისა მის მესაიდუმლოობისა ძალსა მიმღებელთა და განმყოფელთა სიწმიდეთასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.4)
  2. Gk. δύναμις ἡ
    ძალა
     
    1. ღვთაებრივი ძალა – მიღებულ იქმნა ღმრთეებისაგან ვიდრემე სიმდაბლე და ძალისაგან - უძლურებაჲ (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); და სხუაჲ არს ძალი, რომელსა ცხად-ჰყოფს ღმრთისგამოჩინებაჲ და სხუაჲ, რომელსა მოასწავებს ნათლვაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., I,18); ღმრთისა ბუნებასა შინა... მეცნიერებასა მას თანა შეზავებულ არს ძალიცა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 1); ქუეყანამან, რომელი-იგი არა აქუს, იგი მოიგენ ღმრთისა-მიერისა ძალისა მინიჭებითა, (ბას., ექუს., გ. ათ., 90, 23-24); მიენდვენით, – იტყჳს, – ძალსა ღმრთისასა და მისსა შეუდეგით სასოებასა (თტე., ამოს., გელ., 5.8, S 417, 108v); ისწავა ეგჳპტემან მიუთხრობელი ძალი ყოველთა ღმრთისაჲ (თტე., წინასწ., იონა, მიზეზი, გელ., A 1108, 288v);
    ძალი უფროჲსად გამოუთქუმელი – ἡ ὑπεράῤῥητος δύναμις – ვითარ უკუე არა ჰმსახურებს ამის მიერცა ჩუენდა საცნაურ ქმნილსა ნამდჳლვე ჭეშმარიტსა ყოველთა ღმერთსა განკჳრვებითა ყოველთა მიზეზისა და უფროჲსად გამოუთქუმელისა ძალისაჲთა (არეოპ., ეპ., ეფრ., 7.2);
    ძალი ღმერთმთავრობითი – θεαρχικωτᾴτη δύναμις – და თჳთ იესუცა, ღმერთ-მთავრობითი იგი გონებაჲ და ზეშთაარსებისა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა სიწმიდისა და ღმერთ-მოქმედებისა დასაბამი და არსებაჲ და ღმერთმთავრობითი ძალი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1); ღმერთმთავრობითი ძალი ყოველთავე ზედა მისლვით მიიწევის და ზოგად ყოველთაგან შეუცავად დაადგრების (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3); და ყოველსავე აწ ჩუენ მიერ ქებულსა მღდელთ-მთავრობასა ერთი და იგივე აქუს ყოვლისავე მის მღდელთმთავრობისა ძალი და მოქმედებაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2);
    ძალი უზეშთაესი – ἡ ὑπέρτατη δύναμις – დასასრულისასა მას დასსა ზეცისა გონებათასა არა აქუს სიტყუაჲ მთავრობად ანუ საყდრად გინა სერაფიმად სახელის-დებისაჲ, რამეთუ ვერ მქონებელ არს ძალსა უზეშთაესთა მათ ძალთასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 5);
    ძალი არსმყოფელი და მპყრობელი – ἡ συνεκτικὴ δύναμις – მრავალ არიან ნეტარნი მჴედრობანი ზეშთასოფლისათა მათ გონებათანი და ზეშთა-ექმნებიან უძლურსა ამას და შეკნინებულსა ჩუენ შორისთა ამათ ნივთიერთა რიცხუთა შეზომილებასა ... არს-მყოფელითა და მპყრობელითა ძალითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 14);
    ძალი ცხოვლობისა – δύναμις ἡ – აზრი, მნიშვნელობა, მაგალითი – იქმნნეთ ნათელ სოფელსა შინა, ძალ ცხოვლობის სხუათაცა კაცთა (ნაზ., ჰომ., ეფრ.) // შდრ. სახე ცხოვრებისა – იქმნნეთ, ვითარცა მნათობნი სოფელსა შინა და სახე ცხოვრებისა სხუათა კაცთა (ნაზ., ჰომ., ეფთ., 39, XX);
    ძალი გუამოვანი – ὑποστατικὴ δύναμις ἡ – ძე – ერთი წმიდისა სამებისაჲ ძლიერი და მამისა გუამოვნად ძალად სახელდებული (სტით., სომხ. წვალ., არს., I,18);
    ძალი მარტივი, თჳთმოძრავი, თჳთმოქმედი – ἡ ἁπλῆ, αὐτοκίνητον, αὐτενέργητον δύναμις – და თავსა შინა თჳსსა მდგომარედ ვხედვიდეთ ერთსა რასმე ძალსა, მარტივსა, (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1);
    ნეოპლატ. ძალი შეუცავი და შეუწერელი – ἁπερίληπτον καὶ ἁπερίγραφον – არს უკუე შორის უზესთაესთა შემდგომთაგან შეუცავი და შეუწერელი ძალი (პრ., კავშ., პეტრ., 150; 91.3-4);
    ძალი ცნობისა – γνωστική δύναμις – [ყოველ მყოფს] ანუ-თუ მხოლოდ მყოფობაჲ ოდენ მოუგიეს მიზეზისგან, ანუ ცხოვლობაჲცა მყოფობასა თანა, ანუ ცნობისაცა მუნით მიიღო ძალი (პრ., კავშ., პეტრ., 39; 29.22-24);
    ძალი ერთ-მყოფელი – ἡ ἐνοποιός δύναμις – ყოველი აღმკული ერთ არს ერთ-მყოფელისა პირველისა ძალისა მიერ, და საშუვლობით თანმპყრობისა მიერ, და დასასრულთა დასაბამისადვე უკუნქცევისა მიერ (პრ., კავშ., პეტრ.,149; 90.18-20; D.§148);

    2. მღვდლობის ძალა – δύναμις ἡ – ძალი მღდელმემსხუერპლეობისა – ἡ τῶν ἱερουργῶν δύναμις – ხოლო დასასრულითა და უმთავრესითა მღდელ-მემსხუერპლეობისა ძალითა სრულ ჰყოფს საღმრთოჲსა ნათლისა ზიარ ქმნულთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.3);
    ძალი მღდელთმთავრობისა – ἡ ἱεραρχικὴ δύναμις – ხოლო არს, ვითარცა ვთქუ, აწ ქებული ესე ჩუენ მიერ სამღდელოჲ სრულ-მყოფელობაჲ სრულ-მყოფელობითისა მის მღდელთ-მთავრობისა წესისა და ძალისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.3);
    ძალი სამღდელთმთავრო – ἡ ἱεραρχικὴ δύναμις – ვინაჲცა ღმრთის სახე მღდელთ-მთავარი ყოვლისავე სამღდელთმთავროჲსა ძალისა ყოვლითურთ მიმღებელ იქმნების (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.7); ესრეთ უკუე იჴუმეოდენ საღმრთოთა მღდელთ მთავართა მიერ და ყოველთა სამღდელთმთავროთა ძალთა საქმე ზიარებისაგან განყენებისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.7);
    ძალი საღმრთოჲსა მღდელობისა – ἡ τῆς θείας ἱεροσύνης δύναμις – [იესუ] შეარწყუამს ჩუენსა მრავალ-სხუებრობასა და ერთ-სახეობითად და საღმრთოდ ცხორებად სრულ-ჰყოფს გუარისა და მოქმედებისა მღდელ-შუენიერისა მონიჭებითა საღმრთოჲსა მღდელობისა ძალისა მიერ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1);
    ძალი კურთხევისა – ἡ τῆς ευλογείας δύναμις – ბრძანა აღრიცხუვაჲ მათი, რაჲთა აჩუენოს თჳსისა კურთხევისა ძალი (თტე., რიცხ. 45, გელ., A 1108, 81r);
    ძალი მესაიდუმლოობისაჲ – ἡ τοῦ μυῆσαι δύναμις – სრულ-მყოფელისა მის მესაიდუმლოობისა ძალსა მიმღებელთა და განმყოფელთა სიწმიდეთასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.4);

    3. ხორციელი, ადამიანური ძალა – δύναμις ἡ – არა კაცობრივითა ძალითა, არამედ საღმრთოჲთა მადლითა ჰმართებს ერსა მას (თტე., რიცხ. 18, გელ., A 1108, 53r); რამეთუ უჴმს ჴორციელიცა ძალი მღდელ-მოქმედთა (თტე., II სჯ. 44, გელ., A 1108, 144v); არა რწმუნებითა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოჩინებითა საღმრთოჲსა სულისა მიერ აღძრულისა ღმრთის-მეტყუელთა ძალისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1);
    ძალი საცნაური – ἡ νοερὰ δύναμις – უკუეთუ გრძნობადთა ამათ სულნელთა შეწევნანი შუებულებასა შეიქმან და გემოვნებითა მრავლითა ზრდიან განმრჩეველობასა ყნოსათა ჩუენთასა, უკუეთუ ოდენ უვნებელ იყოს საქმე ესე და სულნელებათა ზომიერებათა მომზავებელ ურთიერთას, შემსგავსებულად ვინმე თქუას საცნაურთაცა ძალთა ჩუენთაჲ, უდარესთა სურვილისა მიმართ უხრწნელად მყოფთაჲ, ... საღმრთოჲსა საშუებელისა აღვსებად (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.4)
  3. Gk. ἡ οὐράνια δύναμις
    ძალნი ზეცისა – ზეციური იერაქრქიის, დასის საზოგადო სახელი (// ზეცისა არსებანი) / ან ზეციური იერარქიის ერთ-ერთი საფეხური, ცხრა დასთაგან ერთ-ერთი, ძალა – ძალი
     
    ესენი არიან, რომელნი უხილავისა მის სოფლისა არსებასა აღავსებენ, ვითარცა გუასწავებს ჩუენ პავლე და იტყჳს, ვითარმედ: მის მიერ დაებადა ყოველივე, გინათუ ხილული, გინათუ არა-ხილული, გინათუ საყდარნი, გინათუ უფლებანი, გინათუ მთავრობანი, გინათუ ჴელმწიფებანი, გინათუ ძალნი (ბას., ექუს., გ. ათ., 6, 16-18); მათიცა ღირს გულისჴმისყოფაჲ, თუ რომლისა მიზეზისათჳს ერთბამად ყოველთა ანგელოზებრთა არსებათა ძალ ზეცისა ჩუეულ ვართ წოდებად (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1); ერთბამად სხუათაცა წმიდათა არსებათა ზეცისა ძალ სახელ-ედების (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1); ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ საზოგადოდ ყოველთათჳს ჴუმევითა ზეცისა ძალთა სახელის-დებისაჲთა არათუ შერევნასა რასმე შემოვიღებთ თითოეულისა მის შემკობილებისა თჳთებათასა, არამედ, ვინაჲთგან სამად განყოფილ არიან სიტყჳთა მითვე ზეშთასოფლიობისაჲთა ყოველნივე იგი საღმრთონი გონებანი – არსებად და ძალად და მოქმედებად. ამისთჳსცა, რაჟამს ოდესმე ყოველთა და ოდესმე ვიეთმე მათგანთა საზოგადოდ სახელისდებაჲ გუენებოს „ზეცისა არსება“ ანუ „ზეცისა ძალ“ წოდებითა, ზემოთქუმულისა ამის სიტყჳსა თარგმანებითა გულისჴმა-იყოფებოდინ, რომელი-ესე აწ სიტყუამან მიჩუენა თითოეულისა მათისა არსებისა ანუ ძალისათჳს (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.2); – ἡ ἁγία δύναμις – ხოლო მეორენი იგი, რომელნი წმიდათა მათ უფლებათა და ძალთა და ჴელმწიფებათა მიერ შეისრულებიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.2); რამეთუ არღა სათქუმელ არს ამათთჳს, ვითარ-იგი ანგელოზთათჳს, ვითარმედ ყოველთასა უუკუანაჲსკნელესი შემკობილებაჲ არს წმიდათა მათ ძალთაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 11.1); და ზეშთასოფლისათა მათ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); რამეთუ ფუცა უფალმან თავსა თჳსსა მეტყუელმან, უფალმან ღმერთმან ძალთამან (თტე., ამოს., გელ., 6.6-8, S 417, 110v); ყოვლისა მჴედრობისა და ძალისა უფალმან (თტე., ამოს., გელ., 6.15, S 417, 111v);
    ძალი ანგელოზებრი – ἡ ἁγγελικὴ δύναμις – არა შემდგომითი-შემდგომად ყოველთაჲვე წმიდათა სიტყუებისა შინა წერილთაჲ მოგჳჴსენებიეს ანგელოზებრთა ძალთა გინა მოქმედებათა ანუ ხატოვნებათაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.9); რამეთუ მუნცა უხილავთა ძალთა, წერაქუჱბისა მჴუმეველთა, ქალაქისა სრულისა მოსრბაჲ ებრძანა (თტე., ამოს., გელ., 9.1-2, S 417, 114r);
    ძალი ღმრთისსახე – ἡ θεοειδὴς δύναμις – რამეთუ წმიდაჲ იგი სრულთა მემსხუერპლეობაჲ პირველად უკუე მქონებელ არს ღმრთისსახესა ძალსა სამღდელოჲსა უსრულთა განწმედისასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.3);
    ძალი საღმრთო – ἡ θειὰ δύναμις – არცა ვითარ ვინ თქუას საღმრთოთა მათ ძალთა ზეცისათა მაგინებელ რაჲთმე ექმნეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.2);
    ძალი ღმრთისსახეობითი – ἡ θεοειδὴς δύναμις – ამისსა შემდგომად თჳთ წმიდათა მათცა სერაფიმთა ეუწყა მას ღმრთის სახეობითი იგი ძალი (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4);
    ძალნი ღმრთებრივნი – ἡ τῶν θείων δύναμις – თითოეულსა ტომსა შინა არს ღმრთებრივთა ძალთა თჳთებაჲ ზენაჲთ შთამონაბრწყინი (პრ., კავშ., პეტრ., 146; 88.25-26; D.§145)
  4. მნიშვნელობა, შინაარსი, აზრი
     
    ძალი სიტყჳსაჲ – სიტყჳს მნიშვნელობა – ხოლო ძალსა სიტყჳსასა გულისჴმის-ყოფაჲ ესე ზოგად ყოველთა ღმრთისაგან ვითხოოთ (დამასკ., დიალ., ეფრ., წინასიტყ., 2); – διάνοια ἡ – უცხადესად-რე გამოჩნდების ესევითარი ესე ძალი სჳმახოჲს... აღწერილთა მიერ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., IV, 11); საღმრთოთა სიტყუათაჲ ვისწაოთ ძალი (თტე., ამოს., გელ., მიზეზი, S 417, 99v); – νόημα τό – გულისჴმისსაყოფელი ვიდრემე ძალი ამისი განცხადებულად გუასწავა ჩუენ საღმრთომან მოციქულმან (თტე., II სჯ. 31, გელ., A 1108, 128v); – ἕννοια ἡ – ვითარ უკუე ამათ შორის ძალი სასმენელ იქმნების (ამონ., ტარიჭ., 124,35); ძალი ლექსისაჲ (ἕ‡᾽ννοια τῆς λέξεως) ესე სადმე ცხად-ჰყოფს ყოველსა ძალსა ლექსისასა, რამეთუ ესენი არიან, იტყჳს, თანმოსახელებ (ამონ., ტარიჭ., 109,26); ეგევითარივე ძალი აქუს დიდისა მოსეს აღწერილისა მიმართ დიდისა ბასილის გამოწულილვით განხილულსა გულისჴმისყოფასა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., I, 2); – σημασία ἡ – ორთავე ამათ ჴმათა მიერ... ერთი ძალი მოესწავების, რომელ არს მყისსა შინა დაბადებაჲ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 6)
  5. Gk. ροπή ἡ
    ძალნი რაოდენისანი – უზოგადესი კატეგორიის – რაოდენობის სახეები: სიმძიმე, სიმსუბუქე
     
    ვიეთნიმე საკუთართა სახეთა რაოდენისათა სამ-ყოფად იტყჳან: რიცხჳ, სიბუშქუე, ძალი, რომელ არს როპი (ამონ., ტარიჭ., 144,4-5); ძალი, რომელ არს როპი, რამეთუ მის ქუეშე აღიყვანების მძიმე და სუბუქი, რომელნიცა არიან ძალნი რაოდენისანი (ამონ., ტარიჭ., 144,9-10); რაჲთა ცხად იქმნეს ყოველთა საღმრთოჲსა მოხედვისა ძალი (თტე., მსჯ. 16, გელ., A 1108, 183v)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9