შემეცნება, ცოდნა
- იყო უკუე მარადის სული წმიდაჲ... წინამძღუარი ცხორებისაჲ... სული ჭეშმარიტებისაჲ, სიბრძნისაჲ, მეცნიერებისაჲ, გულისჴმისყოფისაჲ (ნაზ., ჰომ., 41, IX, ეფთ.) // იყო სული წმიდაჲ... სული შვილებისა, ჭეშმარიტებისა, სიბრძნისა, გულისჴმისყოფისა, მეცნიერებისა (ნაზ., ჰომ., 41, IX, ეფრ.); ყოველი მეცნიერებაჲ ღმრთისა ყოფისაჲ მის მიერ ბუნებით დათესულ არს ყოველთა შორის (დამასკ., გარდ., 34, ეფრ.); მეცნიერებაჲ არს ცნობაჲ ხილულთაჲ (დამასკ., დიალ., 54,12, ეფრ.); სიბრძნესა შეუდგს მეცნიერება და მეცნიერებასა შეუდგან შრომანი (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 321v); მეცნიერებაჲ განიკითხავს მეცნიერსა (დამასკ., დიალ., 37,4, ეფრ.); მეცნიერებასა მას თანა შეზავებულ არს ძალიცა (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 1); უმეცრებაჲ უჩინო იქმნების მეცნიერებითა და უფროჲსღა ფრიადითა მეცნიერებითა (არეოპ., ეპ., ეფრ., 1); უზეშთაესისა მის ყოვლითურთი უცნაურებაჲ მეცნიერება არს ზეშთა ყოველთა მეცნიერებათა და ცნობილთასა (არეოპ., ეპ., ეფრ., 1); შემოჰკრებს ერთისა მიმართ ჭეშმარიტისა და წმიდისა და ერთ-სახისა მეცნიერებისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.6); არა ყოველნივე წმიდა არიან, არცა ყოველთა არს მეცნიერებაჲ, ვითარცა სიტყუანი წერილთანი იტყჳან (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.2; არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4); ყოვლისავე უნივთოჲსა მეცნიერებისა უმაღლესითა ნათლითა აღვსებულნი (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2); მიმცემელმან ნათელსა მეცნიერებისასა, საღმრთოთა წერილთანი აღუჴსნნა მიუწთომელობანი (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); მისი არს ყოველი განზრახვაჲ და მის მიერ არს ყოველი მეცნიერებაჲ და გუ-ლისჴმის-ყოფაჲ და მის შორის არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და დაფარულნი მეცნიერებისანი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.1); γνῶσις ἡ – ხედვად უწოდენ ფილოსოფოსნი მეცნიერებასა (ამონ., ტარიჭ., 33,9); ფილოსოფოსობაჲ არს მეცნიერებაჲ მყოფთაჲ, უკუეთუ მყოფნი არიან (ამონ., ტარიჭ., 4,31);
- მეცნიერებაჲ დაფარული – ფარული ცოდნა – γνῶσις ἀπόκρυφος ἡ – ნაშობ ვენაჴისა – საიდუმლონი და მეცნიერებაჲ დაფარული (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 136 I); – ἀδιαίρετος γνῶσις ἡ – რომლითა მიიღებვიან საღმრთონი მდგომარეობითი და ძლიერებითი და ერთობითი და განუყოფელობითი მეცნიერებაჲ საცნაურთა მათ მიერ საცნობელთა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.4); – πρωτόδοτος γνῶσις ἡ – პირველ მიცემულისაგან მეცნიერებისა და ჴელოვნებისა მიმღებელობით სრულ-ქმნილი (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3); ეგრეთვე რომელი მღდელთ-მთავარსა იტყოდის, განღმრთობილსა და საღმრთოსა კაცსა მოასწავებს, ჴელოვანსა ყოვლისავე სამღდელოჲსა (ἱερᾶς) მეცნიერებისასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.3); – θεουργικὴ γνῶσις ἡ – მოსწავლეობენ და ღმერთ-მყოფელისა მეცნიერებისა მიმართ მოსურნეობენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.3); – τῶν θειῶν γνῶσις ἡ – ღმრთის-მეტყუელებითთა მეცნიერებათა პირველნი მეორეთა მისცემენ (არეოპ., ზეც., ეფრ., 10.2); არა ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ სხუათაჲ მიმთუალველთაგან საღმრთოჲსა მეცნიერებისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 3.3); – θειοτάτη γνῶσις ἡ – სრულ ჰყოფს საღმრთოჲთა მეცნიერებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.7); – θεία γνῶσις ἡ – ყოვლისავე ცნობასა მისსა იტყჳან საღმრთონი სიტყუანი და ვერარაჲ განევლთას მეცნიერებასა საღმრთოსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); სიბრძნე და მეცნიერებაჲ – საღმრთოჲ და კაცობრივი (დამასკ., გარდ., 179, არს.); – ὄντων γνῶσις ἡ‡ – რამეთუ დაეფარვის მქონებელთა ნამდჳლვე ნათლისა და ჭეშმარიტისა მეცნიერებისათა ღმრთისა მიმართი უმეცრებაჲ და ზედა-მდებარე მისსა ბნელი (არეოპ., ეპ., ეფრ., 1); – ἐπίγνωσις ἡ – ხედვენ იგინი [მცურვალნი] წყალთა შინა და არა აქუს მათ ჴსენებაჲ და არცა უცნებაჲ, და არცა მეცნიერებაჲ მოყუასთა თჳსთაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 107, 108, 1-3); კეთილისა და ბოროტისა ცნობადი ხე არს მრავალსახისა მის ხედვისა შემეცნებაჲ, რომელ არს მეცნიერებაჲ თჳსისა ბუნებისაჲ (დამასკ., გარდ., 106, არს.); – γνώστης – უგალობდენ მიზეზსა ყოველთასა,... ვითარცა გონებასა, ვითარცა სიტყუასა, ვითარცა მეცნიერებასა ... (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.6); – γνωστικόν τό – მეცნიერებაჲ უზეშთაესისა მის საღმრთოთა გამობრწყინვებათა ჴელოვნებისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3); – διάγνωσις ἡ – გამოკვლევით მიღებული ცოდნა – თჳთ მათ მკურნალთაცა ნიშანნი რაჲმე ჰქონან მეცნიერებისა მიერ (ამონ., ტარიჭ., 171,1); – γινώσκειν τό ·· – უფალმან სხუაჲცა მისცა სასწაული ღმერთ-ყოფისა თჳსისა მეცნიერებაჲ გულთა მათთა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,15II); სათანადო არს გამოწულილვით მეცნიერებაჲ წინააღმდგომთაცა შჯულისაჲ (ანასტ. სინ., არს., შეს. 71-82); გუამოვნებითი განყოფილებაჲ თჳსსა განარჩევს უცხოჲსაგან ნათესავობისაებრ და მონაგებისა, რაჲთა თითოეული თჳსისასა მეცნიერებით (ἐπιγινώσκων) ზრუნვიდეს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r); – γνώμη ἡ – ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ ცნობისა, გინა მეცნიერებისა, ანუ განზრახვისა სახელი მრავალსახე არს (დამასკ., გარდ., 187, ეფრ.); – νοητά τά – ესევითარი არს ბუნებაჲ მეცნიერებათაჲ (დამასკ., დიალ., 51,25, ეფრ.); – θεία νόησις ἡ – რაჟამს თანა-შეატყუა იგი მტკიცესა მას და მდგომსა საღმრთოთა მეცნიერებათა უსრულესობასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.1); – ἐπιστήμη ἡ – სულმან მეცნიერებისამან აღავსო ბესელიელ (ნაზ., ჰომ., ეფთ.., 41 XIII, ეფრ)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.