მიზეზისაგან გამომდინარე, თავის თავში მიზეზის მქონებელი, შედეგი
- ღმერთი არს არსებაჲ უმიზეზოჲ, მიზეზი, ყოვლად ძლიერი, ყოვლისა მიზეზისა მიზეზოვნისა ზესთა არსებისაჲ (ანასტ. სინ., არს., II 70-72); ხოლო მიზეზით და მიზეზოვნად, ვითარ-იგი მამაჲ ძისა არნ მამა (დამასკ., დიალ., 37,6, ეფრ.); – მიზეზისაგან გამომდინარე, თავის თავში მიზეზის მქონებელი, შედეგი – αἰτιατόν τό – უძლიერესი მიზეზთაჲ უმრავლესთა არს წარმომაყენებელ და რაჲოდენი შეუძლოს მიზეზოანმან, უმეტეს შეუძლოს მან [მიზეზმან] იგი (პრ., კავშ., პეტრ., 57; 38.23); ყოველი მიზეზი პირველ მიზეზოანისაცა იმოქმედებს, და მიზეზოანსაცა თანა, და კუალად შემდგომად მიზეზოანისა სხუათაცა წარმოაყენებს (პრ., კავშ., პეტრ., 57; 38.29-30); საჭირო არს, რაჲთა მიზეზოანი თან იქონებდეს მიზეზსა, ვითარ მის გამო მქონებელი არსებისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 28; 24.12-13); მის [მდგომობითი ძალის] მიერ წარმოყენებული და მიზეზოან-ქმნილი უპირატესისა მიზეზისა მიერ იყოს მიზეზოან, რამეთუ რომელმან სრულ-ყო ერთი მიზეზად, სრულ-ყო-და სხუაჲცა; და, თუ ესე ესრეთ, და მიზეზოანთაცა მუნითვე ჰქონდის მყოფობაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 56; 38.1-5); ყოველი მიზეზოანი ჰგიეს შორის მიზეზსა თჳსსა და იწარმოებს მისგან და უკუნ-იქცევის მისდადვე. ხოლო ეგოს თუ ოდენ, არაჲთ განეყოს მიზეზსა, იყოს განუყოფელ მისგან; რამეთუ განყოფასა თანა დაუერთბამდების წარმოობაჲ მისი ხოლო, თუ წარმოვლის-ოდენ მხოლოდ, უზიარებელ იყოს მისდა მიმართ და თანაუვნ, არა-სადა მზიარებელი მიზეზსა (პრ., კავშ., პეტრ., 35; 27.29-34); თჳს შორის მგედ და მაფუძნებელად თჳსად შემძლებელი თჳთებისა თჳსისა თჳთ არს წარმომჩენელ, ... და ესრეთ არს თჳს შორის, ვითარ მიზეზსა შორის მიზეზოანი (პრ., კავშ., პეტრ., 41; 31.5-8); უმახლობელესნი და უთჳსესნი მიზეზთანი უსრულეს, და ესთავე – მიზეზნი მიზეზოანთა მიმართ (პრ., კავშ., პეტრ., 36; 28.26-27)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.