ინსტინქტური მოძრაობა
- მიმართებითად ძრვად ითქუმის ძრვაჲ ყოველისავე გუამისა ჴორცთაჲსაჲ და აღმომფშვინველობითისა და ადგილითი ადგილად მომიმდგომობითისა ძალისა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463,131v); და ბუნებითისა ვიდრემე თჳთება არს მზრდელობითი, აღორძინებითი და მშობლობითი ძრვაჲ; ხოლო მგრძნობელობითისა – მიმართებითი აღძრვაჲ; ხოლო გონიერისა და სიტყჳერისა – თჳთმფლობელობაჲ (დამასკ., გარდ., 182, არს.) შდრ. მიდევნებითი (დამასკ., გარდ., 181, ეფრ.); თჳს უკუე ჴორცთა არს განკუეთაჲ და წარდინებაჲ და შეცვალებაჲ რომელობათა მიმართ, ესე იგი არს განგრილებისა, განჴურვებისა, ნოტიობისა და სიჴმელისა და ასოთა შეწყობილობისა. ხოლო თჳს სულისა სიტყჳერისა მხოლო მის და ოდენ მარტოდ ცხორებაჲ, გაგონებაჲ და სიტყჳერი წადიერებაჲ, რომელ არს საუთარი ნებაჲ. და პირველ ამათსა სახოანი სახე სულისაჲ, განმყოფელი მისი არსებისაგან ანგელოსთაჲსა ჴორცთა შინა მოქალაქობითა და ცხორებისა და ძრვისა მიმნიჭებელობითა მათითა და თჳთჴელმწიფებითი წადიერებისაებრ თჳსისა, ესე იგი არს ნებებისა მყვანებელობითა ჴორცთაჲთა და პირუტყულისა წადიერებისაჲთა, გულისთქუმისა და გულისწყრომისა და მიმართებითისა აღძრვისაჲთა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); გრძნობელობითისა (ცხორებისა წესი არს) მიმართებითი მოძრავობაჲ (მქს., პიროს., გელ., 25,6) შდრ. მშჳნვიერი იგი ძრვა და პირუტყუებრივი მიმართებაჲ სადაცა გულმან უთქჳს (მქს., პიროს., ეფთ., 8,22); მიმართებით-ი ძალ-ი – მისწრაფება, სწრაფვითი ძალა – κατὰ τὴν ὁρμήν – ცხოველთა აქუს მებრ მიმართებითითა ძალითა გუარი ესე, ხოლო სულსა სიტყჳერებრივ და გონებასა –გონიერად (პრ., კავშ., პეტრ., 146; 89.4-5; D.§145)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.