რიცხვი, რაოდენობის სახე
- განსაზღვრებულთა რაოდენთაგან აღმოიყვანების რიცხჳ და სიტყუაჲ. რიცხუად უკუე ამას ადგილსა აღრიცხულთა უწოდ, რამეთუ რომელნი აღირიცხუვოდინ, უეჭუელად განსაზღვრებულ არიან (დამასკ., დიალ., 36,8, ეფრ.) // განსაზღვრებულისა რაოდენობისა მიმდგომ არიან რიცხჳ და სიტყუაჲ. ხოლო რიცხუად ვიტყჳთ აქა აღრიცხულთა, რამეთუ აღრიცხულნი უეჭუელად განსაზღვრებულნი არიან, ვითარცა გამოჩინებულ იქმნა (დამასკ., დიალ., 36,8, არს.); სახითა განყოფილნი ურთიერთას რიცხჳთაცა განიყოფვიან, ხოლო რიცხჳთა განყოფილნი არცა მერმე სახითაცა, რამეთუ არ გარემოიქცევის სიტყუაჲ (ამონ., ტარიჭ., 52,4); რიცხჳ არა განწვალებისა ანუ შეერთებისა მიზეზ არს, არამედ რაოდენობისა აღრიცხულთაჲსა დამნიშნველ (დამასკ., გარდ., 160, არს.); განყოფილთაჲ არს რიცხჳ და რომლითა სახითა განიყოფვიან განყოფილნი, მითვე სახითა აღირიცხუვიანცა (დამასკ., გარდ., 167, არს.); აობაჲ და რიცხჳ და გუარი საზღვრის-გუარ ყოველნი არიან: ვინაჲ ესე თანმოდასე ურთიერთას (პრ., კავშ., პეტრ., 157; 95.8-10)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.