რა რი რო რჩ რწ
რის რიტ რიც

რიცხჳ (ღმრთებრივი // ღმრთეებრი)

Gk. ὁ θεῖος ἀριθμός
ნეოპლატ. არათვლადი, განყენებული, აბსტრაქტული რიცხვები

არსის განმაცხოველებელი (სიცოცხლის მიმცემი), სრულმყოფელი, არსისათვის გვარის (ფორმის) მიმცემი და სათანადო რიგში განმაწესებელი, ღვთაებრივი რიცხვები, „ღვთაებები“, ღვთაებრივი ჰენადები, ერთობის პრინციპები

 
ყოველი ღმრთებრივი რიცხჳ ერთებრივი არს (პრ., კავშ., პეტრ., 113; 69.19); თუ ღმრთებრივსა რიცხუსა აქუს მიზეზი უპირატესად და საკუთრებით ერთი, ვითარ გონიერსა რიცხუსა გონებაჲ და სულიერსა – სული, და ყოველგან არს შესაბამი სიმრავლე თჳსისა მიზეზისა მიმართ, საუწყო, ვითარმედ ღმრთებრივი რიცხჳ ერთებრივი არს, ვინაჲთგან-და ღმერთიცა ერთ (პრ., კავშ., პეტრ., 113, 69.20-24); ერთისა და კეთილობისა თანტომ და თანბუნება ღმრთებრივი რიცხჳ (პრ., კავშ., პეტრ., 114; 70.8-9); (პრ., კავშ., პეტრ., 115; 71.8-10); ὁ τῶν θείων άριθμός – ზესთა გონებისა არს ყოველი ღმრთებრივი რიცხჳ (პრ., კავშ., პეტრ., 130; 80.1; D. § 129); τὸ θείον – ღმრთეებაჲ შეახებს გონებასა მზიარებელსა მისდა სულსა და შეჰკრავს ღმრთისადმი (τῷ θειῳ) ღმრთებრივი რიცხჳ (Sic! τὸ θείον) (პრ., კავშ., პეტრ., 182; 109.26-28); οἱ θεοί – ღმრთებრივმან რიცხუმან მყოფნი თან იწარმოვნა, და არარაჲ შემძლებელ არს წარმოდგომად და საზომისა და წესისა მიმთხუევად, განეყენოს თუ ღმრთებრივსა რიცხუსა: რამეთუ სრულ-იქმნების ყოველი ძალისა მიერ მათისა და დაიწესების და განიზომვის ღმრთეებრისა მიერ რიცხჳსა (პრ., კავშ., პეტრ., 145, 88.7-11; D.§144); – მყოფთა შორის უკუანაჲსკნელთაცა ტომთასა უპირველეს არს (κοσμοῦντες) მათი ღმრთებრივი რიცხჳ (θεοί) და მისცემს მათ ცხოველობასა და გუარ-ქმნასა და სრულებასა (პრ., კავშ., პეტრ., 145, 88.11-13; D.§144); სიმრავლესა შორის სულთასა წარმოდგომილნი ურაბამებენ ღმრთებრივთა რიცხუთა, ხოლო რომელნიმე სამარადისოდ თან-აღჰყვებიან ღმრთებრივთა რიცხუთა და გონივრად იმოქმედებენ სამარადისოდ, და საღმრთოთა სულთადა არიან აღკრულ, და ესევითარი აქუს მათდა მიმართ საზომი, ვითარ გონიერსა ღმრთებრივთა მიმართ. ხოლო ოდესმე გამგონენი ეყვანებიან ოდესმე რიცხუსა ღმრთებრივსა, და არა არიან მზიარებელ გონებისა სამარადისოდ (პრ., კავშ., პეტრ., 185; 111.1-6); ღმრთებრივი რიცხჳ პირველ სიმრავლისა არს, ხოლო გონებანი შემდგომად მათსა (პრ., კავშ., პეტრ., 171; 103.6); ὁ θεῖος ἀριθμός – ღმრთეებრიცა რიცხჳ ყოველი ზესთ-არსი არს (პრ.კავშ.,პეტრ.,თ.115, გვ. 71,10-11); ყოველთა ტომთა უმწუერვალესნი ღმრთებრივთა რიცხუთადა აღწმასნილ არიან – სხეულთაჲ, სულთაჲ, გონებათაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 140, 85.19-20; D.§139)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9