რაოდენობის ერთ-ერთი სახე
- შეკრებითნი არიან სიტყუანი ესერაოდენი: გუამი, განცხადებაჲ, ასოჲ, ადგილი, ჟამი (დამასკ., დიალ., 36,11, ეფრ.); სიტყუაჲ და ჟამი იგივე არიან რიცხჳთა (ამონ., ტარიჭ., 144,5); ჟამი საზომი არს ძრვისაჲ (ამონ., ტარიჭ., 149,29.) შდრ. ხრონოჲ საზომი არსო მიდრეკისაჲ (პეტრ., კავშ., განმარტ., 50; 107.21-22); ნამდჳლვე ამის არსისაგან არიან საუკუნენი და არსებაჲ და ყოფაჲ და ჟამი და ქმნაჲ და ქმნადნი, არსთა შორის არსნი და ესრეთ ვითამე მყოფთა შორის მყოფნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.4); ყოველივე ჟამი და საუკუნე მის მიერ არს, ხოლო ყოვლისავე ჟამისა და საუკუნოჲსა და ყოვლისავე ვითარ-რაჲმე მყოფისა დასაბამ და მიზეზ პირველითგან მყოფი იგი არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.5); ძუელად დღეთა იგალობების ღმერთი ყოველთა ამათ მისდად ყოფისათჳს, ესე იგი არიან: საუკუნე და ჟამი და პირველ დღეთაობაჲ და პირველ ჟამთა და საუკუნეთაობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 10.2); უკუეთუ არად საჴმარ იყო... დღისა და ღამისა ჟამთა შემოსაზღვრებაჲ (ნოს.,პასუხ. ექუს., გ. ათ., I, 8); ნებება ვიდრემე და მოქმედება ღმრთისა არს საღმრთოჲსა ირინეოჲსაებრ ყოვლისავე ჟამისა და ყოვლისავე ბუნებისა შემოქმედებითი და წინაგამგებელობითი მიზეზი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v); ბუნებანი უფლისანი არც ერთ სხეულ არიან, არცა ეპიფანია, არცა წარზიდულ, არცა ადგილ, არცა ჟამ (დამასკ., გარდ., 233, არს.); რამეთუ ყოველთა ჟამნი მსგავსად განზომილ არიან და სიკუდილნი განჩინებულ არიან (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 323r); ჟამი არს დარღუევად და ჟამი – აღშენებად (ეკლსტ., გელ., 65. II); – ნეოპლატ. – ყოვლისა ჟამისა მიერ განზომილისა ანუ არსებით ანუ მოქმედებით აღგებაჲ მისდა არს განზომაჲ ჟამისა-მიერი (პრ., კავშ., პეტრ., 50; 34.14-158); თუ ჟამისა მიერ განიზომების, ესაკუთრების, რაჲთა ჟამთაებრ იყოს, ანუ იმოქმედოს (პრ., კავშ., პეტრ., 50. 34.14-17); ყოველთა საუკუნითთა უპირველეს არს საუკუნოჲ, და ყოველთა ჟამის-შორისთა – ჟამი უპირველეს წარმოდგომილ (პრ., კავშ., პეტრ., 53. 35.27-28);
- ჟამი (საყოველთაოჲ) – უნივერსალური დრო – σύμπας χρόνος – (universo tempore) – სხუათა სულთა მოქცევი განნაწილებულისა ჟამისა მიერ განიზომების, ხოლო საყოველთაოჲსა და პირველისა სულისა და ჟამისა მიერ განზომილისა საყოველთაოჲსა ჟამისა მიერ განიზომების (პრ., კავშ., პეტრ., 200; 119.13-15);
- ჟამ-ი ჟამთა-ჲ – ὁ χρόνων χρόνος – რომელიმე არს საუკუნოჲ საუკუნეთაჲ, ხოლო რომელიმე ჟამი ჟამთაჲ, რომელნი არიან თანმექონეთა მაგუამოვნებელ (პრ., კავშ., პეტრ., 53; 36.11)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.