მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მო მრ მს მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მწ მხ მჴ
მო- მობ მოგ მოზ მოკ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოფ მოქ მოღ მოყ მოშ მოც მოძ მოწ მოჴ მო–

მოქალაქობა

Gk. πολιτεύεσθαι (πολιτεύω)
მოღვაწეობა, ცხოვრება
 
მისცა მთასა ზედა სინასა შჯული, რომლისაებრ უჴმდა მათ მოქალაქობაჲ (თტე., II სჯ. 1, გელ., A 1108, 93r); πεπολιτευμένος – არამედ, განმამაკაცნა რაჲ ღმერთი, ახალი რაჲმე ღმერთ-მამაკაცებრი მოქმედებაჲ მოქალაქობდა ჩუენ შორის (არეოპ., ეპ., ეფრ., 4); სანატრელმან დიონოსიოს ახლითა რაჲთმე ღმერთმამაკაცებრივითა მოქმედებითა ქმნილად ქადაგა მოქალაქობაჲ ქრისტესი ჩუენ შორის (დამასკ., გარდ., 208, ეფრ.); [ცხად ჰყოფს] უცნაურსა სახესა ბუნებათა ქრისტესთა ურთიერთას დამტევნელობისასა, შემსგავსებულსა კაცობრივისაცა მოქალაქობისა მისისა (მქს., პიროს., გელ., 47,2); უკუეთუ მოქალაქობაჲ შემსგავსებული მართლისა სარწმუნოებისაჲ აჩუენოთ (ნაზ., ჰომ., 36.10, ტბელ.);
მოქალაქობა (ანგელოზშუნიერი) – (ἀγγελοπρεπῶς) ἐμπολιτευόμενος – და ამიერვე საწუთროჲთ ცხორებით იწყებენ ყოფადსა მას ანგელოზ-შუენიერსა მოქალაქობასა კაცსა შორის მოქალაქობად ყოვლითა უვნებელობითა (არეოპ., ეპ., ეფრ., 10);
მოქალაქობა სათნოებითი – ἐνάρετος ζωή ἡ – სათნოებითისა მოქალაქობისა უცვალებელად სრულებად მიწევნულთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.9);
მოქალაქობა საღმრთო – ἔνθεος πολιτεία ἡ – გჳჩუენა ჩუენ აღსავალი ზეშთასოფლისაჲ და მოქალაქობაჲ საღმრთოჲ მისსა მიმართითა მით ჩუენითა წმიდითა ძალისაებრითა მსგავსებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11);
მოქალაქობა სახარებისა – εὐαγγελικὴπολιτεία ἡ – შევიწყნარებ ყოველთავე წმიდათა და სამღდელოთა კრებათა, რომელნი-იგი მადლითა ღმრთისაჲთა შეკრბეს თითოეულთა შინა ჟამთა და ადგილთა დასამტკიცებელად კეთილადმსახურებისა და სახარებისა მოქალაქობასა (თტე., მრწ. 20, თეოფ., Jer. 23, 343r);
მოქალაქობა სჯულიერი – ἔννομος πολιτεία ἡ – რამეთუ სჯულიერისა მოქალაქობისა სიწმიდისა შემამრღუჱველთა (თტე., მიქ. 4.8, გელ., K 1, 400r);
მოქალაქობა სჯულისგარე – παράνομος πολιτεία ἡ – არამედ სჯულისგარისა მოქალაქობისათჳს (თტე., მიქ. 6.16, გელ., K 1, 407r);
მოქალაქობა ჴორციელი – πολιτεία ἡ – და პირველ ამათსა [არს] სახოვანი სახე სულისაჲ, განმყოფელი მისი არსებისაგან ანგელოსთაჲსა ჴორცთა შინა ( τὸ εν σώματι πολιτεύεσθαι) მოქალაქობითა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); κατὰ σαρκά ζωή ἡ – რამეთუ გჳჴმს ჩუენ, უკუეთუ ოდენ მისსა მიმართ ზიარებად გუსურის, რაჲთა საღმრთოსა მას ჴორციელად მოქალაქობასა მისსა განვიცდიდეთ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.12)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9