პირი ღვთისა. პირი და გუამი (ჰენდ.)
- II. 1. ერთი არს ღმერთი და ერთი – ღმრთეებაჲ სამთა პირთა და გუამთა შინა თანაარსთა, რომელნი არცა ბუნებითა განიყოფვიან, არცა ადგილითა (მიქ., მრწ., ეფთ., 4, Jer. 151, 83r); გუამი უკუე არს საეკლესიოჲსა და სამოციქულოჲსა მოცემისაებრ პირი, ესე იგი არს – ხატი ვითარცა იტყჳს პავლე ძესა ბრწყივნალებად მამულისა დიდებისა და ხატად გუამოვნებისა მისისა, რომელ არს პირი თანაარსი ხატისა მამულისა გუამოვნებისაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 166-170); წმიდათა მამათა გუამი და განუკუეთელი და პირი მასვე და ერთსა უწოდეს (დამასკ., დიალ., 29,2, არს.); ერთი პირი არს ქრისტე და ერთი გუამი (ანასტ. სინ., არს., I, 75,76); და ძე უკუე საკუთრებით არს მეორებაჲ გუამოვნებისაჲ იგივეობასა შინა ბუნებისა ანუ აღორძინებასა პირისა თანამონათესავისასა ანუ გზავნაჲ ბუნებისაჲ ერთნათესავობით ცნობილი (ანასტ. სინ., არს., II, 97-99); პირი და გუარი // ღონე –სხუაჲ არა არს გუარი, თჳნიერ დადუმებისა უკუე პირთაჲსა და შეჩუენებისა ეგევითართა მათ შჯულთაჲსა (მქს., პიროს., გელ., 50,2) // სხუაებრ არა არს ღონჱ, არამედ სახელები პირთაჲ მათ დაიდუმონ და წვალებაჲ შეაჩუენონ (მქს., პიროს., ეფთ., 16,13);
- 2. ერთსა პირსა აღვიარებ სიტყჳსა ღმრთისა და ჴორცთა მისთასა, რამეთუ სამებად ეგო სამებაჲ შემდგომად სიტყჳსა განჴორციელებისაცა (დამასკ., გარდ., 168, არს.); სახელნი ესე, „ღმერთი“ და „უფალი“ თჳთ მის საღმრთოჲსა ბუნებისა, არა პირთა განწვალებულებისა არიან წარმომაჩინებელ (თტე, II სჯ. 2, გელ., A 1108, 101v); რამეთუ „უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთ არს“, არსებისასაცა ასწავებს ერთობასა, და რიცხუსა განაცხადებს პირთასა (თტე, II სჯ. 2, გელ., A 1108, 101v); და თქუა ღმერთმან: „ვქმნეთ კაცი“. მითხარ უკუე, ნუუკუე აწცა მარტოჲ პირი არსა? რამეთუ არა წერილ არს, ვითარმედ „იყავნ კაცი“, არამედ „ვქმნეთ კაცი“ (ბას., ექუს., გ. ათ., 113, 2-4); ვინაჲთგან ერთი ღმრთეებაჲ არს სამთავე შინა პირთა თანასამარადისოჲ (თტე., მრწ., თეოფ., 4, Jer. 23, 340r); ნისტორცა სადმე, ორთა მეტყუელი პირთაჲ, ერთსა მეშჯულეობს მოქმედებას (მქს., პიროს., გელ., 42,3); ხოლო უკუეთუ მოქმედებათა მიერ პირნი შემოიყვანებიან თქუენებრ, პირთა მიერ მოქმედებანი შემოყვანებულ იქმნენ შემდგომობისაებრ (მქს., პიროს., გელ., 42,4)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.