ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
აგე

აგებულ-ება-ჲ

I. 1. შედგენილობა, სტრუქტურა - διακόομησις ή - და ესე ყოველთადა ცხად არს, რომელთა უწყიან მცირედცა აგებულებაჲ სოფლისაჲ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII,17); - πλάσις ή - წარმოქმნა, შედგენა - მიუწდომელ და უხილავ არიან... აგებულებათა და სახეთა შინა მყოფთაგან მარტივნი და გამოუსახველნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1); διακόομησις ή - თუ ვინ თქუას მიდრეკაჲ უკუჱ ცხოველთაჲ, სიმარჯჳთა სიტყჳერებისაჲთა, არამედ აგებულებისა მათისა უმარჯუ-ყოფაჲ ჴელოვანებითთა საქმეთა მიმართ... ... არამედ სიტყუაჲ ესე არა დაჰჴსნის საძიებელსა (ნემეს., პეტრ., II; 48.20-25); - σύμπηξις ή - გუამი არს დასაბამსა თითოეულისა დაბადებისასა ქმნილი იგი აგებულებაჲ (დამასკ., დიალ., 53,3, ეფრ.); - σύστασις ή - ჩუენ პირველისა მისთჳს არსთა აგებულებისა ესრეთ გულისჴმა-ვყავთ (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., IV, 11); მისვე მიწისაგან მიუღიეს აგებულება და მისვე მიწასა მიმართ აქვს მიქცევაჲ და განსლვაჲ (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 323r); ერთი და იგივე აგებულებაჲ აქუს ყოველთა კაცთა, ერთბამად შეერთებული სულისაგან და ჴორცთა (დამასკ., გარდ., ეფრ. 200); - συνίστημι - შეერთება, შედგენა - ამათ მიერ იქმნების აგებულებაჲ ყოველთა ცხოველთაჲ (დამასკ., დიალ., 2,24, ეფრ.); და ესე აგებულებაჲ მისწუდების საგრძნობელთა და თითოეული მათი განთჳსებულ არს და განყოფილ საქმითა თჳსითა და არა შერეულ სხუათა მათ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 162, 2-5);
2. სხეულებრივი შეზავება, ხორციელი აღნაგობა - ἡ κράσις τοῦ σώματος - სამნი საქმე არიან, რომელთა მიერ იშვებიან გულისსიტყუანი: საცნობელნი და ჴსენებაჲ და აგებულებაჲ ჴორცთაჲ (აბ. თალ., გ. ათ., I, 46). 3. მყოფი - ὂν τò - „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“: თჳთოეულისა აგებულებისა ბუნებისა გამოკულევასა, რომელნი ხილვითა გონებისაჲთა განიცდებიან ჩუენ მიერ... მრავალი და განგრძობილი სიტყუაჲ შემოაქუს მათ მითხრობისაჲ (ბას., ექუს., გ. ათ., 9-10, 36-37 - 10,1-2).

II. სტიქია, საფუძველი, ელემენტი - στοιχεîον το - ვითარცა ოთხნი აგებულებანი ნივთთაგანი და სახეთა არიან (აბ. თალ., გ. ათ., I, 93); აგებულებაჲ (სოფლისაჲ) - ვინაჲცა რომელნიმე ნივთთა სიჴშოისა მიმართ მიივლტოდეს და ოთხთა ამათ აგებულებათა სოფლისათა აჩემეს მიზეზი ყოველთა დაბადებისაჲ (ბას. ექუს., გ. ათ., 3, 1-2).

III. სახე, ხატი - είδος τό - აგებულებასა ვიდრემე პურისა და ღჳნისასა უქცეველად დაიცავს (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404, 135II); - ήθος τό - აწ უკუე ვითარ მოიღებ შენ მიერ დაწყებასა და იტყჳ მიზეზად კაცთა ცხორებისა, და ჩუენ შორის მძოვართა მათგან გამოსახავ შობილთა მათ აგებულებასა და ხატსა? (ბას., ექუს., გ. ათ., 71, 11-13).

IV. ძირეული მნიშვნელობა, აზრი (სიტყვისა) - έμφασιჯς ή - სიტყუაჲ თჳსისა აგებულებისაგან არა შეგჳცვალებიეს (ნოს., პასუხ. ექუს., გ.ათ., VIII,19).

V. ყოფიერება, არსებობა - ϋπαρξις ή - გუამოვნებისა სახელი ორსა მოასწავებს: ოდესმე ყოველსავე აგებულებასა, რომლისა შესწავებაჲ ესე არს, ვითარმედ ერთი და იგივე არს არსებაჲ და გუამი... და ოდესმე თჳსაგანსა და თჳთ-შეკრებულსა გუამოვნებასა (დამასკ., დიალ., 28,1, ეფრ.).

VI. ქმნილება - κτίσις ή - დასასრულსა ხილულსა ამის სოფლისასა... საზღვრად უხილავისა მის აგებულებისა სახელ-სდებს (ნოს., პასუხ. ექუს., გ.ათ., VIII, 17)

Synonym: დაბადებულებაჲ
Antonym: მარტივი
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9